"...იფეთქა სიყვარულმა. თავს ვიკავებდი" - სოფიკო ჭიაურელის ნაამბობი მისი ცხოვრების მთავარ სიყვარულზე | Allnews.Ge

"...იფეთქა სიყვარულმა. თავს ვიკავებდი" - სოფიკო ჭიაურელის ნაამბობი მისი ცხოვრების მთავარ სიყვარულზე

"უამ­რა­ვი წიგ­ნი და ფილ­მი არ­სე­ბობს სიყ­ვა­რულ­ზე. ეს მა­რა­დი­უ­ლი და ამო­უ­წუ­რა­ვი თე­მაა, რო­მე­ლიც არც მწერ­ლის­თვის, არც ხე­ლო­ვა­ნის­თვის არა­სო­დეს კარ­გავს ხიბლს. სწო­რედ სიყ­ვა­რულ­ზე ისა­უბ­რეს ცნო­ბილ­მა ქალ­ბა­ტო­ნებ­მა, რომ­ლე­ბიც სხვა­დას­ხვა დროს ჩავ­წე­რე. ისე­თი გულ­წრფელ­ნი იყ­ვნენ, ისე­თი გრძნო­ბით ლა­პა­რა­კობ­დნენ, რომ მათ­გან გა­მო­ყო­ლი­ლი აღ­ტა­ცე­ბა დიდ­ხანს გამ­ყვა. ასა­კის მი­უ­ხე­და­ვად, ნა­ო­ჭე­ბი­თაც ისე­თი­ვე მომ­ხიბ­ლა­ვი იყ­ვნენ, რო­გორც წლე­ბის წინ, ახალ­გაზ­რდო­ბა­ში. სიყ­ვა­რულ­ზე სა­უბ­რი­სას სა­ოც­რად უციმ­ცი­მებ­დათ თვა­ლე­ბი და იმ წუ­თებ­ში ბედ­ნი­ერ დროს უბ­რუნ­დე­ბოდ­ნენ", - ამ შე­სავ­ლით აქ­ვეყ­ნებს "კვი­რის პა­ლიტ­რა" სტა­ტი­ას, რომ­ლი­და­ნაც ერთ ის­ტო­რი­ას გთა­ვა­ზობთ.

