ქართველი მეცნიერის უდიდესი წარმატება და სამომავლო გეგმები | Allnews.Ge

ქართველი მეცნიერის უდიდესი წარმატება და სამომავლო გეგმები

მსოფ­ლიო მეც­ნი­ე­რე­ბას ახა­ლი ქარ­თვე­ლი ვარ­სკვლა­ვი ჰყავს - სო­ხუმ­ში და­ბა­დე­ბუ­ლი 35 წლის ზუ­რაბ გუ­გუ­ჩია, ფი­ზი­კო­სი, რო­მელ­საც შვე­ი­ცა­რი­ის ეროვ­ნულ­მა სა­მეც­ნი­ე­რო ფონდმა 1,8 მი­ლი­ო­ნი შვე­ი­ცა­რი­უ­ლი ფრან­კი გა­დას­ცა სა­მეც­ნი­ე­რო მუ­შა­ო­ბი­სათ­ვის. თუ რა დამ­სა­ხუ­რე­ბის­თვის მი­ი­ღო ზუ­რაბ გუ­გუ­ჩი­ამ 1,8 მი­ლი­ო­ნი ფრან­კი ფი­ზი­კურ მეც­ნი­ე­რე­ბა­ში და რას აპი­რებს მო­მა­ვალ­ში, ამის შე­სა­ხებ თა­ვად გვი­ამ­ბობს:

- გი­ლო­ცავთ, ბა­ტო­ნო ზუ­რაბ. თქვე­ნი ჯილ­დო სა­ქარ­თვე­ლოს ჯილ­დოც არის. აქამ­დე რა გზით მიხ­ვე­დით?

- სო­ხუმ­ში და­ვი­ბა­დე, სკო­ლა კი ზუგ­დიდ­ში და­ვამ­თავ­რე. ივ. ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ვსწავ­ლობ­დი, 2009-2013-ში შვე­ი­ცა­რი­ის უნი­ვერ­სი­ტე­ტის დოქ­ტო­რან­ტი გავ­ხდი და პა­რა­ლე­ლუ­რად, პე­და­გო­გი­ურ საქ­მი­ა­ნო­ბას ვე­წე­ო­დი. 2016-18 წლებ­ში ამე­რი­კა­ში, ნიუ-იორ­კი­სა და პრინ­სტო­ნის უნი­ვერ­სი­ტე­ტებ­ში ვმუ­შა­ობ­დი. პრინ­სტონ­ში დღემ­დე ვმუ­შა­ობ მიწ­ვე­ულ მეც­ნი­ე­რად. ჩემი ძი­რი­თა­დი სამ­სა­ხუ­რი კი შვე­ი­ცა­რი­ა­შია, სა­დაც ქვეყ­ნის მას­შტა­ბურ სა­მეც­ნი­ე­რო ცენ­ტრში, პაულ შე­რე­რის ინ­სტი­ტუ­ტის უფ­რო­სი მეც­ნი­ე­რი და მა­ღა­ლი ვე­ლის ლა­ბო­რა­ტო­რი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლი ვარ. მა­ღალ­ტემ­პე­რა­ტუ­რულ ზე­გამ­ტა­რებ­ზე ვმუ­შა­ობ. დღეს ეს თემა მეც­ნი­ე­რე­ბის წინა ხა­ზად ით­ვლე­ბა. ყვე­ლას­თვის ცნო­ბი­ლია, რას მი­აღ­წია მეც­ნი­ე­რე­ბამ ამ დარ­გში, თუნ­დაც მხო­ლოდ კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი ტო­მოგ­რა­ფია და­ვა­სა­ხე­ლოთ მე­დი­ცი­ნა­ში. თუმ­ცა მე გა­ცი­ლე­ბით მე­ტის მიღ­წე­ვა მსურს.

მინ­და სრუ­ლი­ად ახა­ლი, ისე­თი მაგ­ნი­ტუ­რი ნა­ხე­ვარ­გამ­ტა­რე­ბის შექ­მნა, რომ­ლე­ბიც კა­ცობ­რი­ო­ბას ელექტრო­ე­ნერ­გი­ის გრან­დი­ო­ზულ ნა­კადს და­უ­ზო­გავს, და­ახ­ლო­ე­ბით 40%-ს. ამა­ვე პრინ­ცი­პით მსურს კვან­ტუ­რი კომ­პი­უ­ტე­რე­ბის ჩვე­უ­ლებ­რივ, ოთა­ხის ტემ­პე­რა­ტუ­რა­ზე ამუ­შა­ვე­ბაც. უცხო­ეთ­ში მუ­შა­ო­ბის 8 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ამ სფე­რო­ში რამ­დე­ნი­მე აღ­მო­ჩე­ნა გა­ვა­კე­თე, რის შე­სა­ხე­ბაც მსოფ­ლი­ოს სა­მეც­ნი­ე­რო ჟურ­ნა­ლებ­ში დავ­ბეჭ­დე, მათ შო­რის ჩემი სტა­ტია ახა­ლი ტი­პის ნა­ხე­ვარ­გამ­ტა­რის აღ­მო­ჩე­ნას­თან და­კავ­ში­რე­ბით მსოფ­ლი­ოს პრეს­ტი­ჟულ ამე­რი­კულ სა­მეც­ნი­ე­რო ჟურ­ნალ­ში და­ი­ბეჭ­და. აღ­ნიშ­ნუ­ლი ნა­ხე­ვარ­გამ­ტა­რი და­ახ­ლო­ე­ბით ორ­ჯერ ნაკ­ლებ ელექტრო­ე­ნერ­გი­ას მო­იხ­მარს, ვიდ­რე ნო­ბე­ლის პრე­მი­ის ლა­უ­რე­ა­ტე­ბის აღ­მო­ჩე­ნი­ლი ად­რინ­დე­ლი ნა­ხე­ვარ­გამ­ტა­რე­ბი. თუ სრუ­ლი­ად ახალ, ეფექ­ტურ ტექ­ნო­ლო­გი­ებს მი­ვი­ღებთ, ეს ელექტრო­ე­ნერ­გი­ის ხარ­ჯებს კო­ლო­სა­ლუ­რად შე­ამ­ცი­რებს.

