შვილიშვილებმა პარიზში ბებიის უცნობი სახლი აღმოაჩინეს, რომელიც 70 წელი დაკეტილი იყო | Allnews.Ge

შვილიშვილებმა პარიზში ბებიის უცნობი სახლი აღმოაჩინეს, რომელიც 70 წელი დაკეტილი იყო

სახლის პატრონი დიდი ხანი მალავდა, რომ სახლი ჰქონდა, ამის შესახებ მისმა ნათესავებმაც კი არ იცოდნენ. მადამ დე ფლორიანი 90 წლის ასაკში გარდაიცვალა. ბებიის საბუთების გადარჩევის დროს ნათესავები გაკვირვებულები დარჩნენ. აღმოჩნდა, რომ მათი ნათესავი, რომელიც არასდროს ყოფილა პარიზში (მათი აზრით), მთელი ცხოვრება იხდიდა სახლის საფასურს, სახლისა, რომელიც არც მეტი, არც ნაკლები, პარიზის ერთ-ერთ უბანში მდებარეობს. არადა, მთელი ცხოვრება სიტყვაც კი არ დასცდენია იმის შესახებ, რომ საფრანგეთში სახლი ჰქონდა.

mil2-1674201867.jpg

როგორც გაირკვა, მადამ დე ფლორიანი საფრანგეთიდან 23 წლის ასაკში გამოიქცა. ეს 1939 წელს მოხდა, როდესაც საფრანგეთს თავს გერმანელები დაესხნენ. მაშინ გოგონამ უბრალოდ გასაღებით ჩაკეტა კარი და სამხრეთ ევროპაში გაიქცა. მას მერე პარიზში მართლა აღარასდროს ჩასულა.

mil4-1674201899.jpg

მემკვიდრეებმა მოიძიეს სპეციალისტი, რომელიც აღწერდა ქონებას, რომელიც 70 წლის განმავლობაში ინახებოდა მათი ბებიის პარიზულ სახლში. იმის თქმა, რომ სახლში შესული ექსპერტები გაოცებულნი დარჩნენ იქ ნანახით, არაფრის თქმას არ ნიშნავს. იხილეთ სრულად