სო­ფი­კო ჭი­ა­უ­რე­ლი­სა და კოტე მა­ხა­რა­ძის სიყ­ვა­რუ­ლის ამ­ბა­ვი

სო­ფი­კო ჭი­ა­უ­რელს გა­ცი­ლე­ბით ადრე შევ­ხვდი, სა­ნამ "კვი­რის პა­ლიტ­რა­ში" და­ვი­წყებ­დი მუ­შა­ო­ბას. 1986 წლის ზა­ფხუ­ლი იყო. მე­გობ­რე­ბი ზა­ფხუ­ლის ხვატს ფუ­ნი­კუ­ლი­ორ­ზე გა­ვე­ქე­ცით, ცნო­ბილ რეს­ტო­რან­ში შე­ვე­დით. გაგ­ვი­მარ­თლა და ღია ვე­რან­და­ზე მა­გი­და გა­თა­ვი­სუფ­ლდა. იქი­დან არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ხედი იშ­ლე­ბო­და, შე­ბინ­დე­ბულ­ზე უფრო ლა­მა­ზი ჩან­და ლამ­პი­ო­ნე­ბით გა­ნა­თე­ბუ­ლი თბი­ლი­სი. უცებ ნაც­ნო­ბი ხმა მოგ­ვეს­მა... აი, ის ლე­გენ­და­რუ­ლი ხმა, ერ­თი­ა­ნად რომ წა­მოგ­ვყა­რა სახ­ლე­ბი­დან 1981 წლის 13 მა­ისს და "დი­ნა­მოს" სტა­დი­ონ­ზე შეგ­ვკრი­ბა სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლო. დიახ, ჩვენს მე­ზობ­ლად კოტე მა­ხა­რა­ძე იჯდა და სო­ფი­კო ჭი­ა­უ­რელ­სა და ტა­რი­ელ საყ­ვა­რე­ლი­ძეს მის­თვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი ჟეს­ტი­კუ­ლა­ცი­ით რა­ღაც სა­ხა­ლი­სოს უამ­ბობ­და. ძა­ლა­უ­ნე­ბუ­რად მზე­რაც და ყუ­რა­დღე­ბაც მათ­კენ მივ­მარ­თეთ. ხუმ­რო­ბა ხომ არ იყო, სამი ვარ­სკვლა­ვი იქვე, ჩვენს ახ­ლოს ხუმ­რობ­და, იცი­ნო­და და დროს ატა­რებ­და. მერე კო­ტემ მე­გო­ბარს მი­მარ­თა, ეს შენ­თვი­საა, სო­ფი­კო, თო­რემ ჩემ­თვის ცო­ფი­კო­აო. საყ­ვა­რე­ლი­ძეს ჩა­ე­ცი­ნა და უთხრა, მაგ ცო­ფი­კო­ზე გიჟ­დე­ბი და რა გინ­და, რომ ქნაო? კო­ტემ თავი და­უქ­ნია, ასეა ესო. და მო­უ­ლოდ­ნე­ლად და­ი­წყო ლექ­სი "უსიყ­ვა­რუ­ლოდ". მთე­ლი ვე­რან­და გა­ჩუმ­და და კო­ტეს უს­მენ­და. მისი ომა­ხი­ა­ნი ხმა ხან იდუ­მა­ლი ხდე­ბო­და, ხან ძლი­ე­რი..."მაგ­რამ სულ სხვაა სიყ­ვა­რუ­ლი უკა­ნას­კნე­ლი", - და­ას­რუ­ლა კო­ტემ და ტა­შიც გა­ის­მა. სო­ფი­კოს გავ­ხე­დე, იღი­მე­ბო­და.

sofiko1111111-41141-1672647250.jpg

წლე­ბის მერე, როცა ინ­ტერ­ვი­უს­თვის სახ­ლში ვეს­ტუმ­რე, ეს ეპი­ზო­დი გა­ვახ­სე­ნე. გა­ე­ცი­ნა, დღემ­დე ცო­ფი­კოს მე­ძა­ხი­სო. წინ­და­წინ იცო­და, რომ სიყ­ვა­რულ­ზე უნდა გვე­სა­უბ­რა. აღ­ტა­ცე­ბუ­ლი მიყ­ვე­ბო­და იმ რო­მან­ზე, რო­მე­ლიც "ური­ელ აკოს­ტას" მერე აგიზ­გიზ­და. თუმ­ცა არც პირ­ვე­ლი სიყ­ვა­რუ­ლი და­ვი­წყე­ბია:

- ცხოვ­რე­ბა­ში, მით უმე­ტეს, პი­რად­ში, არ მოქ­მე­დებს არა­ნა­ი­რი კა­ნო­ნი. ადა­მი­ა­ნის ბე­დის დავ­თარ­ში მისი და­ბა­დე­ბის­თა­ნა­ვე იწე­რე­ბა ყვე­ლა­ფე­რი. მე მე­წე­რა, რომ ჩემს სი­ცო­ცხლე­ში ორ­ჯერ მყვა­რე­ბო­და. მე და გი­ორ­გი შენ­გე­ლა­ია ბავ­შვო­ბი­დან­ვე ვიც­ნობ­დით ერ­თმა­ნეთს. ჩვე­ნი დე­დე­ბი მე­გობ­რობ­დნენ. მერე ჩვენც დავ­მე­გობ­რდით და მე­გობ­რო­ბა სიყ­ვა­რულ­ში გა­და­ი­ზარ­და. განაგრძეთ კითხვა

myquiz