როგორ გამოიმუშავა ადამ სენდლერმა 440 მილიონი დოლარი? | Allnews.Ge

როგორ გამოიმუშავა ადამ სენდლერმა 440 მილიონი დოლარი?

ამერიკელი მსახიობი და პროდიუსერი ადამ სენდლერი ჰოლივუდის ერთ-ერთი უმდიდრესი კომიკოსია. ის ერთ-ერთ ყველაზე მაღალანაზღაურებად ადამიანად ითვლება. მსახიობი, რომელმაც კარიერა გასართობ ინდუსტრიაში დაიწყო, როგორც Saturday Night Live-ის წევრმა, 2022 წლის მდგომარეობით მე-3 უმდიდრესი კომიკოსია.

გავრცელებული ინფორმაციით, ის დღეს ერთი კონცერტიდან სულ მცირე 20 მილიონ დოლარს გამოიმუშავებს.

საინტერესოა, როგორ დაიწყო ადამ სენდლერმა მისი კარიერა?

ადამ რიჩარდ სენდლერი, დაიბადა 1966 წლის 9 სექტემბერს ბრუკლინში.

დედამისი ჯუდით ლევინი საბავშვო ბაღის მასწავლებელი იყო, ხოლო მისი მამა სტენლი სენდლერი ელექტრო ინჟინერი. თავის დროზე სენდლერების ებრაული ოჯახი, რუსეთიდან ამერიკაში ემიგრანტებად გადავიდნენ. ადამი მხოლოდ 6 წლის იყო, როდესაც ამერიკაში დაიწყო ცხოვრება.

adam-sandler-childhood-1460788828-1671432097.webp

ადამმა მანჩესტერ ცენტრალური საშუალო სკოლა დაამთავრა. როდესაც ის ჯერ კიდევ მოზარდი იყო, სენდლერს ებრაულ ახალგაზრდულ ჯგუფში სახელწოდებით BBYO იცნობდნენ. აღსანიშნავია, რომ ის საოცრად კარგად სწავლობდა თუმცა, კომედიური ხრიკების გამო, ბევრ შენიშვნასაც აძლევდნენ.

საშუალო სკოლის დასრულების შემდეგ ადამმა ნიუ-იორკში, ლი სტრასბერგის თეატრისა და კინოს ინსტიტუტში გააგრძელა სწავლა. შემდეგ კი ნიუ-იორკის უნივერსიტეტის ტიშის ხელოვნების სკოლაში.

კინოდებიუტამდე ის სხვადასხვა კომედიურ კლუბებში გამოდიოდა, რამაც მის კარიერაზე დიდი გავლენა მოახდინა. ერთ-ერთ კომედიურ კლუბში ამოსვლის დროს, ის კომიკოსმა დენის მილერმა შეამჩნია. მილერმა სენდლერი Saturday Night Live-ის პროდიუსერს, ლორნ მაიკლს ურჩია. განაგრძეთ კითხვა