რა ქონებას ფლობს ჟერარდ პიკე, რომელიც შაკირასთან დაშორების შემდეგ უამრავ სკანდალში გაეხვა
"ბარსელონას" და ესპანეთის ნაკრების ყოფილი მცველი ჟერარდ პიკე, რომელმაც რამდენიმე თვის წინ ფეხბურთელის კარიერის დასრულების შესახებ გამოაცხადა, ბოლო დროს, მის პირად ცხოვრებასთან დაკავშირებული სკანდალის გამო, ერთ-ერთი ყველაზე განხილვადი ფეხბურთელი გახდა.
35 წლის ესპანელი მეუღლესთან, შაკირასთან დაშორების შემდეგ ყვითელი პრესის მთავარი განხილვადი გმირი გახდა. მან შაკირას 23 წლის გოგონასთან უღალატა, რასაც მომღერლის მხრიდან არაორდინალური ნაბიჯები მოჰყვა. შაკირამ ყოფილ ქმარს სიმღერაც მიუძღვნა, სადაც მას სპორტდარბაზში სიარულთან ერთად, ტვინის გავარჯიშებისკენაც მოუწოდებს.
ჟერარდ პიკე 1987 წლის 2 თებერვალს დაიბადა. "ბარსელონაში" პატარა ასაკიდანვე ჩაირიცხა და მისი კარიერა ფეხბურთს დაუკავშირა.
საინტერესოა, რა ქონებას ფლობს სკანდალური ფეხბურთელი?
Wealthygorilla-ს ინფორმაციით, 2023 წლის იანვრის მდგომარეობით, ჟერარ პიკეს წმინდა ქონება შეფასებულია 80 მილიონ დოლარად. განაგრძეთ კითხვა