"არავის სჯეროდა, რომ ამ მიგდებულ გარემოში რამეს შევძლებდით, მაგრამ" - ქალაქიდან ატენში გადასახლებული წყვილის ისტორია
2013 წლის დამდეგს იყო მხოლოდ იდეა და სურვილი, ატენის ხეობაში ვენახი გაეშენებინა, ყურძენი დაეწურა და ნატურალური მეღვინეობისთვის მოეკიდა ხელი. იდეას ხორცი შეასხა და დღეს უკვე ცნობილი ფერმერია. ხელოვნებათმცოდნე ნიკა ვაჩეიშვილთან, პროფესორსა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ყოფილ ხელმძღვანელთან, სხვა დროსაც გვისაუბრია ატენური ცხოვრებისა და შინამეურნეობის შესახებ. როგორც ამბობენ, ნიკას ბევრი ღვინო ბრმად იცნობა, რადგან მისი ვენახები განუმეორებელ ბუკეტს ქმნის. ჩინური, გორული მწვანე, თავკვერი და ბუდეშური ის ჯიშებია, რომლებითაც ღვინოს წურავს.
ნიკა ვაჩეიშვილი:
- გასული წელიწადი ყოველდღიური შრომით იყო სავსე. სტუმრიანობასაც არ ვუჩიოდით, თუმცა უკეთესიც გვახსოვს. ყოველდღე გვყავდა უცხოელი სტუმრები, ძირითადად, ოჯახური ფორმატით. საინტერესო წელიწადი იყო. სტუმრები ჩვენთან, ოჯახში მოდიან და ქვეყანას ასე, შიგნიდან უყურებენ. ჩვენ მათი მასპინძლები ვართ. ეს ფიზიკურად ძნელია, მაგრამ კომპენსაციაც არის ხოლმე, სტუმრები გვეხმარებიან: ვენახში ფუსფუსებენ, ხილისა და ბოსტნეულის მოყვანაში, ჩირის გაკეთებაში, ღვინის შიდა დეგუსტაციაში (ლაბორატორიულში), შემოღობვაში, ფისოებისა და ცუგების დაპურებაში გვეხმარებიან. ამიტომ დიდხანს რჩებიან. ჩვენი მიღწევა ის არის, რომ მომდევნო წელს ისევ ჩამოდიან და ოჯახის წევრები ჩამოჰყავთ.
წლის დამდეგს იყო მხოლოდ იდეა და სურვილი, ატენის ხეობაში ვენახი გაეშენებინა, ყურძენი დაეწურა და ნატურალური მეღვინეობისთვის მოეკიდა ხელი. იდეას ხორცი შეასხა და დღეს უკვე ცნობილი ფერმერია. ხელოვნებათმცოდნე ნიკა ვაჩეიშვილთან, პროფესორსა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ყოფილ ხელმძღვანელთან, სხვა დროსაც გვისაუბრია ატენური ცხოვრებისა და შინამეურნეობის შესახებ. როგორც ამბობენ, ნიკას ბევრი ღვინო ბრმად იცნობა, რადგან მისი ვენახები განუმეორებელ ბუკეტს ქმნის. ჩინური, გორული მწვანე, თავკვერი და ბუდეშური ის ჯიშებია, რომლებითაც ღვინოს წურავს.
ნიკა ვაჩეიშვილი:
- გასული წელიწადი ყოველდღიური შრომით იყო სავსე. სტუმრიანობასაც არ ვუჩიოდით, თუმცა უკეთესიც გვახსოვს. ყოველდღე გვყავდა უცხოელი სტუმრები, ძირითადად, ოჯახური ფორმატით. საინტერესო წელიწადი იყო. სტუმრები ჩვენთან, ოჯახში მოდიან და ქვეყანას ასე, შიგნიდან უყურებენ. ჩვენ მათი მასპინძლები ვართ. ეს ფიზიკურად ძნელია, მაგრამ კომპენსაციაც არის ხოლმე, სტუმრები გვეხმარებიან: ვენახში ფუსფუსებენ, ხილისა და ბოსტნეულის მოყვანაში, ჩირის გაკეთებაში, ღვინის შიდა დეგუსტაციაში (ლაბორატორიულში), შემოღობვაში, ფისოებისა და ცუგების დაპურებაში გვეხმარებიან. ამიტომ დიდხანს რჩებიან. ჩვენი მიღწევა ის არის, რომ მომდევნო წელს ისევ ჩამოდიან და ოჯახის წევრები ჩამოჰყავთ.
- ეს არ არის სტანდარტული ტურიზმი.
- დიახ, მოვიდა, ხაჭაპური მიირთვა და გაიქცაო, ასე არ არის. ეს უფრო საქართველოს გაცნობაა. მოგეხსენებათ, ატენი ტერასების მეღვინეობის "ქვეყანაა". ჩვენს ერთ-ერთ ვენახს ზემოთ, კლდეებში, რომელსაც ზედა ვენახს ვეძახდით, ტერასები დავამატეთ - გავკაფეთ ბუჩქნარი, მოვაცილეთ უსარგებლო ველურად წამოსული მცენარეები. გავაწკრიალეთ, გამოვაჩინეთ ძველი ტერასებიც და ახალიც მივუმატეთ. ფერდებიც გავუმაგრეთ, წყლის გადამყვანი სისტემა გავმართეთ და იქ ახალი ვენახის ჩაყრას ვაპირებთ. გაშენდება ჩინური და გორული მწვანე. ეს იქნება ერთ-ერთი საოცარი და ლამაზი ვენახი საქართველოში. იქიდან ტანას ხეობაზე ყოველი მხრიდან ულამაზესი ხედები იშლება. იხილეთ სრულად