"ზოგიერთი მათგანი ოქროზე ძვირ ლითონს შეიცავს" - რატომ ნადირობენ "ზინგერის" საკერავ მანქანებზე ანტიკვარული ნივთებით მოვაჭრეები? | Allnews.Ge

"ზოგიერთი მათგანი ოქროზე ძვირ ლითონს შეიცავს" - რატომ ნადირობენ "ზინგერის" საკერავ მანქანებზე ანტიკვარული ნივთებით მოვაჭრეები?

1990-იანი წლების დასაწყისიდან ანტიკვარული ნივთებით მოვაჭრეებს შორის "ზინგერის" სამკერვალო მანქანებზე ნამდვილი ბუმი დაიწყო. ეს ამერიკული ბრენდი - სამკერვალო საქმიანობის ერთ-ერთი ლეგენდაა. ისააკ ზინგერმა საკუთარი წარმოება 1851 წელს გახსნა, მალევე მისმა მანქანებმა მსოფლიოში საუკეთესოს სტატუსიც მოიპოვა.

რაც არ უნდა გაგიკვირდეთ, "ზინგერის" "პირმშოზე" მოთხოვნა დღესაც არსებობს, მეტიც, არიან ადამიანები, რომლებსაც საკმაოდ დიდი თანხის სანაცვლოდ გაფუჭებული მანქანების შეძენა სურთ.

რისთვის სჭირდებათ ანტიკვარული ნივთებით მოვაჭრეებს "ზინგერის" საკერავი მანქანა? და რეალურად რა ლეგენდები და ისტორიები დგას ამ მოთხოვნის უკან?

2022122118465786669-1671689198.png

ლეგენდარული ლითონები

არსებობს მრავალი მითი და ისტორია, რომელიც "ზინგერის" მანქანების მიმართ ანტიკვარული ნივთებით მოვაჭრეთა მუდმივ ინტერესს ხსნის, თუმცა ზოგი მათგანი მათზე ასეთ მოთხოვნას უარყოფს, ზოგიც კი ადასტურებს, ფაქტი ერთია, ამ მარკის მანქანებისადმი ინტერესი კვლავ რჩება.

როგორც ამბობენ, რევოლუციამდელ მანქანებზე ბუმი იმ დეტალებთან არის დაკავშირებული, რომლითაც ისინი მზადდებოდა. ამ ვერსიის მიხედვით, ზოგიერთ საკერავ მანქანას პალადიუმის შენადნობებისგან დამზადებული ნაწილები აქვს. პოდოლსკში "ზინგერის" ქარხნის ფუნქციონირების დროს, ეს ლითონი ჯერ კიდევ არ იყო ასეთი ძვირი და ის წარმოებაშიც თავისუფლად გამოიყენებოდა. დღეს, მისი ღირებულება ოქროსა და პლატინას უტოლდება. განძის მაძიებლები სწორედ ამიტომაც აგრძელებენ რევოლუციამდელ მანქანებზე "ნადირობას".

არსებობს კიდევ ერთი ლეგენდა. ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ ბოლშევიკების მიერ ძვირფასი ნივთების მასობრივი ექსპროპრიაციის დროს ხელოსნებმა ოქროს, "ზინგერის" კორპუსის ფორმად ან მის ცალკეულ ნაწილებად გადადნობა ისწავლეს. საკერავი მანქანები შრომის იარაღად ითვლებოდა და ახალი ხელისუფლების სასარგებლოდ ჩამორთმევას არ ექვემდებარებოდა. ამბობენ, რომ ოქროს ნაწილებიანი მანქანების პოვნა პერიოდულად დღესაც კი ხდება.

2022122118585386669-1671689289.jpg

ლეგენდარული სერია

არსებობს კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც "ზინგერის" მანქანებს ანტიკვარიატით მოვაჭრეები სანთლით ეძებენ. 1998 წელს გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც დღემდე მოქმედი "ზინგერის" კორპორაცია მზად არის ლეგენდარული სერიის ნივთები რომელთა ნომრებიც ერთით იწყება გამოისყიდოს. ასეთი სერიის ერთ პროდუქტში კომპანია მზადყოფნას აცხადებს სავარაუდოდ 30 ათასიდან მილიონამდე გადაიხადოს, თუმცა ამის ოფიციალური დადასტურება არ არსებობს.

ლამაზად გამოიყურება

"ზინგერის" მანქანების მიმართ ინტერესის კიდევ ერთი მიზეზი არსებობს. ისინი დიზაინერებსა და სხვა შემოქმედებით ადამიანებს განსაკუთრებით ხიბლავთ. გრეხილი გვერდითი ორნამენტები ინტერიერის დიზაინის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ელემენტია რეტრო, შები-შიკისა და მოდერნის სტილში. "ზინგერის" საკერავი მანქანა - ბევრ ინსტალაციაში მთავარი ობიექტია.

მისგან ამზადებენ მაგიდებს, კონსოლებს, წიგნის თაროებსა და სხვას. დიზაინერები მათში რა თქმა უნდა, მილიონს არ გადაიხდიან, თუმცა რევოლუციამდელ "ზინგერებზე" მოთხოვნა მრავალი წლის განმავლობაში კვლავაც არ ეცემა. არიან კოლექციონერებიც, რომლებიც ყიდულობენ მანქანებს შეგროვების მიზნით ან როგორც ანტიკვარულ იშვიათობას. განაგრძეთ კითხვა

myquiz