Nokia-ს წარმატება და დაცემა - რატომ გაკოტრდა ფინური ტექნოლოგიური გიგანტი? | Allnews.Ge

Nokia-ს წარმატება და დაცემა - რატომ გაკოტრდა ფინური ტექნოლოგიური გიგანტი?

Nokia ყოველთვის არ იყო წარმატებული სატელეკომუნიკაციო კომპანია, სანამ რეზინის ბიზნესში შევიდოდნენ, ისინი მერქნის მცირე ზომის ქარხანას წარმოადგენდნენ. კომპანია ერთ დროს კაბელებსაც კი ამზადებდა, თუმცა მე-20 საუკუნის ბოლოს Nokia-მ გააფართოვა თავისი პროდუქცია, შექმნა მობილური ტელეფონები და საკმაოდ დიდ წარმატებასაც კი მიაღწია. ის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი მწარმოებელი იყო ბაზარზე, მისი ტელეფონები კი ხარისხის განსაკუთრებულ სტანდართს აკმაყოფილებდა.

თუმცა, უზარმაზარმა Nokia-მ ვერ შეძლო შეენარჩუნებინა კონკურენცია, რომელიც მალე წარმოიშვა.

რა დაემართა კონკრეტულად სატელეკომუნიკაციო კომპანიას?

Nokia

Nokia არის ფინური მრავალეროვნული კომპანია, რომელიც დაარსდა 1865 წელს. კომპანიის მთავარი ოფისი ფინეთში მდებარეობს.

კომპანია ფინურ-შვედმა სამთო ინჟინერმა ფრედრიკ იდესტამმა დააარსა. თავდაპირველად ის მერქნის ქარხანა იყო.

4a913b82-1a63-11e7-a266-12672483791a-1-1675063764.jfif

1871 წელს იდესტამმა გადაწყვიტა თავის კარგ მეგობართან ლეო მეჩელინთან ერთად შეექმნა საერთო კომპანია სახელწოდებით Nokia Company. 1896 წელს იდესტამი კომპანიიდან წავიდა და სამართავად მის მეგობას, მეჩელინს დაუტოვა. ექვსი წლის შემდეგ, მეჩელინმა დაინახა ელექტროენერგიის გამომუშავების შემოსავლის პოტენციალი და გადაწყვიტა ამ ინდუსტრიაში ეცადა ბედი.

1922 წელს Nokia-მ გადაწყვიტა პარტნიორობა გაეწია სპეციალიზებულ კომპანიასთან და დაეწყო სამოქალაქო და სამხედრო გამოყენების რესპირატორების წარმოება .სწორედ ეს დაეხმარა მათ, რომ დიდი ფინანსური მოგება ენახათ და კომპანიაც უფრო განვითარებულიყო.

დაარსებიდან ბოლო 150 წლის განმავლობაში, Nokia Company უკვე მრავალმხრივ სფეროში მოღვაწეობდა.

მობილური ტელეფონების წარმოება კომპანიამ 1998 წლიდან დაიწყო. მან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა სატელეკომუნიკაციო ინდუსტრიაში, რამაც ხელი შეუწყო GSM, 3G და LTE განვითარებას. კომპანია გახდა მობილური ტელეფონებისა და სმარტფონების უმსხვილესი დისტრიბუტორი მთელ მსოფლიოში. იხილეთ სრულად

myquiz