პრინცი სოფელ ღვანკითიდან | Allnews.Ge

პრინცი სოფელ ღვანკითიდან

პრინ­ცი ირაკ­ლი ბაგ­რა­ტი­ო­ნი სო­ფელ ღვან­კი­თი­დან; სა­მე­ფო ოჯა­ხის წევ­რი იმე­რე­თის მეფე ალექ­სან­დრე V-ის შტო­დან, ქვეყ­ნის ღირ­სე­უ­ლი მო­ქა­ლა­ქე, რო­მელ­საც, მარ­თა­ლია, მე­ფუ­რი სიმ­დიდ­რე არა აქვს, მაგ­რამ ქველ­მოქ­მე­დე­ბი­სათ­ვის ხალ­ხის და­რაზმვას მა­ინც ახერ­ხებს, სამ­შობ­ლოს სა­მუ­და­მოდ და­ტო­ვე­ბის სურ­ვი­ლი კი არა­სო­დეს ჰქო­ნია. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ინ­ტერ­ვი­უ­ე­ბი დი­დად არ მოს­წონს, ბა­ტონ ირაკ­ლი ბაგ­რა­ტი­ონ­თან არა მარ­ტო ამა­ზე, არა­მედ კი­დევ სხვა თე­მებ­ზეც ვი­სა­უბ­რე: ღვან­კით­ში, თოვლში ჩაფ­ლულ ბაგ­რა­ტი­ონ­თა თბილ სახლზე, შობა-ახალ წელ­სა და სიყ­ვა­რულ­ზე.

- ვიცი, რომ ინ­ტერ­ვი­უ­ე­ბი არ გიყ­ვართ, მაგ­რამ რო­გორც სა­მე­ფო გვა­რის წარ­მო­მად­გე­ნელს, ალ­ბათ, არ გა­მო­გი­ვათ. ისე, საკ­მა­რი­სი უნდა იყოს სი­ჩუ­მე, რაც თქვენ­მა მამა-პა­პამ ბაგ­რა­ტი­ო­ნო­ბის გამო აი­ტა­ნა.

- ზოგ­ჯერ ჩემი ბაგ­რა­ტი­ო­ნო­ბა მეც არ გა­მიმ­ხე­ლია. მინ­დო­და უბ­რა­ლოდ ირაკ­ლი ვყო­ფი­ლი­ყა­ვი და არა ბაგ­რა­ტი­ო­ნი. ასე გა­ვე­ცა­ნი ყვე­ლას. შე­საძ­ლოა ზოგი ბაგ­რა­ტი­ო­ნო­ბას მსუ­ბუ­ქად აღიქ­ვამს, მაგ­რამ ეს ჩემ­თვის ტვირ­თიც არის, თა­ნაც ყო­ველ­წუ­თი­ე­რი, რო­დე­საც ვცდი­ლობ არ და ვერ გა­ვა­კე­თო ის, რაც ჩემი წი­ნაპ­რე­ბის სა­ხელს ჩრდილს მი­ა­ყე­ნებს. მე ხომ მათი ის­ტო­რი­ის ნა­წი­ლი ვარ. კად­ნი­ე­რე­ბა­ში ნუ ჩა­მო­მარ­თმევთ, მაგ­რამ ნამ­დვი­ლად ვა­მა­ყობ, რომ ხში­რად მათ მხრებ­ზე ქვეყ­ნის ტვირ­თი უფრო იდგა, ვიდ­რე სა­კუ­თა­რი თავი. სხვა აღა­რა­ფე­რი რომ არ ვთქვათ, 15 წმინ­და­ნი გვყავს გვარ­ში. თხუთ­მეტ­მა ბაგ­რა­ტი­ონ­მა ქვე­ყა­ნას აჩუ­ქა ღვთი­სა­გან ბო­ძე­ბუ­ლი ერ­თა­დერ­თი სი­ცო­ცხლე, ქვე­ყა­ნა იყო მათ­თვის უპირ­ვე­ლე­სი. რო­დე­საც პა­ტა­რა ვი­ყა­ვი და ამ თე­მა­ზე სა­უ­ბა­რი არ შე­იძ­ლე­ბო­და, თუ რა­ღა­ცას ოდ­ნავ არა­სა­კად­რი­სად გა­ვა­კე­თებ­დი, სო­ფელ­ში მე­ზობ­ლე­ბიც კი მე­უბ­ნე­ბოდ­ნენ, ირაკ­ლი, ეს შენ არ გე­კად­რე­ბაო! ასე რომ, მე სხვა­ნა­ი­რად ვერ ვი­ცხოვ­რებ. ზოგ­ჯერ კი ბაგ­რა­ტი­ო­ნო­ბა მხო­ლოდ იმი­ტომ და­მი­მა­ლავს, რომ გარ­შე­მო მყოფთ ჩემს ამ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბებ­ზე არ ეფიქ­რათ.

- თუმ­ცა, ალ­ბათ, მა­ინც გქონ­დათ შემ­თხვე­ვე­ბი, როცა, მა­გა­ლი­თად, ბაგ­რა­ტი­ონ­თა სკან­და­ლებ­ზე და­ი­წყებ­დნენ თქვენ­თან არა­ს­ა­სი­ა­მოვ­ნო სა­უ­ბარს, მა­გა­ლი­თად, სა­მე­ფო ქორ­წი­ნე­ბა­სა და თქვენს ნა­თე­სა­ვებ­ზე.

