16 წლის მარიუპოლელი ბიჭის უმძიმესი ისტორია - გზა სამშობლოდან რუსულ ბავშვთა სახლამდე და უკან | Allnews.Ge

16 წლის მარიუპოლელი ბიჭის უმძიმესი ისტორია - გზა სამშობლოდან რუსულ ბავშვთა სახლამდე და უკან

20:14 / 07-01-2023 The Guardian აქ­ვეყ­ნებს 16 წლის მა­რი­უ­პო­ლე­ლი ბი­ჭის, და­ვი­თის უმ­ძი­მეს ის­ტო­რი­ას. სტა­ტია მიგ­ვი­თხრობს არასრლუ­წლოვ­ნის მიერ ომის პე­რი­ოდ­ში გან­ვლილ რთულ გზას ოჯა­ხი­დან რუ­სულ ბავ­შვთა სახ­ლამ­დე. რო­გორ აღ­მოჩ­ნდა მო­ზარ­დი უკ­რა­ი­ნი­დან ოკუ­პან­ტი ქვეყ­ნის ბავ­შვთა სახ­ლში მა­შინ, რო­დე­საც მას დედა ცო­ცხა­ლი ჰყავ­და და რა სირ­თუ­ლე­ე­ბი გა­ი­ა­რა უკან, სამ­შობ­ლო­ში და­საბ­რუ­ნებ­ლად - გა­ი­ცა­ნით და­ვი­თი, მა­მა­ცი უკ­რა­ი­ნე­ლი ბიჭი, რო­მე­ლიც სამ­შობ­ლოს სიყ­ვა­რუ­ლის გამო ოჯახ­საც კი და­უ­პი­რის­პირ­და.

16 წლის და­ვი­თი (გვა­რი The Guardian-ის მა­სა­ლა­ში გმი­რის თხოვ­ნით მი­თი­თე­ბუ­ლი არ არის) მა­რი­უ­პოლ­ში ალ­კოჰო­ლიკ დე­დას­თან გა­ი­ზარ­და. ბიჭი ად­რე­უ­ლი ასა­კი­დან კარ­გად მღე­რო­და, ასე მოხ­ვდა ად­გი­ლობ­რი­ვი ეკ­ლე­სი­ის გუნდში, სა­დაც ხელ­ფა­სიც კი და­უ­ნიშ­ნეს. რუ­სე­ბის შეჭ­რამ­დე ცოტა ხნით ადრე ის დე­დის­გან წა­მო­ვი­და, ჯერ მე­გობ­რებ­თან ათე­ნებ­და ღა­მე­ებს, შემ­დეგ კი ბე­ბი­ას­თან გა­აგ­რძე­ლა ცხოვ­რე­ბა.

სრულ­მას­შტა­ბი­ა­ნი ომის და­წყე­ბი­დან სამი დღის შემ­დეგ და­ვი­თი პრო­უკ­რა­ი­ნულ მი­ტინგზე წა­ვი­და და მა­რი­უ­პო­ლის მთა­ვარ მო­ე­დან­ზე უკ­რა­ი­ნის ჰიმ­ნი იმ­ღე­რა. ამ დროს რუ­სუ­ლი ჯა­რე­ბი უკვე კალ­მი­უ­სის მარ­ცხე­ნა სა­ნა­პი­რო­ზე იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ. პირ­ველ მარტს ქა­ლაქ­ში კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბი და ელექტრო­ე­ნერ­გია გა­ი­თი­შა, და­ვი­თი მიხ­ვდა, რომ "ყვე­ლა­ფე­რი დას­რულ­და“ და ქა­ლა­ქი­დან გას­ვლა აღარ შე­ეძ­ლო. მა­რი­უ­პო­ლი მუდ­მი­ვი და­ბომბვის ქვეშ იყო. ის აღი­ა­რებს, რომ მას, ისე­ვე რო­გორც მე­ზობ­ლებს, გა­დარ­ჩე­ნის­თვის მა­ღა­ზი­ე­ბის გა­ძარ­ცვა მო­უ­წია.

screenshot-3-74076-1673166142.jpg

8 მარტს და­ვით­მა გა­და­წყვი­ტა სტუმ­რე­ბო­და დე­დას, რო­მელ­საც იმ დრო­ის­თვის ახალ მა­მა­კაც­თან ერ­თად და­ე­წყო ცხოვ­რე­ბა. სახ­ლში რა­დი­ო­სად­გუ­რი მხო­ლოდ ორ არხს იღებ­და: პრო­რუ­სულ­სა და უკ­რა­ი­ნულს, ხოლო მიმ­ღე­ბი პირ­ველ­ზე იყო ჩარ­თუ­ლი

ყო­ველ­თვის, რო­დე­საც დე­დის ახა­ლი მე­გო­ბა­რი იღ­ვი­ძებ­და. ოჯახ­ში უსას­რუ­ლოდ უს­მენ­დნენ ვლა­დი­მერ სო­ლო­ვი­ო­ვის და სხვა პრო­პა­გან­დის­ტე­ბის გა­და­ცე­მებს. ამ ყვე­ლა­ფერს დედა და მისი ახა­ლი პარტნი­ო­რი ეთან­ხმე­ბოდ­ნენ და და­ვითს "უკ­რა­ი­ნე­ლო­ბა­ში" სდებ­დნენ ბრალს. მას მხო­ლოდ ბე­ბია უგებ­და და გა­და­წყვი­ტა მას­თან დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი­ყო. ბიჭი ამ­ბობს, რომ გზად, ეზო­ებ­სა და ქუ­ჩებ­ში უმა­რა­ვი ცხე­და­რი შეხ­ვდა, მათი დიდი ნა­წი­ლი გახ­წრნის პი­რას იყო... ქა­ლაქ­ში სა­ში­ნე­ლე­ბა ტრი­ა­ლებ­და.

მალე ქა­ლაქ­ში რუსი ჯა­რის­კა­ცე­ბი გა­მოჩ­ნდნენ. ბიჭი ქუ­ჩა­ში მი­მა­ვა­ლი სიმ­ღე­რი­სას და­აკ­ვეს. აი­ძუ­ლეს გა­შიშ­ვლე­ბუ­ლი­ყო და ისე და­კი­თხეს. აპ­რი­ლის და­სა­წყის­ში სა­ო­კუ­პა­ციო ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ ალ­ყა­ში მოქ­ცე­უ­ლი ქა­ლა­ქის ევა­კუ­ა­ცია გა­მო­ა­ცხა­და, და­ვით­მა გა­და­წყვი­ტა შან­სი გა­მო­ე­ყე­ნე­ბი­ნა. ამ დროს უკ­რა­ი­ნის მიერ კონ­ტრო­ლი­რე­ბად ტე­რი­ტო­რი­ა­ზე გა­დას­ვლა უკვე შე­უძ­ლე­ბე­ლი იყო. ის შეხ­ვდა ქალს, რო­მე­ლიც სა­გუ­შა­გო­ებ­ზე "გა­ფილ­ტვრის“ დროს მის მე­ურ­ვედ წარ­სდგა, მაგ­რამ რუ­სეთ­თან სა­ზღვრის გა­დაკ­ვე­თის შემ­დეგ ვე­ღარ და­ეხ­მა­რა. განაგრძეთ კითხვა

myquiz