ქალმა ხუთ თვეში 19 კილოგრამი დაიკლო და წარმატების საიდუმლო გაამხილა | Allnews.Ge

ქალმა ხუთ თვეში 19 კილოგრამი დაიკლო და წარმატების საიდუმლო გაამხილა

ლონდონის მცხოვრებმა გაამხილა, თუ როგორ მოახერხა 80:20 წესის წყალობით ხუთ თვეში 19 კილოგრამის დაკლება.

2020 წლის თებერვალში 25 წლის სტეფანი ნეტოს მამა გარდაიცვალა. ამის შემდეგ მან თავის მოვლა შეწყვიტა და სტრესისგან უფრო და უფრო მეტს ჭამდა. ტოქსიკური ურთიერთობა, რომელშიც ის იმ დროს იყო, მხოლოდ აუარესებდა მდგომარეობას. ჭარბ ჭამას ალკოჰოლის ბოროტად გამოყენებაც დაემატა. მალე მან წონაში 79 კილოგრამამდე მოიმატა.

მას აწუხებდა ქოშინი და ჭარბი წონა ართულებდა შესაფერისი ტანსაცმლის პოვნას. ”მახსოვს, დედაჩემთან და ყოფილ საყვარელთან ერთად რესტორანში ვიჯექი და რამდენიმე გოგონა ჩურჩულებდა, რა დიდად გამოვიყურებოდი”, - იხსენებს ის.

გააცნობიერა რა პრობლემა, ნეტომ გადაწყვიტა შეეცვალა ცხოვრების წესი. მან დაიწყო ვარჯიში და წონის დაკლების სხვადასხვა მეთოდის ცდა. თავიდან ქალი ცდილობდა რაციონიდან გამოერიცხა ნახშირწყლები და სწრაფი კვება და მოეწყო კარდიო ვარჯიშები, მაგრამ ეს უშედეგო აღმოჩნდა. ეფექტი მაშინ აღინიშნა, როდესაც მან დაიწყო 80:20 წესის დაცვა. მისი თქმით, დიეტის 80 პროცენტი უნდა იყოს ნოყიერი სახლში მომზადებული საკვები, ხოლო 20 პროცენტი - მზა საკვები, რომლითაც შეძლებთ საკუთარ თავს საჩუქარი გავუკეთოთ. იხილეთ სრულად

myquiz