როგორ და რატომ მოკლეს კიმ ჩენ ინის ძმა? | Allnews.Ge

როგორ და რატომ მოკლეს კიმ ჩენ ინის ძმა?

2017 წლის 13 თე­ბერ­ვა­ლი, დილა, კუ­ა­ლა-ლუმ­პუ­რის სა­ერ­თა­შო­რი­სო აე­რო­პორ­ტი. ტერ­მი­ნალ­თან ხალ­ხმრავ­ლო­ბაა.

უამ­რავ ადა­მი­ანს შო­რის არის უბ­რა­ლოდ ჩაც­მუ­ლი მა­მა­კა­ცი - პო­ლოს ლურ­ჯი მა­ი­სუ­რით, ჯინ­სის შარ­ვლით, მხარ­ზე ზურგჩან­თა აქვს გა­და­კი­დე­ბუ­ლი. ის მა­კა­ო­ში გამ­გზავ­რე­ბას აპი­რებს.

kimisdzma-36312-1675409389.jpg

მო­უ­ლოდ­ნე­ლად მის წინ ქალი ჩნდე­ბა და სა­ხე­ზე ცხი­მი­ან ნივ­თი­ე­რე­ბას უს­ვამს. ქალი უჩი­ნარ­დე­ბა, თუმ­ცა მის უჩ­ვე­უ­ლო ქცე­ვას სათ­ვალ­თვა­ლო კა­მე­რა აფიქ­სი­რებს.

korea1-59589-1675409413.webp

რამ­დე­ნი­მე წუთ­ში მა­მა­კაც­თან ზურ­გი­დან კი­დევ ერთი ქალი მი­დის, თვა­ლებ­ზე ხელს აფა­რებს, შემ­დეგ კი ხე­ლებს სა­ხე­ზე ას­რი­ა­ლებს პი­რის მი­მარ­თუ­ლე­ბით, ბო­ლოს ბო­დიშს იხ­დის და მი­დის.

hongi-59859-1675409526.webp

20 წუთ­ზე უფრო ნაკ­ლებ დრო­ში მა­მა­კა­ცი კვდე­ბა.

ეს ის­ტო­რია არ არის ჯე­იმს ბონ­დზე გა­და­ღე­ბუ­ლი ფილ­მე­ბი­დან. ეს რე­ა­ლუ­რი ამ­ბა­ვია ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ის დიქ­ტა­ტო­რის, კიმ ჩენ ინის ნა­ხე­ვარძმის, კიმ ჩენ ნა­მის მკვლე­ლო­ბა­ზე. მკვლე­ლო­ბა ჩა­ი­დი­ნეს ნერ­ვუ­ლი აგენ­ტით სა­ხე­ლად - VX. ეს მსოფ­ლი­ო­ში ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მო­მაკ­ვდი­ნე­ბე­ლი ქი­მი­უ­რი ია­რა­ღია.ოთხი აგენ­ტი და ფხე­ნი­ა­ნი­დან და­გეგ­მი­ლი უსაფრ­თხო ავი­ა­რე­ი­სი

მკლე­ლო­ბის შემ­დეგ, რო­დე­საც სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა აე­რო­პორ­ტის სათ­ვალ­თვა­ლო კა­მე­რე­ბის ჩა­ნა­წე­რე­ბი შე­ის­წავ­ლეს, აღ­მოჩ­ნდა, რომ მკვლე­ლო­ბის ად­გი­ლას იმა­ლე­ბო­და სულ მცი­რე, ოთხი ჩრდი­ლო კო­რე­ე­ლი აგენ­ტი და მათ სა­ვა­რა­უ­დოდ, ჰქონ­დათ სა­რე­ზერ­ვო გეგ­მა იმ შემ­თხვე­ვის­თვის, თუ ქა­ლე­ბის მცდე­ლო­ბა წა­რუ­მა­ტე­ბე­ლი აღ­მოჩ­ნდე­ბო­და.

თავ­დას­ხმი­დან რამ­დე­ნი­მე სა­ათ­ში, ამ აგენ­ტებ­მა ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ელ დიპ­ლო­მატ­თან ერ­თად, კუ­ა­ლა-ლუმ­პუ­რის აე­რო­პორ­ტი ავი­ა­რე­ი­სით და­ტო­ვეს. ფრე­ნის მარ­შრუ­ტი ფხე­ნი­ან­ში სა­გულ­და­გუ­ლოდ იყო და­გეგ­მი­ლი, რათა თა­ვი­დან აე­ცი­ლე­ბი­ნათ ისე­თი ქვეყ­ნე­ბის თავ­ზე გა­დაფ­რე­ნა, რომ­ლებ­საც შე­ეძ­ლოთ მათი თვითმფრი­ნა­ვის გა­ჩე­რე­ბა და მა­მა­კა­ცე­ბის და­კა­ვე­ბა. იხილეთ სრულად

myquiz