"გავიზარდე იმ მენტალიტეტით, რომ ოჯახში მამამ უკეთ იცის, რა ჯობია"- როგორ ოჯახზე ოცნებობდა ანჯელინა და რა ვერ აპატია ბრედ პიტს | Allnews.Ge

"გავიზარდე იმ მენტალიტეტით, რომ ოჯახში მამამ უკეთ იცის, რა ჯობია"- როგორ ოჯახზე ოცნებობდა ანჯელინა და რა ვერ აპატია ბრედ პიტს

ცნობილ ჰოლივუდელ მსახიობს ბრედ პიტს 18 დეკემბერს დაბადების დღე აქვს. როგორც იცით, ის მრავალშვილიანი მამაა. იყო დრო, როცა ანჯელინა ჯოლისა და ბრედ პიტს იდეალურ წყვილად მოიხსენიებდნენ და მსოფლიოს საუკეთესო მშობლებს უწოდებდნენ. ჯოლი-პიტის წყვილმა მსოფლიოს განუცხადა, რომ ბავშვების ბედნიერება მათთვის უპირველეს ადგილზეა. ახლა კი ყოფილი მეუღლეები იურიდიულ ბრძოლებში "ხოცავენ" ერთმანეთს. პროცესის შემდეგი რაუნდი კვლავ ბავშვების მეურვეობას ეხება, რომლებიც ცნობილ მამას იშვიათად ნახულობენ.

წყვილი ერთმანეთს 2003 წელს მისტერ და მისის სმიტების გადასაღებ მოედანზე შეხვდა. ბრედ პიტი დაქორწინებული იყო, ანჯელინა ჯოლი კი ნაშვილებ ვაჟს, მედოქსს ზრდიდა. თავიდან, როგორც მსახიობი ირწმუნებოდა, ისინი რომანტიკულ ურთიერთობას არ ეძებდნენ, მაგრამ შემდეგ მეგობრობა კიდევ რაღაცაში გადაიზარდა და გადამწყვეტი ფაქტორი ანჯელინას შვილობილი გახდა.

"ერთ დღეს მედოქსმა მას მამა უწოდა. სასტუმროს ნომრის იატაკზე მანქანებს ვთამაშობდით და ორივემ გავიგეთ მედოქსის ნათქვამი. არც ერთს არაფერი გვითქვამს, მხოლოდ ერთმანეთს გადავხედეთ. ეს იყო ალბათ ყველაზე გადამწყვეტი მომენტი, როდესაც მან ჩათვალა, რომ ჩვენ ერთი ოჯახი ვიქნებოდით." - განუცხადა ჯოლიმ ჟურნალ Vogue-ს

mr-mrs-smith-sm-1671432639.jpg

2005 წელს მსახიობმა ჯენიფერ ენისტონთან განქორწინების შესახებ განაცხადა. ჯოლიმ კი ეთიოპიელი გოგონას შვილად აყვანა ამცნო ქვეყნიერებას. პიტი ყველაფერში მხარს უჭერდა ცოლს. "ენჯი მეშვიდე ცაზეა, - განუცხადა ჯოლის დაახლოებულმა წყარომ ჟურნალ People-ს. - ახდენილი ოცნებაა. მას ყოველთვის სურდა დიდი ოჯახი“. 2006 წელს კი ლოს-ანჯელესის სასამართლომ დააკმაყოფილა წყვილის შუამდგომლობა და ამიერიდან მედოქსსა და ზაჰარას ორივე მსახიობის გვარი ჯოლი-პიტი უნდა ეტარებინათ. "ბრედი, ფაქტობრივად, ხტუნავს სიხარულისგან", - განაცხადა წყვილის ადვოკატმა.

იმავე წელს წყვილს შეეძინა ბიოლოგიური ქალიშვილი, შაილო. "ეს არის ქალი, რომელიც ბავშვებთან ურთიერთობას მსოფლიოში ყველაფერზე მეტად აფასებს", - განუცხადა მსახიობის მეგობარმა ჟურნალ People-ს. ამის შემდეგ წყვილმა კიდევ სამი წლის ბიჭი იშვილა ვიეტნამიდან, რომელსაც პაქსი დაარქვეს.

ციხე და ტყუპები2008 წელს მსოფლიომ გაიგო, რომ ჯოლი ისევ ორსულად იყო. ვარსკვლავურმა ოჯახმა გადაწყვიტა დაექირავებინა ფრანგული ციხე ვენახებით - ბავშვებს მეტი თავისუფლება და ნაკლები ცნობისმოყვარე თვალი რომ ჰქონოდათ. ოთხ წელიწადში კი ბრედმა საკუთარი ბრენდის ღვინოს გამოუშვა. წყვილმა კი ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ფრანგული მეორე ენაა მათ სახლში და ჰოლივუდის ვარსკვლავი საფრანგეთში აპირებდა მშობიარობას.

joli11-1671360573-1671432709.jpeg

„ჩვენ ვართ 1950-იანი წლების შეკრული ოჯახი, ბრედი კი ძალიან ძლიერი მამაა. ბრედმა საშობაოდ მშვენიერი რამ მაჩუქა. ეს არის წიგნების თარო, რომელზეც განთავსებულია წიგნები ყველა რელიგიაზე. ასე ვგეგმავთ შვილების აღზრდას“. - განუცხადა ჯოლიმ Vanityfair-ს. მსახიობის თქმით, წყვილი ფილანტროპიულმა ხედვამ გააერთიანა. "ობლები, მათი უფლებები, შვილები - ეს გვაახლოვებს და ხელს უწყობს ჩვენს ურთიერთობას“, - განმარტა ანჯელინამ.

ივლისში ტყუპი - ნოქსი და ვივიენი ნიცაში დაიბადა. „ქაოსია, მაგრამ ჩვენ ამას ვუმკლავდებით და მშვენივრად ვატარებთ დროს“, - უთხრა ჯოლიმ ჟურნალ People-ს. მედია იტყობინებოდა, რომ ექვსი წლის მედოქსი, ოთხი წლის პაქსი, სამი წლის ზაჰარა და ორი წლის შაილო ტკბებოდნენ ზაფხულით ღია ცის ქვეშ და ციხის უზარმაზარ ტერიტორიაზე დამალობანას თამაშობდნენ. პიტმა დაამატა: "ეს ჯერ კიდევ გუგულის ბუდეა". განაგრძეთ კითხვა

myquiz