მსოფლიო კომიკოსის რთული გზა ვარსკვლავობამდე და მრავალფეროვანი პირადი ცხოვრება | Allnews.Ge

მსოფლიო კომიკოსის რთული გზა ვარსკვლავობამდე და მრავალფეროვანი პირადი ცხოვრება

თანამედროვე ეპოქის ერთ-ერთი საუკეთესო კომიკოსის ჯიმ კერის ცხოვრება არც თუ ისე მხიარული აღმოჩნდა, როგორც ბევრს წარმოედგინა. ჰოლივუდის ვარსკვლავმა, რომელიც მიმიკითა და პლასტიკით, ასევე, იუმორის საოცარი გრძნობით გამოირჩევა, წარმატების მიღწევამდე საკმაოდ რთული გზა გაიარა.

ჯეიმს იუჯინ კერი 1962 წელს 17 იანვარს კანადის ერთ-ერთ ქალაქ ნიუმარკეტში დაიბადა. მრავალშვილიან ოჯახში ის ყველაზე უმცროსი ბავშვი იყო, ორ დასთან და უფროს ძმასთან ერთად იზრდებოდა. თავდაპირველად, მომავალი მსახიობის მშობლები მუსიკით იყვნენ დაკავებულნი, თუმცა საყვარელი საქმე გვერდზე გადადეს, მამა ბუღალტერი გახდა, დედა კი სახლში ბავშვებს უვლიდა.

როგორც მსახიობი მოგვიანებით იხსენებს, დედას - კეტლინს იპოქონდრია ჰქონდა. სჯეროდა, რომ სხვადასხვა დაავადების სიმპტომები აწუხებდა და ამის გამო, ირგვლივ მყოფებს ის შეშლილიც კი ეგონათ. დედის მდგომარეობიდან გამოსაყვანად და გასართობად, პატარა ჯიმმა სასაცილო მიმიკების გამოსახვა და ხუმრობა დაიწყო. პატარა კომიკოსი, დედასთან ერთად, ასე მამის მეგობრებსაც ამხიარულებდა.

jimcarrey03-1674536874.jpg

11 წლის ასაკში, კერი უკვე სერიოზულად ფიქრობდა კომედიური ჟანრის მსახიობობაზე, თუმცა სულ მალე მსახიობის მამამ სამსახური დაკარგა და ოჯახი რთულ ვითარებაში აღმოჩნდა, ისინი იძულებული გახდნენ, საცხოვრებლად ფურგონში გადასულიყვნენ. სიდუხჭირეში იუმორისა და სიცილისთვის აღარავის ეცალა. მათი მდგომარეობა შედარებით მაშინ გაუმჯობესდა, როცა მამა საბურავების ქარხანაში ბუღალტრად დასაქმდა. ფურგონში რომ არ ეცხოვრათ, მათ ქარხანასთან ახლოს მდებარე სახლი მიაქირავეს, თუმცა იმ პირობით, თუ ჯიმი ძმასთან ერთად დაცვად იმუშავებდა.

16 წლის ასაკში კერიმ სკოლა მიატოვა და ქარხანაში დასაქმდა, ის აღარც კი ფიქრობდა მსახიობობაზე, თუმცა გაუმართლა და კომიკოსი მაინც გახდა.

„შოუ-ბიზნესში ჩემი კარიერა რომ არ შემდგარიყო, ალბათ დღესაც ქარხანაში ვიმუშავებდი. ბავშვობაში ვუყურებდი ამ ქარხნებს და ვფიქრობდი: „აი, ეს არის ყველაზე კარგი სამსახური“, - აღნიშნა მსახიობმა.

gettyimages-502258355-the-life-of-jim-carrey-the-funniest-man-alive-one-sweet-guy-jim-carrey-1024x1062jpg-1674536929.pro-cmg.webp

პირველად ის სცენაზე 15 წლის ასაკში გამოვიდა, როცა მამამისმა ადგილობრივ კლუბში წაიყვანა. ბიჭუნას იუმორი მაყურებელმა ვერ გაიგო და გამოსვლა სტვენით შეაწყვეტინეს. ამ ფაქტმა მომავალ მსახიობზე ძალიან იმოქმედა და საკუთარ თავში ჩაიკეტა.

როცა ოჯახის ფინანსური მდგომარეობა გამოსწორდა, კერიმ გადაწყვიტა ნომერი გაეუმჯობესებინა და ისე წარმდგარიყო მაყურებლის წინაშე, ძალიან მალე, ის კლუბში - იუკი-იუკის კომედიურ შოუში ყველასთვის საყვარელ კომიკოსად იქცა და წარმოდგენებში ხელფასსაც უხდიდნენ.

ამ წარმატების შემდეგ, კერიმ აშშ-ში წასვლა და ბედის ცდა გადაწყვიტა, თუმცა ის კომედიურ ტელე-შოუში ვერ მოხვდა და უკან, კანადაში დაბრუნდა. ისევ განაგრძო ადგილობრივ კლუბში გამოსვლა. ახალგაზრდა მსახიობი მალე ჟურნალისტების ყურადღების ცენტრშიც მოექცა და მასზე სტატიებიც დაიწერა, ამის შემდეგ კი ის ტელევიზიაშიც მიიწვიეს.

კერი შემდეგ ლოს-ანჯელესში გადავიდა საცხოვრებლად და ტელეეთერში სხვადასხვა ცნობილი ადამიანის პაროდიას აკეთებდა. განაგრძეთ კითხვა

myquiz