"ქართული მისთვის ჩვეულებრივი სამეტყველო ენა იყო" - პუტინის "ქართული საიდუმლო" | Allnews.Ge

"ქართული მისთვის ჩვეულებრივი სამეტყველო ენა იყო" - პუტინის "ქართული საიდუმლო"

პო­ლო­ნე­ლი ჟურ­ნა­ლის­ტი და მწე­რა­ლი კრის­ტი­ნა კურ­ჩაბ-რედ­ლი­ხი არა­ერ­თი წიგ­ნის, ასე­ვე ფილ­მის ავ­ტო­რია. ერთ-ერთი პირ­ვე­ლია, რო­მე­ლიც პუ­ტი­ნის სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­ტა­რე­ბულ ბავ­შვო­ბა­ზე მტკი­ცე­ბით ფორ­მა­ში სა­უბ­რობს. 2005 წელს ის ჟურ­ნა­ლის­ტუ­რი საქ­მი­ა­ნო­ბის­თვის ნო­ბე­ლის პრე­მი­ა­ზე წა­რად­გი­ნეს. "კვი­რის პა­ლიტ­რა" მას ვარ­შა­ვა­ში და­უ­კავ­შირ­და:

- ჯერ კი­დევ 2000-იანი წლე­ბის დამ­დეგს ამის შე­სა­ხებ ერთ-ერ­თმა ქარ­თულ­მა მე­დი­ამ მო­ამ­ზა­და სტა­ტია (ცნო­ბის­თვის: ქალ­ზე, რო­მე­ლიც თავს პუ­ტი­ნის დე­დად მი­იჩ­ნევ­და, "კვი­რის პა­ლიტ­რის" ჟურ­ნა­ლის­ტმა მა­რი­ნა ბა­ბუ­ნაშ­ვილ­მა 2001 წელს ვრცე­ლი ინ­ტერ­ვიუ მო­ამ­ზა­და, სა­დაც მო­ხუ­ცი თა­ვის ის­ტო­რი­ას დე­ტა­ლუ­რად გვი­ამ­ბობ­და), რომ­ლის ამო­ნა­რი­დე­ბი, თე­მი­სად­მი ცხო­ვე­ლი ინ­ტე­რე­სის გამო რუ­სულ მე­დი­ა­შიც გავ­რცელ­და.

რუ­სე­თის საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბამ­დე ორი კვი­რით ადრე გა­ზეთ "Совершенно секретно-ს" დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი, შე­სა­ნიშ­ნა­ვი ჟურ­ნა­ლის­ტი არ­ტემ ბო­რო­ვი­კი, კომ­პა­ნია "Альянс"-ის წარ­მო­მად­გე­ნელ ზია ბა­ჟა­ევ­სა და კი­დევ შვიდ კაც­თან ერ­თად კერ­ძო თვითმფრი­ნავ Як-40-ით სა­ქარ­თვე­ლო­ში ვლა­დი­მირ პუ­ტი­ნის დე­დას­თან შე­სახ­ვედ­რად აპი­რებ­დნენ გა­მოფ­რე­ნას, მაგ­რამ თვითმფრი­ნა­ვი შე­რე­მე­ტი­ე­ვოს აე­რო­პორ­ტში აფ­რე­ნი­დან რამ­დე­ნი­მე წუთ­ში აფეთ­ქდა. ავი­ა­კა­ტას­ტრო­ფას ეკი­პა­ჟის ყვე­ლა წევ­რი ემსხვერ­პლა. ოფი­ცი­ა­ლუ­რად მას ტრა­გი­კუ­ლი შემ­თხვე­ვა უწო­დეს, თუმ­ცა მა­შინ­ვე გაჩ­ნდა ეჭვი, რად­გან ცნო­ბი­ლი გახ­და მი­ზე­ზი, რის გა­მოც ბო­რო­ვი­კი სა­ქარ­თვე­ლო­ში მოფ­რი­ნავ­და. სა­ინ­ტე­რე­სო ის იყო, რომ მან პრე­ზი­დენ­ტო­ბის მა­შინ­დე­ლი კან­დი­და­ტის ბავ­შვო­ბის ამ­სახ­ვე­ლი დო­კუ­მენ­ტუ­რი მა­სა­ლა ვერ იპო­ვა, სა­ქარ­თვე­ლო­ში კი იმი­ტომ მი­დი­ო­და, რომ მის ბი­ო­ლო­გი­ურ დე­და­ზე ინ­ფორ­მა­ცია ჰქონ­და. თვითმფრი­ნა­ვის აფეთ­ქე­ბის საქ­მის გა­მო­ძი­ე­ბა 15 თვე­ზე მეტ­ხანს გაგ­რძელ­და, მაგ­რამ პი­ლო­ტის და­ნა­შა­უ­ლის გარ­და, სხვა პრობ­ლე­მა ვერ გა­მო­იკ­ვე­თა და საქ­მე და­ი­ხუ­რა.

