სიღარიბეში გატარებული ბავშვობა და ბრძოლა თავის დასამკვიდრებლად - ვინ არის მსოფლიოს საუკეთესო მეკარე, რომელმაც თავი უხერხული ჟესტითაც დაგვამახსოვრა? | Allnews.Ge

სიღარიბეში გატარებული ბავშვობა და ბრძოლა თავის დასამკვიდრებლად - ვინ არის მსოფლიოს საუკეთესო მეკარე, რომელმაც თავი უხერხული ჟესტითაც დაგვამახსოვრა?

არ­გენ­ტი­ნა 2022 წლის მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნია. ლი­ო­ნელ მე­სიმ სა­ო­ცა­რი მატ­ჩი ჩა­ა­ტა­რა, სული და გული ჩადო გა­ჩემ­პი­ო­ნე­ბის­თვის და ფაქ­ტობ­რი­ვად, კი­დევ უფრო გა­იმ­ყა­რა ყვე­ლა დრო­ის სა­უ­კე­თე­სო ფეხ­ბურ­თე­ლის სტა­ტუ­სი.

აგ­რენ­ტი­ნა-საფ­რან­გე­თის ფი­ნა­ლის ძი­რი­თა­დი დრო ან­გა­რი­შით: 2:2 დას­რულ­და, და­მა­ტე­ბით ტა­ი­მებ­ში გუნ­დებ­მა კი­დევ თითო-თითო გა­ი­ტა­ნეს.

და­მა­ტე­ბი­თი დრო­ის ბოლო წუთ­ზე საფ­რან­გეთს სამ­ხრეთ ამე­რი­კე­ლე­ბის კა­რის და­ლაშ­ქვრის იდე­ა­ლუ­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბა მი­ე­ცათ - კოლო მუ­ა­ნი მე­კა­რეს­თან ერთი-ერ­თზე აღ­მოჩ­ნდა, თუმ­ცა ემი­ლი­ა­ნო მარ­ტი­ნეს­მა სას­წა­უ­ლი ჩა­ი­დი­ნა, მისი დარ­ტყმუ­ლი მო­ი­გე­რია და არ­გენ­ტი­ნა წა­გე­ბის­გან იხ­სნა.

martinez1-57202-1671512235.jpg

პე­ნალ­ტე­ბის სე­რი­ა­ში

რა თქმა უნდა, კა­ტა­რის მუნ­დი­ა­ლის გმი­რი და ჩემ­პი­ო­ნა­ტის სა­უ­კე­თე­სო ფეხ­ბურ­თე­ლი ლი­ო­ნელ მე­სია, თუმ­ცა არი­ან სხვა ფეხ­ბურ­თე­ლე­ბიც, რო­მელ­თა დამ­სა­ხუ­რე­ბაც არ­გენ­ტი­ნის გა­მარ­ჯვე­ბა­ში საკ­მა­ოდ დი­დია. ერთ-ერთი მათ­გა­ნი სწო­რედ ემი­ლი­ა­ნო მარ­ტი­ნე­სია.

დღეს ემი­ლი­ა­ნოს ის­ტო­რი­ას მო­გიყ­ვე­ბით, რო­მელ­მაც კარ­გი თა­მა­შის გარ­და უხერ­ხუ­ლი, თით­ქმის უხამ­სი ჟეს­ტი­თაც დაგ­ვა­მახ­სოვ­რა თავი, რი­თაც ქარ­თვე­ლი გულ­შე­მატ­კივ­რე­ბი ცოტა არ იყოს გა­ა­ღი­ზი­ა­ნა...

martinezzze-57222-1671512273.jpg

ემი­ლი­ა­ნო ფე­ხაკ­რე­ფით მი­ვი­და კარ­თან და შე­ი­ხე­და ოთახ­ში და და­ი­ნა­ხა, რომ იქ მამა ტი­რო­და, რო­მელ­საც არ შე­ეძ­ლო გა­და­სა­ხა­დე­ბის გა­დახ­და, შინ ერთი პე­სოც კი აღარ იყო. ჩვე­უ­ლებ­რივ, მარ­ტი­ნე­სე­ბი ერთი თვე იხ­დიდ­ნენ დე­ნის გა­და­სა­ხადს, ერთი თვე კი - ბუ­ნებ­რი­ვი აი­რის, თუმ­ცა ოჯა­ხის მდგო­მა­რე­ო­ბა იმ­დე­ნად დამ­ძიმ­და, რომ ეს სქე­მაც აღარ ჭრი­და.

emiliano1111-56986-1671512324.png

ემი­ლი­ა­ნოს მამა - ალ­ბერ­ტო თევზს ყიდ­და, დედა - სუ­ზა­ნა სას­ტუმ­როს დამ­ლა­გე­ბე­ლი იყო.

ემი­ლი­ა­ნო იშ­ვი­ა­თად ხე­დავ­და მა­მას - ის მუდ­მი­ვად მუ­შა­ობ­და. როცა ალ­ბერ­ტოს ვაჭ­რო­ბა არ მის­დი­ო­და, ოჯა­ხი საკ­ვე­ბის გა­რე­შე რჩე­ბო­და.

დი­ლა­ო­ბით სუ­ზა­ნა ემი­სა და მის ძმას ავ­ტო­ბუ­სის გა­ჩე­რე­ბამ­დე აცი­ლებ­და, შემ­დეგ იმა­ვე გა­ჩე­რე­ბი­დან სამ­სა­ხურ­ში მი­დი­ო­და. იმი­სათ­ვის, რომ ბავ­შვებს ეს­წავ­ლათ, ის და­მა­ტე­ბით მო­რი­გე­ო­ბებს იღებ­და და დღე­ში 12 სა­ათს მუ­შა­ობ­და. სუ­ზა­ნას სურ­და, რომ ბავ­შვე­ბის­თვის ისე­თი გა­ნათ­ლე­ბა მი­ე­ცა, რომ­ლი­თაც უკე­თე­სი ცხოვ­რე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა ექ­ნე­ბო­დათ.

რამ­დენ­ჯერ­მე მარ­ტი­ნე­სე­ბის სახ­ლს ქურ­დებ­მა მი­ა­კი­თხეს, თუმ­ცა იქ წა­სა­ღე­ბი არა­ფე­რი დახ­ვდათ. სა­პირ­ფა­რე­შო­საც კი არ ჰქონ­და კარი. ერთხელ ქურ­დებ­მა მარ­ტი­ნე­სე­ბის ძაღ­ლი პირ­და­პირ მათ სახ­ლში მოკ­ლეს. განაგრძეთ კითხვა