როგორ გადაარჩინეს აშშ-ის საელჩოს თანამშრომლებმა 5 მეტრის სიღრმის თხრილში ჩავარდნილი მანქანის მძღოლი? | Allnews.Ge

როგორ გადაარჩინეს აშშ-ის საელჩოს თანამშრომლებმა 5 მეტრის სიღრმის თხრილში ჩავარდნილი მანქანის მძღოლი?

3 თე­ბერ­ვლის ღა­მეს, ქარ­თულ-ამე­რი­კუ­ლი მე­გობ­რო­ბის გამ­ზირ­ზე, ამე­რი­კის სა­ელ­ჩოს მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვა მოხ­და - "სმარ­ტის“ ავ­ტო­მან­ქა­ნა ბორ­დი­უ­რი­დან რკი­ნის კონ­სტრუქ­ცი­ას და­ე­ჯა­ხა და 5 მეტ­რის სიღ­რმის თხრილ­ში გა­და­ვარ­და. ავ­ტო­მან­ქა­ნა ამობ­რუნ­და, თუმ­ცა, სა­ბედ­ნი­ე­როდ, კე­თი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის შემ­წე­ო­ბით მძღო­ლი გა­დარ­ჩა - ამე­რი­კის სა­ელ­ჩოს უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხურ­მა და­შა­ვე­ბუ­ლის უსაფრ­თხო­ე­ბა უზ­რუნ­ველ­ყო, პირ­ვე­ლა­დი დახ­მა­რე­ბა აღ­მო­უ­ჩი­ნა და გონსმო­სუ­ლი ახალ­გაზ­რდა სას­წრა­ფო სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის ეკი­პაჟს ჩა­ა­ბა­რა.

მომ­ხდა­რის შე­სა­ხებ "ამ­ბე­ბი გე"-ს აშშ-ს სა­ელ­ჩოს უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის ცვლის უფ­რო­სის მო­ად­გი­ლე ნინო გო­ლაშ­ვი­ლი უყ­ვე­ბა:

"3 თე­ბერ­ვლის ღა­მის მო­რი­გე­ო­ბა­ში ვი­ყა­ვით, და­ახ­ლო­ე­ბით 1-ლ სა­ათ­ზე, გა­რეთ სა­ში­ნე­ლი, ავის­მო­მას­წა­ვე­ბე­ლი ხმა­უ­რი გა­ის­მა, ვერ მივ­ხვდით, რა ხდე­ბო­და და ჩემი თა­ნამ­შრომ­ლე­ბი სი­ტუ­ა­ცი­ის გა­სარ­კვე­ვად გა­ვუშ­ვი. ად­გილ­ზე მი­სუ­ლებ­მა და­ახ­ლო­ე­ბით 5 მეტ­რის სი­მაღ­ლე­ზე გა­და­ვარ­დნი­ლი მან­ქა­ნა ნა­ხეს. სა­ელ­ჩოს მო­პირ­და­პი­რე მხა­რეს მშე­ნებ­ლო­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს, ის შე­მო­ღო­ბი­ლია რკი­ნის ბა­დით და აღ­მოჩ­ნდა, რომ მძღო­ლი მას და­ჯა­ხე­ბია, ღო­ბის ფრაგ­მენ­ტი (მყა­რი კონ­სტრუქ­ცი­აა) გარ­ღვე­უ­ლი იყო და იქი­დან გა­და­ვარ­დნი­ლა. როცა გად­მომ­ცეს, რომ დახ­მა­რე­ბა სჭირ­დე­ბო­და, სა­მე­დი­ცი­ნო ჩან­თით ად­გილ­ზე მი­ვე­დი და ვიდ­რე ად­გილ­ზე მო­სუ­ლი პატ­რუ­ლი სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბას გა­მო­ი­ძა­ხებ­და, შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის ფარ­გლებ­ში ყვე­ლა­ნა­ი­რი დახ­მა­რე­ბა აღ­მო­ვუ­ჩი­ნეთ.

avaria123-44097-1675941877.jpg

რა და რო­გორ მოხ­და, არ ვი­ცით, და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი მძღო­ლი შემ­თხვე­ვა­ზე თვი­თო­ნაც ვერ ჰყვე­ბო­და, ვკი­თხეთ, რა მოხ­და, მაგ­რამ არა­ფე­რი ახ­სოვ­და. ეს იყო პა­ტა­რა ავ­ტო­მან­ქა­ნა "სმარ­ტი“, რო­მე­ლიც ორ­მო­ში ჩა­ვარ­დნის შემ­დეგ გა­დაბ­რუ­ნე­ბუ­ლა. მძღო­ლი მან­ქა­ნი­დან თა­ვი­სით გად­მო­ვი­და, ჰქონ­და და­ზი­ა­ნე­ბე­ბი და იყო შო­კურ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში. ის ჩვენ­მა ნამ­შრომ­ლებ­მა ამო­იყ­ვა­ნეს.

მძღო­ლი პა­ტა­რა ბიჭი იყო, ად­ვი­ლი შე­საძ­ლე­ბე­ლია, გა­დაღ­ლი­ლიც იყო ან ჩა­ე­ძი­ნა და ეს უბე­დუ­რე­ბაც შე­ემ­თხვა, ვე­რა­ფერს გე­ტყვით, გა­მო­რი­ცხუ­ლია, ვინ­მე და­ჯა­ხე­ბო­და. ახალ­გაზ­რდამ გვი­თხრა, რომ ერთ-ერთი სა­კუ­რი­ე­რო კომ­პა­ნი­ის კუ­რი­ე­რი იყო. გაგ­ვი­მარ­თლა, რომ ადა­მი­ა­ნი გა­დარ­ჩა, თო­რემ სა­ნა­ხა­ო­ბა საკ­მა­ოდ რთუ­ლი იყო და ემო­ცი­ე­ბის გა­რე­შე ახ­ლაც ვერ ვსა­უბ­რობ. იხილეთ სრულად

myquiz