2000 წლის 25 აპ­რილს, მა­შინ, როცა პუ­ტი­ნი უკვე პრე­ზი­დენ­ტი იყო, ბო­რო­ვი­კი და ბა­ჟა­ე­ვი კი დაკ­რძა­ლუ­ლი, არ­ტემ ბო­რო­ვი­კის გა­ზეთ­მა "Версия"-მ მა­ინც და­ბეჭ­და სტა­ტია პუ­ტი­ნის სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­ტა­რე­ბულ პე­რი­ოდ­ზე სა­თა­უ­რით "Генацвале Путин", თუმ­ცა იმ დრო­ის­თვის მას პო­ლი­ტი­კუ­რი სიმწვა­ვე და­კარ­გუ­ლი ჰქონ­და, თან ეს იყო მხო­ლოდ ვერ­სია.

putin2-1674991350-1675495492.jpg

იმავდრო­უ­ლად, გა­ირ­კვა, რომ მე­ტეხ­ში, სა­დაც არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, პუ­ტინ­მა ბავ­შვო­ბა გა­ა­ტა­რა, ვი­ღაც ჩი­ნოვ­ნი­კე­ბი გა­მოჩ­ნდნენ, რომ­ლე­ბიც მის შე­სა­ხებ ცნო­ბებს აგ­რო­ვებ­დნენ და ვერა პუ­ტი­ნას სახ­ლი­დან გა­აქ­რეს მისი შვი­ლის ბავ­შვო­ბის ფო­ტო­ე­ბი, კი­თხვებს უს­ვამ­დნენ მის გა­რე­მოც­ვა­საც, "პა­ტა­რა ვო­ვა­ზე" რამე იცოდ­ნენ თუ არა, ან ფო­ტო­ებს ხომ არ ინა­ხავ­დნენ.

ეს ის პე­რი­ო­დია, რო­დე­საც სა­ქარ­თვე­ლო­ში მძი­მე სო­ცი­ა­ლუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბაა, დენი თით­ქმის არ იყო, ინ­ფორ­მა­ცია იო­ლად ვერ ვრცელ­დე­ბო­და და ბევ­რი რამ და­ი­კარ­გა, მაგ­რამ ბევ­რს ახ­სოვ­და პა­ტა­რა ბიჭი ვოვა, რო­მე­ლიც ამ სო­ფელ­ში იზ­რდე­ბო­და. მას შემ­დეგ იმ სოფ­ლით, ოჯა­ხი­თა და ვერა პუ­ტი­ნა­თი და­ინ­ტე­რე­სე­ბა გა­ი­ზარ­და და ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის ვი­ზი­ტე­ბიც გახ­შირ­და. პა­რა­ლე­ლუ­რად, ოჯახს ხში­რად "სტუმ­რობ­დნენ" რუ­სე­თის სა­ი­დუმ­ლო უწყე­ბის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი და აფრ­თხი­ლებ­დნენ, ემუქ­რე­ბოდ­ნენ, რომ ამ თე­მა­ზე არა­ვის­თან ელა­პა­რა­კათ, თო­რემ პრობ­ლე­მე­ბი შე­ექ­მნე­ბო­დათ.

