ყველაზე სექსუალური დამნაშავე მსოფლიოში - როგორ გახდა ყაჩაღი მსოფლიო ბრენდების სახე? | Allnews.Ge

ყველაზე სექსუალური დამნაშავე მსოფლიოში - როგორ გახდა ყაჩაღი მსოფლიო ბრენდების სახე?

ალბათ ყველას გახსოვთ სტატიები "ყველაზე სექსუალური დამნაშავის" შესახებ. ახლაგაზრდა დამნაშავის ფოტოები ინტერნეტში ვირუსულად ვრცელდებოდა და საზოგადოებას აინტერესებდა თუ როგორ აღმოჩნდა ის გისოსებს მიღმა.

jeremy-meeks-today-split-160310-1675672449.webp

ჯერემი მიქსი 80-იან წლებში დაიბადა ნარკოტიკზე დამოკიდებული მშობლების ოჯახში. მისი დედა ჰეროინს ორსულობის დროსაც კი მოიხმარდა. ქალი ჯერემის დაბადებიდან ცხრა თვის შემდეგ სახლიდან მეუღლეს გამოექცა და ყველა შვილი თან წაიყვანა.

ცოტა ხნის შემდეგ ბიჭის მამას სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს, მეუღლის მეგობრის მკვლელობისთვის. ბიჭუნა თითქმის სულ ქუჩაში იზრდებოდა. ქუჩური გარჩევები და ყაჩაღობა – 15 წლის ასაკში ჯერემი სახლიდან წავიდა და Crips-ის ბანდიტურ დაჯგუფებას შეუერთდა.

meeks08-mobileimagesizereignn-1675672662.jpg

ჯერემი დედასთან და ძმასთან ერთად

მიქსი ბანდის საქმეებში აქტიურად იყო ჩართული, ის ძარცვავდა და თავს ესხმოდა ხალხს. 16 წლის პირველად მოხვდა ციხეში, შემდეგ მისი სასჯელის საერთო ვადა 10 წლამდე გაიზარდა.

ჯერემის ცხოვრება ერთმა შემთხვევამ შეცვალა. 2014 წელს, მორიგი დაპატიმრების დროს მას ფოტო გადაუღეს. ცისფერთვალება პატიმრის ფოტო სოციალურ ქსელში მოხვდა, რამაც ათასობით ადამიანის ყურადღება მიიპყრო. გავარდა ხმა, რომ Versace და Armani მზად იყვნენ, მომხიბვლელი დამნაშავე საკუთარი ბრენდის სახე გაეხადათ.

მოსამართლეს დააინტერესა, შეძლებდა თუ არა ახალგაზრდა, გამოეყენებინა ეს უნიკალური შანსი და მის პატიმრობის ვარდა 63-დან 27 თვემდე შეამცირა. 2016 წელს მიქსი ციხიდან გამოვიდა და სამოდელო სააგენტოსთან გააფორმა ხელშეკრულება.

f0eb4898677e1344-1675672876.jpg

უკვე 2017 წელს ჯერემი Pilipp Plein-ის შოუში გამოჩნდა და მას შემდეგ ყველა შესაძლო ჩვენებაში მიიღო მონაწილეობა და მილიონზე მეტი გამომწერი მოაგროვა სოციალურ ქსელში.

js120639483-getty-images-north-america-philipp-plein-runway-february-2017-new-york-fashion-wee-trans-nvbqzqnjv4bqnadezm0kzkfwpsyjhhdppfdhsybdsmmvgtnkp2he0ei-1675672901.jpg

2018 წელს ის Tommy Hilfiger-ის საგაზაფხულო კოლექციის ჩვენებაში მიიღო მონაწილეობა. 2019 წელს კი ის Gisada-ს ოფიციალური წარმოადგენელი გახდა.

o12981-1675672915.2.jpg

მოდელობის გარდა ჯერემიმ მსახიობობის პროფესია მოსინჯა. 2020 წელს მან ფილმ Trigger-ში მიიღო მონაწილოება, 2021 წელს კი ფილმ Secret Society-ში ითამაშა.

mg-1948-color-1675673009.jpg

myquiz