თავგადასავლები, დაუვიწყარი გართობა იამაიკაზე და ცხოვრება ოქტაგონს მიღმა - როგორია ქართველი მებრძოლის წამატების გზა?
31 წლის მერაბ დვალიშვილი, თავზე ფაფახითა და გულზე საქართველოს დროშით, ქართველი სპორტსმენია, რომელიც უკვე ათი წელია რაც ამერიკაში მოღვაწეობს. შერეული საბრძოლო ხელოვნების (MMA) მებრძოლი, ამჟამად ყველაზე პრესტიჟულ UFC-ში ასპარეზობს.
მერაბ დვალიშვილი თბილისში გაიზარდა. თავიდან ვარჯიშობდა ქართულ ჭიდაობაში, სამბოსა და ძიუდოში. 21 წლის იყო, როცა საცხოვრებლად აშშ-ში გადავიდა. იქ მისი კარიერა სხვა გზით განვითარდა და პროფესიონალური შერეული ორთაბრძოლების მებრძოლი გახდა. მისი მწვრთნელები არიან რეი ლონგო და მატ სერა.
დვალიშვილმა პროფესიონალურ კარიერაში ჩატარებული 16 ბრძოლიდან, 12 მოიგო, მათ შორის ორში გამარჯვება ნოკაუტით მოახერხა. მისი დებიუტი UFC-ში 2017 წლის 9 დეკემბერს, ფრენკი საენზის წინააღმდეგ შედგა. შეხვედრაში მსაჯთა გადაწვეტილებით საენზმა გაიმარჯვა.
2022 წლის 21 წლის აგვისტოს კარიერის პიკში მყოფი დვალიშვილი ლეგენდარულ ბრაზილიელს, ჟოზე ალდოს დაუპირისპირდა და უშანსოდ დაამარცხა.მოგვიანებით კი პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებთან მოგებაზე, კარიერასა და სამშობლოზე ისაუბრა:
"ჩემთვის ადვილია ბრძოლის თეიქდაუნებით მოგება და ეს ადრეც, ბრძოლამდეც ვთქვი. სიმართლე გითხრათ, გაკვირვებული ვიყავი, თუ როგორ იცავდა ჩემი მეტოქე თავს.
ვფიქრობ, ჭკვიანურად ვიმოქმედე, რადგან მეტოქეს ჩემი პარტერში გადაყვანა უნდოდა, მე კი ზედმეტი ენერგია არ დამიხარჯავს.
ალდო ლეგენდაა, რომელსაც ფეხით კარგი დარტყმა შეუძლია. ძალიან კომფორტულად ვგრძნობდი თავს დგომში ბრძოლით. მეორე რაუნდის შემდეგ უფრო აქტიური გავხდი და ეს ვიგრძენი, შევუტიე, მაგრამ მუხლი დამიხვედრა და მივხვდი, რომ ძალიან არ უნდა გამერისკა, მე ხომ უდიდეს სპორტსმენს ვუპირისპირდებოდი.
მას შეხვედრის დასრულების შემდეგაც ვესაუბრე და შემიძლიათ გითხრათ, რომ ის ძალიან თავმდაბალი ადამიანია და მინდა, ბრაზილიელს ყველაფერი საუკეთესო ვუსურვო. ვფიქრობ, ჩემს დივიზიონში ნებისმიერის წინააღმდეგ ორთაბრძოლა შემიძლია", - თქვა ალდოსთან დაპირისპირების შემდეგ ქართველმა სპორტსმენმა.
ბრძოლისას ხალხი ჟოზეს სახელს სკანდირებდა, მაგრამ დვალიშვილის თქმით, ამას ნაკლებ ყურადღებას აქცევდა, რადგან მთლიანად ბრძოლაზე იყო ორიენტირებული."უკვე საკმაო რაოდენობის გამოცდილება და ორთაბრძოლა დამიგროვდა იმისათვის, რომ მსგავს რაღაცებს ყურადღება არ მივაქციო. შესაძლოა, ჩემი სახელის სკანდირებას უფრო მეტი ენერგია მოეცა, მაგრამ მე უბრალოდ ჟოზე ალდოს წინააღმდეგ ვიბრძოდი და ხალხს ის უყვარს", - თქვა მერაბმა.
დვალიშვილი კამერების წინ ფაფახით გამოჩნდა, რის გამოც სპორტსმენს კითხვა ცნობილი დაღესტნელი მებრძოლის ხაბიბ ნურმაგომედოვთან მსგავსების შესახებაც დაუსვეს და უთხრეს, რომ ბრძოლის სტილიც მისნაირი აქვს... განაგრძეთ კითხვა