- ფიქ­რობთ, რომ რუ­სე­თის სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი იყ­ვნენ სო­ფელ მე­ტეხ­ში?

- დიახ, ФСБ-ს თა­ნამ­შრომ­ლე­ბი. ფაქ­ტია, სკო­ლი­დან გაქ­რა პუ­ტი­ნის სა­ბუ­თე­ბი, ახ­ლობ­ლებს ჩა­მო­არ­თვეს ფო­ტო­ე­ბი. მე­ტე­ხე­ლებ­მა მისი ხსე­ნე­ბა შე­წყვი­ტეს, პა­ტა­რა ვო­ვას მძი­მე ბავ­შვო­ბა­ზე მხო­ლოდ პი­რად სა­უბ­რებ­ში ლა­პა­რა­კობ­დნენ. როცა პუ­ტინ­მა საპ­რე­ზი­დენ­ტო კამ­პა­ნია წა­მო­ი­წყო, რუ­სე­თის პო­ლი­ტე­ლი­ტამ მო­სახ­ლე­ო­ბას პე­ტერ­ბურ­გის ელი­ტურ გა­რე­მოც­ვა­ში აღ­ზრდი­ლი კად­რი შეს­თა­ვა­ზა, ზედ­მე­ტი, არა­ს­ა­სი­ა­მოვ­ნო წარ­სუ­ლის გახ­სე­ნე­ბა კი თავ­სა­ტე­ხი იქ­ნე­ბო­და.

რუ­სეთ­ში პუ­ტი­ნის გა­აქ­ტი­უ­რე­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად სო­ფელ მე­ტე­ხით არა მარ­ტო ქარ­თვე­ლი ან რუსი, არა­მედ მსოფ­ლი­ოს სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნის ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი და­ინ­ტე­რეს­დნენ. უფ­როს­მა თა­ო­ბამ, რო­გორც ჩანს, ზედ­მე­ტი პრობ­ლე­მის­გან თა­ვის არი­დე­ბა გა­და­წყვი­ტა და მე­დი­ას­თან კო­მუ­ნი­კა­ცია შე­ამ­ცი­რა. პუ­ტი­ნის იდენ­ტო­ბის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი ყვე­ლა­ნა­ი­რი ცნო­ბა ძა­ლი­ან სწრა­ფად ქრე­ბო­და.

