კილიან მბაპეს წარმატების გზა: როგორ შოულობს და ხარჯავს თავის ქონებას 24 წლის სპორტსმენი? | Allnews.Ge

კილიან მბაპეს წარმატების გზა: როგორ შოულობს და ხარჯავს თავის ქონებას 24 წლის სპორტსმენი?

24 წლის ასაკში კილიან მბაპე უკვე 150 მილიონ დოლარზე მეტს ფლობს. ის მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო ფორვარდად და ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ფეხბურთელად ითვლება.

კილიანი გამოირჩევა მისი უნარებით, სისწრაფითა და პრინციპული ხასიათით. მან არ იცის, რას ნიშნავს დანებება. სწორედ ეს აქცევს ახალგაზრდა ვარსკვლავს ერთ-ერთ გამორჩეულ ფეხბურთელად, რომელიც წლიურად მილიონებს გამოიმუშავებს.

მბაპე, რომელიც პარიზის გარეუბანში, საკმაოდ მოკრძალებულ ოჯახში გაიზარდა, ფუფუნებაში ცხოვრებას მის ახდენილ ოცნებას უწოდებს. როგორც ერთ- ერთ ინტერვიუში განაცხადა, მას ვერასდროს წარმოედგინა, რომ მისნაირი მეოცნებე ბიჭი, რომელსაც ხანდახან ნორმალური საკვებიც კი არ ჰქონდა, ერთ დღეს მსოფლიო ვარსკვლავებთან ერთად იდგებოდა და ახლოს გაიცნობდა მათ.

Forbes-ის მიერ, 2022 წელს გამოქვეყნებული გამოკითხვის მიხედვით, კილიან მბაპე მსოფლიოში მეხუთე ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელია. პარი სენ-ჟერმენისა და საფრანგეთის ფორვარდმა 2021 წლის მაისიდან 2022 წლის მაისამდე 43 მილიონი დოლარი გამოიმუშავა. დღეს 24 წლის მოზარდის ქონება 150 მილიონ დოლარს შეადგენს.

საინტერესოა, როგორ გამოიმუშავებს და ხარჯავს კილიან მბაპე ფულს?

შემოსავალი:

ფეხბურთის კარიერა

kylian-mbappe-cristiano-ronaldo-1674984547.webp

2017 წელს, 19 წლის ასაკში, კილიან მბაპემ პსჟ-სთან ახალი სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა. The New York Times-ისა და The Guardian-ის მიხედვით, მბაპე ყოველწლიურად 300 მილიონ დოლარს გამოიმუშავებს. გარდა იმისა, რომ ახალი კონტრაქტიდან 120 მილიონ დოლარს გამოიმუშავებს, ის ასევე იღებს წელიწადში 30 მილიონ დოლარს, პსჟ-სგან ჯამში 90 მილიონ დოლარს.

რამდენიმე ფრანგული წყარო მიუთითებს, რომ კონტრაქტი ორწლიანია, რაც მას საშუალებას აძლევს დარჩეს ან წავიდეს ორი წლის შემდეგ.

გარიებები სპონსორებთან

კილიან მბაპეს გაფორმებული აქვს სპონსორობის ხელშეკრულება Nike-თან, რომელიც მან 2017 წლის ზაფხულში PSG-ში გადასვლამდე განაახლა.

ფეხბურთელთან თანამშრომლობით Adidas-იც იყო დაინტერესებული. გავრცელებული ინფორმაციით, კომპანია მზად იყო გამოეყო 6 მილიონი დოლარი.

L'Equipe-ის უახლესი შეფასებები მიუთითებს, რომ მბაპეს კონტრაქტი Nike-თან 3-დან 4 მილიონ დოლარამდე აქვს აფორმებული.

kylian-mbappe-france-1674984604.jpg

ინვესტიციები

მბაპემ ინვესტიცია მოახდინა ფანტასტიკურ თამაშში Sorare, რომელიც 2022 წლის ივნისში ტოკენებს (NFT) იყენებდა. გარდა ამისა, მბაპეს აქვს პროფესიული კავშირები ცნობილ კომპანიებთან, როგორიცაა Hublot და EA Sports.

რაც შეეხება ხარჯვით ნაწილს, როგორც therichest წერს, კილიანი ამ მხრივ მრავალფეროვანია. იხილეთ სრულად

myquiz