როგორ ცდილობდა რუსეთი საქართველოში ვაზის გადაშენებას 1880-იან წლებში - ისტორია, რომელიც ბევრმა ქართველმა არ იცის | Allnews.Ge

როგორ ცდილობდა რუსეთი საქართველოში ვაზის გადაშენებას 1880-იან წლებში - ისტორია, რომელიც ბევრმა ქართველმა არ იცის

"1880-იანი წლე­ბის ბო­ლოს სა­ქარ­თვე­ლოს მე­ვე­ნა­ხე­ო­ბას დიდ დი­ლე­მად ექცა ფი­ლო­ქ­სე­რა, რო­მე­ლიც მუსრს ავ­ლებ­და ვე­ნა­ხებს. რუს­მა სტა­რო­სელსკიმ და უცხო­ელ­მა სპე­ცი­ა­ლის­ტებ­მა წა­მო­ა­ყე­ნეს ამ მწე­რის წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლის რა­დი­კა­ლუ­რი მე­თო­დი - და­ა­ვა­დე­ბუ­ლი ვა­ზის ამო­ძირ­კვა, ვაზ­ნამ­ყოფ მი­წა­ში კი შხამ­ქი­მი­კა­ტის ჩას­ხმა. ამ მე­თო­დის და­ნერგვა რამ­დე­ნი­მე წე­ლი­წად­ში მთლი­ა­ნად გა­ა­ნად­გუ­რებ­და ვე­ნა­ხებს სა­ქარ­თვე­ლო­ში და ნი­ა­და­გის ეკო­ლო­გი­ურ და­ბინ­ძუ­რე­ბას გა­მო­იწ­ვევ­და", - ტექ­ნი­კუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტის პრო­ფე­სო­რი - ვაჟა შუ­ბი­თი­ძე მე­ტად სა­ინ­ტე­რე­სო ცნო­ბებს გვაწ­ვდის, თუ რო­გორ ცდი­ლობ­და რუ­სე­თი სა­ქარ­თვე­ლო­ში ვა­ზის გა­და­შე­ნე­ბას.

- რუ­სე­თის იმ­პე­რი­ამ კავ­კა­სი­ა­ში ფე­ხის შე­მოდ­გმის­თა­ნა­ვე გეზი აიღო ად­გი­ლობ­რი­ვი წეს-ჩვე­უ­ლე­ბე­ბის, გე­ნო­ფონ­დი­სა და მე­ურ­ნე­ობ­რი­ვი ტრა­დი­ცი­ე­ბის მოს­პო­ბი­სა­კენ. ყო­ვე­ლი­ვე ად­გი­ლობ­რი­ვი და ტრა­დი­ცი­უ­ლი უნდა ამო­ძირ­კვუ­ლი­ყო და მის ნაც­ვლად ევ­რო­პუ­ლი ხე­ლოვ­ნუ­რად ჩა­ნერ­გი­ლი­ყო. ამ­გვა­რი, ხან­გრძლივ დრო­ზე გათ­ვლი­ლი კამ­პა­ნია და­ი­წყო ყო­ვე­ლი თეს­ლე­უ­ლი­სა და ნერ­გის უკონ­ტრო­ლო შე­მო­ტა­ნით კავ­კა­სი­ა­ში, რა­საც დი­დად უარ­ყო­ფი­თი, დამ­ღუპ­ვე­ლი შე­დე­გე­ბი მოჰ­ყვა თან - შე­მო­ვი­და და­სავ­ლეთ­ში გავ­რცე­ლე­ბუ­ლი მცე­ნა­რე­თა და­ა­ვა­დე­ბე­ბი. მალე ნა­ცარ­მა მოს­პო გუ­რია-სა­მეგ­რე­ლოს ვე­ნა­ხე­ბი. მე­ო­რე დიდი და­ნა­შა­უ­ლი იყო, რომ შე­მო­ი­ტა­ნეს და და­ამ­კვიდ­რეს ამე­რი­კუ­ლი ჰიბ­რი­დი - "იზა­ბე­ლა" ("ადე­სა"). "იზა­ბე­ლა" სა­ქარ­თვე­ლოს მე­ვე­ნა­ხე­ო­ბა­ში ჩა­დე­ბუ­ლი უწყვე­ტი მოქ­მე­დე­ბის ნაღ­მია, რო­მელ­მაც შემ­დგო­მი 150 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში არა­ერ­თხელ მი­ზან­მი­მარ­თუ­ლად იფეთ­ქა (თ. ღლონ­ტი).

gvino999999-2018-12-31-jldrol7cipqy-1-1674287202.jpg

1879 წელს სა­ქარ­თვე­ლოს ვე­ნა­ხე­ბის სა­ერ­თო ფარ­თობ­ში სა­მეგ­რე­ლოს ხვედ­რი­თი წილი 17%-ს შე­ად­გენ­და, გუ­რი­ის კი 8%-ს, 1990 წელს კი სა­მეგ­რე­ლო­სი - 1.9% იყო, გუ­რი­ის კი -1.1%. რუ­სე­თის იმ­პე­რი­ის მო­ხე­ლეს ივან ლენცს მთავ­რო­ბამ და­ა­ვა­ლა ევ­რო­პუ­ლი ვა­ზის ჯი­შე­ბის გავ­რცე­ლე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში. მან კა­ხეთ­ში ყი­რი­მი­დან 28 ევ­რო­პუ­ლი ვა­ზის ჯი­შის გავ­რცე­ლე­ბა სცა­და.

ათი წლის უნა­ყო­ფო წვა­ლე­ბის მერე 1846 წელს ლენცს ეყო პრო­ფე­სი­უ­ლი პა­ტი­ოს­ნე­ბა ეღი­ა­რე­ბი­ნა, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში აზრი არ ჰქონ­და ევ­რო­პუ­ლი ჯი­შე­ბის შე­მო­ტა­ნა­სა და და­ნერგვას, რად­გან ად­გი­ლობ­რი­ვი ჯი­შე­ბი - რქა­წი­თე­ლი, კა­ხუ­რი მწვა­ნე, სა­ფე­რა­ვი, ხიხ­ვი და მცვი­ვა­ნი ევ­რო­პულ­ზე უფრო მა­ღალ­ხა­რის­ხო­ვან პრო­დუქ­ცი­ას იძ­ლე­ვი­ან და უფრო შე­გუ­ე­ბულ­ნი არი­ან ად­გი­ლობ­რივ ნი­ა­და­გურ-კლი­მა­ტურ პი­რო­ბებს. იხილეთ სრულად

myquiz