„თებერვალში ნუ სჭამ ჭაკუნტელსა...“ - როგორი იყო ჯანსაღი კვების კულტურა ძველ საქართველოში | Allnews.Ge

„თებერვალში ნუ სჭამ ჭაკუნტელსა...“ - როგორი იყო ჯანსაღი კვების კულტურა ძველ საქართველოში

უძველესი დროიდან ადამიანი დიდ ყურადღებას აქცევდა სწორ კვებას - რომელი საკვები როდის შეიძლებოდა ეჭამა, როგორი შეიძლებოდა ყოფილიყო ადამიანის დღიური რეჟიმი, რა სახის დიეტური კვება იყო სასარგებლო და სხვ.

ქრისტიანობამ კვების ცალკეული დეტალი რელიგიური მრწამსის დონეზე აიყვანა. განსაკუთრებით ეს შეეხება „ნაყროვანება-გაუმაძღრობა-ღორმუცელობას“. ძველი თუ ახალი აღთქმის წიგნებში დაგმობილია გადამეტებული ჭამა-სმა და ადამიანის დამღუპველად, სიღატაკის მომტანად და ხორციელი ცოდვების საწყისად არის მიჩნეული.

ჩვენს წინაპრებს კარგად ესმოდათ, რომ ადამიანის ჯანმრთელობა დიდწილად იყო დამოკიდებული საკვებზე და მათ სწორად მიღების კულტურაზე. სამედიცინო წიგნის ავტორი უცნაურ რჩევებსაც იძლეოდა, რომელ თვეს რა საკვების ჭამა იყო დაშვებული და რომელი იკრძალებოდა. მაგალითად: „თებერვალში ნუ სჭამ ჭაკუნტელსა (ტკბილ ჭარხალს); მარტსა ტკბილსასა ჭამადსა ნუ სჭამ; სექტენბერსა სძე ჭამე“; „ოკდუნბერსა მწვანილსა ნუ სჭამ“. სხვა ადგილას „უსწორო კარაბადინის“ ავტორი მკითხველსა და პაციენტებს აფრთხილებდა, რომ ბევრს „დიდი რამ ავადმყოფობა“ არ სჭირვებიათ, მაგრამ „თავი არ შეუნახავთ საჭმელისაგან, დიდი სენი დამართებიათ მით, რომე არარის უფარებია“.

სამედიცინო ტრაქტატებში არაერთგზის შეხვდებით პასაჟებს, რომლებშიც საუბარია სწორი კვების აუცილებლობაზე. X საუკუნეში გავრცელებული იყო აზრი, რომ ადამიანის ჯანმრთელობა დამოკიდებულიიყო წელიწადის რომელ დროს, დღის რომელ მონაკვეთში რა საკვები მიეღო. სხეულის სიძლიერე და სიმსუბუქე ამაზე იყო დამოკიდებული.

შუა საუკუნეების საქართველოში ერთმანეთისგან განარჩევდნენ ზომიერად მჭამელ და გადამეტებულად მჭამელ ადამიანს. ამ უკანასკნელზე იტყოდნენ: „ერთობ მჭამელი ყოფილიყოო“. „სძესა და მაწონსა და ყველსა, და ახალსა თევზსა დია ჭამდენ“.

დიეტის შემთხვევაში დღევანდელი დიეტოლოგები, უმეტესად, ურჩევენ დიდი რაოდენობით წყლის მიღებას. X საუკუნის ექიმთა რჩევითაც: „რომელ საჭამადსა ზედა წყლისა სმა ეგდენი ხამს, რომელ წყურვილი დააწყაროს ანუ საჭამადი ჩაიყვანოს, რომელ სტომაქი სუბუქად იყოს, და მერმე თუ მაძღრად სუას არა ჰგავა. და საჭამადსა ზედა წყალი გრილი სუას, რომელ წყურვილი დააწყნაროს და საჭამადი მოადნოს“.

ზოგიერთ უცნაურ რჩევებას შეხვდებით შუა საუკუნეების სამედიცინო ტრაქტატებში. „წიგნი სააქიმოს“ მიხედვით: „ეგრე ხამს რომელ თუესა შიგან ორჯელ არწყევდეს, რომელ სტომაქი გაწმდეს, და საჭამადი შეერგებოდეს, და ტანსა ამსუქნებდეს“. განაგრძეთ კითხვა

myquiz