თუმ­ცა აკ­რძალ­ვამ­დე მე­ტე­ხე­ლებს არა­ერ­თხელ უამ­ბი­ათ, რომ გა­სუ­ლი სა­უ­კუ­ნის 50-იანი წლე­ბის დამ­დე­გი­დან 60-იანი წლე­ბის მი­წუ­რუ­ლამ­დე მათ თვალ­წინ იზ­რდე­ბო­და ქერა და ცის­ფერ­თვა­ლე­ბა ბიჭი, ვა­ლო­დია, რომ დე­და­მი­სი, ვერა, ცო­ლად გაჰ­ყვა მე­ტე­ხელ გრი­გოლ ოსე­ფაშ­ვილს. ერთი სი­ტყვით, 2019 წლის ოქ­ტომ­ბერ­ში სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­სას­ვლე­ლად უამ­რა­ვი მი­ზე­ზი მქონ­და, თუმ­ცა იქ სენ­სა­ცი­ის სა­ძებ­ნე­ლად კი არა, ადა­მი­ა­ნის ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი პრობ­ლე­მე­ბის სა­წყი­სის, ძა­ლა­დო­ბის, ტი­რა­ნი­ი­სა და დიქ­ტა­ტუ­რის ფეს­ვე­ბის შე­სას­წავ­ლად ჩა­ვე­დი. მა­ინ­ტე­რე­სებ­და, რა იწ­ვევ­და ამ ადა­მი­ან­ში ასეთ სი­სას­ტი­კეს და შე­ვე­ცა­დე დე­ტა­ლუ­რად გა­მო­მე­ძი­ე­ბი­ნა პუ­ტი­ნის ბავ­შვო­ბა, კა-გე-ბეს შე­ლა­მა­ზე­ბუ­ლი კი არა, რე­ა­ლუ­რი. ვი­ცო­დი, რომ მისი სი­სას­ტი­კე უსა­ფუძ­ვლო ვერ იქ­ნე­ბო­და. ასე და­ი­წყო ყვე­ლა­ფე­რი. პუ­ტი­ნის "პე­ტერ­ბურ­გუ­ლი ბავ­შვო­ბის" ზღა­პა­რი რომ სა­ეჭ­ვოა, ამა­ზე მი­ა­ნიშ­ნებს სა­ინ­ტე­რე­სო დო­კუ­მენ­ტუ­რი ფილ­მი "პუ­ტი­ნის დედა", სა­დაც ავ­ტო­რე­ბის მო­პო­ვე­ბუ­ლი ცნო­ბე­ბი ემ­თხვე­ვა სა­ქარ­თვე­ლო­სა და პე­ტერ­ბურ­გში მოს­მე­ნილს.

- კონ­კრე­ტუ­ლად?

- ის, რომ პუ­ტი­ნის ნამ­დვი­ლი დედა, ვერა ნი­კო­ლა­ევ­ნა, სან­ქტ-პე­ტერ­ბურ­გე­ლი კი არა, 1926 წელს ურალ­ში, პერ­მის ოლ­ქის ერთ-ერთ პა­ტა­რა ქა­ლაქ­ში და­ბა­დე­ბუ­ლი ქა­ლია. ის სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის ტექ­ნი­კუმ­ში მე­ქა­ნი­ზა­ცი­ის ფა­კულ­ტეტ­ზე სწავ­ლობ­და მე­ო­რე მსოფ­ლიო ომის შემ­დგომ წლებ­ში. იქ გა­იც­ნო თა­ნა­ტო­ლი ბიჭი, პლა­ტონ პრი­ვა­ლო­ვი, რო­მელ­თან ერ­თა­დაც ცხოვ­რობ­და, და­ფეხ­მძიმ­და და მა­შინ გა­ი­გო, რომ პლა­ტო­ნი ცოლ­შვი­ლი­ა­ნი ყო­ფი­ლა. ვერა დე­დას­თან დაბ­რუნ­და, დაბა კე­რი­ხი­ნა­ში, სა­დაც სამ­შო­ბი­ა­რო არ იყო და 1950 წლის 7 ოქ­ტომ­ბერს ურა­ლის ოლ­ქის ქა­ლაქ ოჩე­რის სამ­შო­ბი­ა­რო­ში გა­ა­ჩი­ნა ბიჭი - ვლა­დი­მირ პუ­ტი­ნი.

