კურორტი მენჯი: უნიკალური წყლებით ცნობილი ბალნეოლოგიური ცენტრი, რომელიც თითქმის სრულიად განადგურებულია | Allnews.Ge

კურორტი მენჯი: უნიკალური წყლებით ცნობილი ბალნეოლოგიური ცენტრი, რომელიც თითქმის სრულიად განადგურებულია

"წყა­ლი წი­ვის და ალ­დე­ბა... სა­ნა­ტო­რი­უ­მი ძვე­ლი რო­მის არ­ქი­ტექ­ტუ­რის ელე­მენ­ტე­ბით იყო აგე­ბუ­ლი...ქა­ლაქ სი­ე­ნას სა­კა­თედ­რო ტაძ­რის ჭერი იტა­ლი­ა­ში, რომ­ლის ანა­ლო­გი­ი­თაც შე­იქ­მნა კუ­რორტ მენ­ჯის სა­ნა­ტო­რი­უ­მის გუმ­ბა­თი... თა­ვის მხრივ, ბუ­ნებ­რი­ვია, ეს სტი­ლი ან­ტი­კუ­რი რო­მი­დან (რო­მის პან­თე­ო­ნი) მო­დის" - წერს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ედი­შერ ბა­ღა­თუ­რია. მის პოსტს დიდი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყვა...

მენ­ჯი მეგ­რუ­ლი სი­ტყვაა და მეგ­რუ­ლად მჟა­ვე წყლებს ნიშ­ნავს. ბალ­ნე­ო­ლო­გი­უ­რი კუ­რორ­ტის მენ­ჯის მშე­ნებ­ლო­ბა სა­მეგ­რე­ლო­ში 1938 წელს და­ი­წყო... შემ­დეგ იყო თვალ­წარმ­ტა­ცი, ტუ­რიზ­მის ქა­ლა­ქი და უამ­რა­ვი და­საქ­მე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნი. მენ­ჯში საბ­ჭო­თა კავ­ში­რის თხუთ­მე­ტი­ვე რეს­პუბ­ლი­კი­დან ჩა­მო­დი­ოდ­ნენ სამ­კურ­ნა­ლოდ.. ბალ­ნე­ო­ლო­გი­უ­რი კუ­რორ­ტის შე­სა­ხებ ად­გი­ლობ­რივ მო­სახ­ლე­ო­ბას გა­ვე­სა­უბ­რეთ...ის­ტო­რი­კო­სი სე­ნა­კი­დან ნა­თია და­ვი­თა­ია:

327094160-1745766472486900-3695191834189309190-n-70604-1674892374.jpg

- მენ­ჯის სა­ნა­ტო­რი­უ­მის ნან­გრე­ვებ­შიც კი ჩანს შე­ნო­ბე­ბის უნი­კა­ლუ­რო­ბა! რო­მა­უ­ლი ან­ტი­კუ­რი ხა­ნის კულ­ტუ­რის ელე­მენ­ტე­ბია გად­მო­ტა­ნი­ლი შე­ნო­ბის აგე­ბი­სას. ვი­ცით, თუ რო­გო­რი პომ­პე­ზუ­რო­ბა ახა­სი­ა­თებ­დათ კო­მუ­ნის­ტებს და აქაც კარ­გად ჩანს ეს ყვე­ლა­ფე­რი. რო­მა­უ­ლი კულ­ტუ­რის ელე­მენ­ტე­ბის გად­მო­ტა­ნით სა­კუ­თარ პომ­პე­ზუ­რო­ბას უს­ვამ­დნენ ხაზ­სო, ასეა ცნო­ბი­ლი. მენ­ჯის ბალ­ნე­ო­ლო­გი­უ­რი კუ­რორ­ტის სა­ნა­ტო­რი­უ­მი მარ­თლაც ბრწყინ­ვა­ლე ნა­გე­ბო­ბაა! მე ერთი წლის წინ გახ­ლდით და გან­ცვიფ­რე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი - ნან­გრე­ვებ­შიც რო­გო­რი დი­დე­ბუ­ლე­ბაა...

menji-edisherbagatura-70656-1674892385.jpg

- რო­დის და­არ­სდა ეს კუ­რორ­ტი?

- მენჯს 1938 წელს მი­ე­ნი­ჭა სა­კავ­ში­რო კუ­რორ­ტის წო­დე­ბა, შენ­დე­ბო­და 1920-30-იან წლებ­ში. ერთ და ორ წელ­ში ვერ აშენ­დე­ბო­და ასე­თი კუ­რორ­ტი... მენ­ჯში საბ­ჭო­თა კავ­ში­რის თხუთ­მე­ტი­ვე რეს­პუბ­ლი­კი­დან ჩა­მო­დი­ოდ­ნენ სამ­კურ­ნა­ლოდ მთე­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში. მხო­ლოდ სე­ზო­ნუ­რი კუ­რორ­ტი არ იყო, წლის ოთხი­ვე სე­ზონ­ზე ხალ­ხი აქ­ტი­უ­რად მო­ე­დი­ნე­ბო­და... სა­ინ­ტე­რე­სოა, რომ მენჯს დამ­სვე­ნებ­ლებ­მა და სამ­კურ­ნა­ლოდ ჩა­მო­სულ­მა ხალ­ხმა "ყა­ვარ­ჯნე­ბის სა­მა­რე" უწო­და. ძი­რი­თა­დად სახ­სრე­ბის სამ­კურ­ნა­ლოდ ჩა­მო­დი­ოდ­ნენ ყა­ვარ­ჯნე­ბით და უკან წა­სას­ვლე­ლად ყა­ვარ­ჯნე­ბი აღარ სჭირ­დე­ბო­დათ, აქ ტო­ვებ­დნენ. მენ­ჯში უნი­კა­ლუ­რი წყლე­ბია, რო­მელ­საც მეც­ნი­ე­რე­ბი იკ­ვლევ­დნენ და ლატ­ვი­ელ მეც­ნი­ერს რო­ბერტს კუ­პცისს მენ­ჯის­თვის - სა­ქარ­თვე­ლოს მა­ცეს­ტა უწო­დე­ბია. მა­ცეს­ტა, მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ძა­ლი­ან ცნო­ბი­ლი კუ­რორ­ტია სოჭთან ახ­ლოს, მსოფ­ლიო მნიშ­ვნე­ლო­ბის. იხილეთ სრულად

myquiz