როგორ აგებენ იაპონიაში შენობებს, რომლებიც მიწისძვრებს უძლებს? | Allnews.Ge

როგორ აგებენ იაპონიაში შენობებს, რომლებიც მიწისძვრებს უძლებს?

თურ­ქეთ­სა და სი­რი­ა­ში მომ­ხდარ­მა და­მან­გრე­ველ­მა მი­წისძვრამ მთელ მსოფ­ლი­ოს კი­დევ ერთხელ აჩ­ვე­ნა, რო­გო­რი და­უც­ვე­ლია ადა­მი­ა­ნი ამ­გვა­რი კა­ტას­ტრო­ფე­ბის დროს და და­ა­ფიქ­რა, თუ რა შე­იძ­ლე­ბა გა­კეთ­დეს იმის­თვის, რომ მსგავ­სი სიმ­ძლავ­რის მი­წისძვრის დროს მსხვერ­პლის რა­ო­დე­ნო­ბა მი­ნი­მუ­მა­დე იქ­ნას დაყ­ვა­ნი­ლი.

სტი­ქი­უ­რი უბე­დუ­რე­ბე­ბის მი­მართ გამ­ძლე ნა­გე­ბო­ბე­ბის აშე­ნე­ბა მსოფ­ლი­ოს ერთ-ერთი მთა­ვა­რი და რთუ­ლი გა­მოწ­ვე­ვაა.

siria-49609-1676013108.jpg

სი­რია - 6 თე­ბერ­ვალს მომ­ხდა­რი მი­წისძვრის შემ­დეგ

როცა ვსა­უბ­რობთ შე­ნო­ბე­ბის გამ­ძლე­ო­ბა­ზე მი­წისძვრის მი­მართ, არის ქვე­ყა­ნა, რო­მე­ლიც ათწლე­უ­ლე­ბით უს­წრებს და­ნარ­ჩენ მსოფ­ლი­ოს და ეს ქვე­ყა­ნა ია­პო­ნი­აა.

"მშე­ნებ­ლო­ბის დროს იყე­ნე­ბენ თა­ნა­მედ­რო­ვე ინ­ჟი­ნე­რი­ის მიდ­გო­მებს. სწო­რედ ეს ეხ­მა­რე­ბა ია­პო­ნი­ას, რომ გა­უმკლავ­დეს არა­ერთ ძლი­ერ მი­წისძვრას, რო­მე­ლიც გა­მა­ნად­გუ­რე­ბე­ლი იქ­ნე­ბო­და ნაკ­ლე­ბად მომ­ზა­დე­ბუ­ლი ქვეყ­ნე­ბის­თვის", - ამ­ბო­ბენ სამ­შე­ნებ­ლო ინ­ჟი­ნე­რი­ის ია­პო­ნე­ლი ექ­სპერ­ტე­ბი.

iaponia-49744-1676013193.jpg

"ია­პო­ნია არის მსოფ­ლი­ო­ში ყვე­ლა­ზე გამ­ძლე შე­ნო­ბე­ბის სახ­ლი - სა­ი­დუმ­ლო კი ისაა, რომ ისი­ნი აგე­ბენ შე­ნო­ბებს, რომ­ლებ­საც შე­უძ­ლი­ათ "იცეკ­ვონ, რო­დე­საც მათ ქვეშ მიწა მოძ­რა­ობს", - წერს BBC.

ტო­კი­ო­ში, ოსა­კა­სა და იო­კო­ჰა­მა­ში აგე­ბუ­ლი ცა­თამბჯე­ნე­ბი ტო­ვე­ბენ შთა­ბეჭ­დი­ლე­ბას, რომ ისე­თი­ვე ნა­გე­ბო­ბე­ბია, რო­გორც სტან­დარ­ტუ­ლი, ჩვე­უ­ლებ­რი­ვი შე­ნო­ბე­ბი, თუმ­ცა ასე არ არის.

რა­ტომ არის ია­პო­ნია მი­წისძვრის მი­მართ გამ­ძლე შე­ნო­ბე­ბის აშე­ნე­ბის თვალ­საზ­რი­სით ლი­დე­რი?

იდეა, რომ შე­ექ­მნათ მი­წისძვრის მი­მართ უფრო გამ­ძლე კონ­სტრუქ­ცი­ე­ბი, ცხა­დია, აუ­ცი­ლებ­ლო­ბით გაჩ­ნდა. ია­პო­ნი­ის არ­ქი­პე­ლა­გი წყნა­რი ოკე­ა­ნის "ცე­ცხლო­ვან რგოლ­ზე“ მდე­ბა­რე­ობს, სა­დაც ევ­რა­ზი­ის, წყნა­რი ოკე­ა­ნი­სა და ფი­ლი­პი­ნე­ბის ტექ­ტო­ნი­კუ­რი ფი­ლე­ბი ერ­თმა­ნე­თის ქვე­შაა და მათი მოძ­რა­ო­ბა არ­ქი­პე­ლაგ­ზე არ­ცთუ იშ­ვი­ა­თად, მი­წისძვრებს გა­ნა­პი­რო­ბებს.

ია­პო­ნი­ა­ში, წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, არა­ერ­თი და­მან­გრე­ვე­ლი მი­წისძვრა ყო­ფი­ლა. ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე უა­რე­სი 1923 წელს იყო, რიხ­ტე­რის შკა­ლის მი­ხედ­ვით, მის­მა სიმ­ძლავ­რემ 7.9 მაგ­ნი­ტუ­და შე­ად­გი­ნა. მი­წისძვრის შე­დე­გად გა­ნად­გურ­და ტო­კიო და იო­კო­ჰა­მა. და­ი­ღუ­პა 140 000-ზე მეტი ადა­მი­ა­ნი. 2011 წლის ტო­კოჰუს მი­წისძვრა ცნო­ბი­ლია, რო­გორც ბოლო დრო­ის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე და­მან­გრე­ვე­ლი 9.0 მაგ­ნი­ტუ­დის სიმ­ძლავ­რის. მი­წისძვრას მოჰ­ყვა ცუ­ნა­მი და სა­ბო­ლოო ჯამ­ში, მსხვერ­პლის რა­ო­დე­ნო­ბამ 18 ათასს გა­და­ა­ჭარ­ბა.

ეს იყო ერთი მრა­ვა­ლი სე­ის­მუ­რი მოვ­ლე­ნი­დან, რო­მე­ლიც ია­პო­ნი­ას თავს ყო­ველ­წლი­უ­რად ატყდე­ბა. ისი­ნი მა­ნამ­დეც გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი წე­სე­ბის დაც­ვით აშე­ნებ­დნენ შე­ნო­ბებს, თუმ­ცა 2011 წლის მი­წისძვრის შემ­დეგ, მშე­ნებ­ლო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი მიდ­გო­მე­ბი კი­დევ უფრო გამ­კაცრ­და. იხილეთ სრულად

myquiz