- სას­წა­ულს მე­უბ­ნე­ბით. მთე­ლი დე­და­მი­წა შფო­თავს გი­გან­ტუ­რი ჰე­სე­ბის აგე­ბის გამო. ნუთუ ჰე­სე­ბის რი­ცხვიც შემ­ცირ­დე­ბა? სად აპი­რებთ ასე­თი ელექტრო­ე­ნერ­გი­ის მო­პო­ვე­ბას?

- ამ თე­მა­ზე უამ­რა­ვი მეც­ნი­ე­რი მუ­შა­ობს და მათ შო­რის მეც ჩემი მი­მარ­თუ­ლე­ბით, რო­მე­ლიც ასე­თია: მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ბუ­ნე­ბა­ში არ­სე­ბობს კვან­ტუ­რი ნივ­თი­ე­რე­ბე­ბი, იგი­ვე კვან­ტუ­რი კრის­ტა­ლე­ბი, რომ­ლებ­შიც დიდი რა­ო­დე­ნო­ბით ელექტრო­ნე­ბია. ისი­ნი კი ერ­თმა­ნეთ­ზე ზე­მოქ­მე­დე­ბენ. ჩემი მი­ზა­ნია და­ვად­გი­ნო, რო­გორ გა­და­ვიყ­ვა­ნოთ ახალ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში კვან­ტუ­რი კრის­ტა­ლე­ბი ისე, რომ მათ­ში მი­ვი­ღოთ დე­და­მი­წა­ზე არარ­სე­ბუ­ლი კვა­ზი­ნა­წი­ლა­კი, რო­მელ­საც გა­რე­დან ვმარ­თავთ, ის კი კვან­ტურ კრის­ტა­ლებ­ში ახა­ლი ტი­პის ენერ­გი­ას შექ­მნის. ბევ­რად უფრო სწრაფ­სა და ეკო­ნო­მი­ურს, ვიდ­რე ახლა მუ­შა­ობს მსოფ­ლი­ოს ელექტრო­ხელ­სა­წყო­ე­ბი.

- დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, კონ­კურ­სი ძნე­ლი იყო, თან­ხაც, რო­მე­ლიც მო­მა­ვა­ლი მუ­შა­ო­ბი­სათ­ვის მი­ი­ღეთ, ნამ­დვი­ლად არ იყო ად­ვი­ლი მი­სა­ღე­ბი.

- ამ კონ­კურ­სის­თვის შვე­ი­ცა­რი­ის სა­მეც­ნი­ე­რო ფონ­დი ევ­რო­პელ მეც­ნი­ე­რებ­თან ერ­თად მუ­შა­ობს და 600-მდე კონ­კურ­სანტს არ­ჩევს. შემ­დეგ მათ პრო­ექ­ტებს უგ­ზავ­ნის ევ­რო­პის ქვეყ­ნე­ბის 30 მეც­ნი­ე­რი­სა­გან შემ­დგარ კო­მი­სი­ას, რო­მე­ლიც პრო­ექ­ტებს ქუ­ლებს უწერს, კონ­კურ­სან­ტებს ფილტრავს და მათ­გან სა­უ­კე­თე­სო­ებს, და­ახ­ლო­ე­ბით 15%-ს, გა­სა­უბ­რე­ბა­ზე იწ­ვევს. გა­სა­უბ­რე­ბის­თვის 30 წუ­თია დათ­მო­ბი­ლი, სა­ი­და­ნაც 15 წუთი კონ­კურ­სან­ტმა უნდა ისა­უბ­როს თა­ვი­სი­ვე აღ­მო­ჩე­ნებ­სა და გეგ­მებ­ზე. და­ნარ­ჩენ 15 წუთ­ში კი ოც­და­ა­თი­ვე პრო­ფე­სო­რი კონ­კურ­სანტს კი­თხვებს აყ­რის მისი სა­მეც­ნი­ე­რო მუ­შა­ო­ბის შე­სა­ხებ. კონ­კურ­სან­ტის პრო­ექტს ასე­ვე გა­ნი­ხი­ლავს მსოფ­ლი­ოს ოთხი უხუ­ცე­სი პრო­ფე­სო­რი, რომ­ლე­ბიც კონ­კურ­სან­ტე­ბის­თვის ინ­კოგ­ნი­ტოდ რჩე­ბი­ან...წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

myquiz