- პი­რი­ქით, იყო შემ­თხვე­ვე­ბი, რო­დე­საც ჩემს და­ნახ­ვა­ზე გა­ჩუ­მე­ბუ­ლან.

- ღვან­კით­ში რო­გო­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა გქონ­დათ ამ თე­მას­თან, თქვე­ნი ბაგ­რა­ტი­ო­ნო­ბა თქვენს სახ­ლში თუ იყო ხაზ­გას­მუ­ლი?

- ჩვენს ის­ტო­რი­ას რომ გა­და­ხე­დოთ, რაც ჩვენ­მა ხალ­ხმა გა­და­ი­ტა­ნა, სხვებ­ზე მე­ტად ნაწ­ვა­ლე­ბი ჩვენ აღ­მოვ­ჩნდე­ბით. სო­ფე­ლი ღვან­კი­თი იმე­რე­თის მეფე ალექ­სან­დრე V-მ შვილს უბო­ძა. მეც ამ შტო­დან მოვ­დი­ვარ. ჩემი პა­პის პაპა, როს­ტომ ბაგ­რა­ტი­ო­ნი, რო­მე­ლიც რუ­სე­ბის მიერ სა­ქარ­თვე­ლოს და­პყრო­ბას აუ­ჯანყდა, გა­და­ა­სახ­ლეს და გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის შემ­დე­გაც აღარ აბ­რუ­ნებ­დნენ სო­ფელ­ში. როს­ტო­მი იმ­დე­ნად ცუ­დად გახ­და სა­ქარ­თვე­ლოს ნატ­ვრა­ში, რომ იმე­რე­თის მეფე სო­ლო­მო­ნის მე­უღ­ლემ რუსი იმ­პე­რა­ტო­რი­სა­გან გა­მო­ი­თხო­ვა მისი სამ­შობ­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბის უფ­ლე­ბა. 1942-ში ბოლ­შე­ვი­კებ­მა დახ­ვრი­ტეს ჩემი დიდი ბა­ბუა, ბა­ბუ­ა­ჩემ ირაკ­ლი ბაგ­რა­ტი­ო­ნის მამა, და­ვით ბაგ­რა­ტი­ო­ნი. და­ა­პა­ტიმ­რეს მისი მე­უღ­ლეც, რო­მე­ლიც ცი­ხი­დან გა­მოს­ვლის შემ­დეგ ლო­გი­ნად ჩა­ვარ­და და ბა­ბუ­ა­ჩე­მი დებ­თან ერ­თად უვ­ლი­და. ამ დროს ბა­ბუ­ა­ჩე­მი და მისი დები იმ­დე­ნად პა­ტა­რე­ბი იყ­ვნენ, რომ თა­ვი­სით საკ­ვე­ბის მო­პო­ვე­ბაც არ შე­ეძ­ლოთ, მე­ზობ­ლე­ბი საჭ­მელს ღო­ბის ძი­რას უწყობ­დნენ და ასე გა­დარ­ჩნენ. მე­ზობ­ლე­ბი მათ სახ­ლში ში­შით ვერ შე­დი­ოდ­ნენ, ამი­ტომ ზოგ­ჯერ ღო­ბეს­თან კერძს ძაღ­ლე­ბიც ჭამ­დნენ ხოლ­მე. ბა­ბუ­ა­ჩე­მი ირაკ­ლი ამ ამ­ბებს ხში­რად მიყ­ვე­ბო­და და ყო­ველ­თვის და­ა­მა­ტებ­და, შვი­ლო, ფრთხი­ლად იყა­ვი, შენც არა­ფე­რი გა­გი­კე­თონ ცუ­დიო. სა­მა­გი­ე­როდ, 90-იანი წლე­ბი­დან, რო­დე­საც მიწა დაგ­ვიბ­რუ­ნეს, მე და ბა­ბუ­ა­ჩემ­მა ამ მი­წა­ზე ტყე გა­ვა­შე­ნეთ. მარ­თა­ლია, პა­ტა­რა ვი­ყა­ვი, მაგ­რამ მას­თან ერ­თად მშვე­ნივ­რად ვა­ხერ­ხებ­დი ნერ­გე­ბის დარ­გვას: ძი­რი­თა­დად, მუხა, კო­პი­ტი და ალ­ვის ხე­ე­ბი დავრგეთ. ახლა უკვე ტყე შრი­ა­ლებს. სხვა­თა შო­რის, ცო­ცხა­ლი ნერ­გის, ტყი­სა და სი­ცო­ცხლის ფასი რომ ვიცი, იმი­ტო­მაც არ მიყ­ვარს ხე­ლოვ­ნუ­რი ნაძ­ვის ხე. წელ­საც დიდ­ხანს ვე­ძე­ბე ქო­თან­ში ჩარ­გუ­ლი ნაძ­ვის ნერ­გი, რომ ახა­ლი წლის მერე მი­წა­ში გა­დავრგო და გა­ი­ხა­როს. გა­აგ­რძე­ლეთ კი­თხვა