და­ახ­ლო­ე­ბით ერთი წელი დე­დას­თან ერ­თად ზრდი­და პა­ტა­რა ვაჟს, შემ­დეგ კი პრაქ­ტი­კის გა­სავ­ლე­ლად ტაშ­კენ­ტში გა­ა­ნა­წი­ლეს. სა­დაც ვერა პრაქ­ტი­კას გა­დი­ო­და, სამ­ხედ­რო ნა­წი­ლი ყო­ფი­ლა გან­თავ­სე­ბუ­ლი და იქ გა­იც­ნო საბ­ჭო­თა ჯა­რის­კა­ცი, გრი­გო­ლი, იგი­ვე გოგა ოსე­ფაშ­ვი­ლი. რო­გორც კავ­კა­სი­ელ მა­მა­კა­ცებს ახა­სი­ა­თებთ, ძა­ლი­ან მარ­ტი­ვად და­ახ­ვია გო­გოს თავ­ბრუ, უთხრა, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში დიდი და ლა­მა­ზი სახ­ლი ჰქონ­და, სა­დაც ბედ­ნი­ე­რად იცხოვ­რებ­დნენ, და ვე­რა­მაც და­უ­ჯე­რა. სი­ნამ­დვი­ლე­ში სა­სახ­ლე ერთი უბად­რუ­კი პა­ტა­რა სახ­ლი აღ­მოჩ­ნდა, მაგ­რამ ვე­რას ძა­ლი­ან უყ­ვარ­და ქარ­თვე­ლი ქმა­რი, ამი­ტომ გა­ჭირ­ვე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, კი არ მი­ა­ტო­ვა, ურა­ლი­დან თა­ვი­სი პა­ტა­რა შვი­ლი წა­მო­იყ­ვა­ნა და სა­ქარ­თვე­ლო­ში დარ­ჩა. ვე­რას ქმარ­მა გერი თა­ვი­დან­ვე აით­ვალ­წუ­ნა. მისი იქ ყოფ­ნა დი­დად არ მოს­წონ­და ბევ­რი მი­ზე­ზის გამო, ხელ­მოკ­ლედ ცხოვ­რობ­დნენ და ეში­ნო­და, რომ ვერ არ­ჩენ­და. მა­მი­ნაც­ვა­ლი გერს სცემ­და...

ბო­ლოს დე­დამ ვერ გა­უძ­ლო შვი­ლის უბე­დუ­რე­ბას და როცა ბიჭ­მა მე­სა­მე კლა­სი და­ამ­თავ­რა, დრო­ე­ბით, სა­ვა­რა­უ­დოდ, ზა­ფხუ­ლის არ­და­დე­გე­ბის გა­სა­ტა­რებ­ლად, რუ­სეთ­ში, მშობ­ლე­ბის სახ­ლში წა­იყ­ვა­ნა.

- ბავ­შვი ქარ­თუ­ლად სწავ­ლობ­და?

- დიახ, ქარ­თუ­ლი მის­თვის ჩვე­უ­ლებ­რი­ვი სა­მე­ტყვე­ლო ენა იყო, იმ­დე­ნად, რომ ურა­ლის სკო­ლა­ში შეყ­ვა­ნის შემ­დეგ ორი კლა­სით უკან დას­ვეს, რად­გან რუ­სუ­ლი ენა სრულ­ყო­ფი­ლად არ იცო­და.

დედა ამ­ბობს, რომ ბავ­შვის ურალ­ში წაყ­ვა­ნის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მის გა­და­სარ­ჩე­ნად მი­ი­ღო, სურ­და, მო­ძა­ლა­დე მა­მი­ნაც­ვლის­გან და­ეხ­სნა, ნორ­მა­ლუ­რი კვე­ბა, მზრუნ­ვე­ლო­ბა ჰქო­ნო­და. თუმ­ცა ვე­რას­დროს იფიქ­რებ­და, რომ შვილს უკა­ნას­კნე­ლად ხე­დავ­და. მო­ხუ­ცი იხ­სე­ნებ­და, დამ­შვი­დო­ბე­ბი­სას, რო­მე­ლიც მა­შინ დრო­ე­ბი­თი მე­გო­ნა, ისე ტი­რო­და, მთე­ლი სხე­უ­ლით კან­კა­ლებ­და. არ მინ­დო­და ის­ტე­რი­კას ავ­ყო­ლო­დი და არც ჩა­ვი­ხუ­ტე, რა­საც მთე­ლი ცხოვ­რე­ბა ვნა­ნო­ბო. ვე­რას მშობ­ლებ­მა ერთხანს იზ­რუ­ნეს ბიჭ­ზე, მაგ­რამ... გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

myquiz