იცით, რა კავშირია ბარბარობასა და ლობიანებს შორის? | Allnews.Ge

იცით, რა კავშირია ბარბარობასა და ლობიანებს შორის?

17 დე­კემ­ბერს, წმი­და დიდ­მო­წა­მე ქალ­წუ­ლის, ბარ­ბა­რეს ხსე­ნე­ბის დღეს ლო­ბი­ა­ნებს აცხო­ბენ. რა კავ­შირ­შია ეს ტრა­დი­ცია დღე­სას­წა­ულ­თან?

ქრის­ტი­ა­ნუ­ლი ბარ­ბა­რეს კულ­ტი წარ­მო­იშ­ვა და გავ­რცელ­და აღ­მო­სავ­ლე­თის მარ­თლმა­დი­დე­ბელ­თა შო­რის. ევ­რო­პის კა­თო­ლი­კურ ქვეყ­ნებ­ში მი­აჩ­ნდათ ცე­ცხლი­სა და ქა­რიშ­ხლი­სა­გან მფარ­ველ წმინ­და­ნად, იგი აგ­რეთ­ვე მი­აჩ­ნდათ ხე­ლო­სან­თა მფარ­ვე­ლად. მორ­წმუ­ნე ქარ­თვე­ლებს იგი წარ­მოდ­გე­ნი­ლი ჰყავ­დათ რო­გორც ქა­ლე­ბის, ფუ­რე­ბის და სა­ერ­თოდ ბუ­ნე­ბის ნა­ყო­ფი­ე­რე­ბის მფარ­ვე­ლი ქალღვთა­ე­ბა. ბარ­ბა­რო­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში წი­ნაქ­რის­ტი­ა­ნუ­ლი ხა­ნის წარ­მოდ­გე­ნებ­საც შე­ი­ცავს.

a26-a492-c-67-b1-4-c9-e-901-a-cf1-ce6507-e0-d-1671264783.jpg

ქარ­თვე­ლე­ბი ბარ­ბოლს, ბარბლა­შის (სვა­ნე­თი) და ბარ­ბა­ლეს სა­ხით თაყ­ვანს სცემ­დნენ ამა­ვე სა­ხელ­წო­დე­ბის წი­ნაქ­რის­ტი­ა­ნუ­ლი მზის ად­გი­ლობ­რივ ღვთა­ე­ბას.

ქარ­თულ წარ­მარ­თულ პან­თე­ონ­ში აქ­ტი­უ­რი ად­გი­ლი ეკა­ვა მზის ღვთა­ე­ბას და მის დე­დას აისს–ბარ­ბა­ლეს. მათ­და­მი პა­ტივ­სა­ცე­მად დღე­სას­წა­ულ­ზე აცხობ­დნენ მზის დის­კოს ფორ­მის ღვე­ზე­ლებს, ყვე­ლი­ან და კვერ­ცხი­ან კვე­რებს (და­ახ­ლო­ე­ბით ხა­ჭა­პუ­რის მსგავსს). ამ კვე­რებს მზის სა­პა­ტივ­ცე­მუ­ლოდ მრგვა­ლი ფორ­მა და ყვი­თე­ლი გული ქონ­და...

რო­დე­საც გაქ­რის­ტი­ან­და ქვე­ყა­ნა, არ­სე­ბუ­ლი წარ­მარ­თუ­ლი წმინ­და­ნი­სა და ახა­ლი ბარ­ბა­რეს სა­ხე­ლე­ბის ფო­ნე­ტი­კუ­რი დამ­თხვე­ვის გამო მოხ­და მათი შერ­წყმა. შე­დე­გად აღი­ნიშ­ნე­ბო­და ბარ­ბა­რო­ბა ბარ­ბა­ლო­ბის წე­სე­ბის რამ­დე­ნად­მე შე­ნარ­ჩუ­ნე­ბით. თუმ­ცა ბარ­ბა­რო­ბა მარ­ხვას ით­ვა­ლის­წი­ნებ­და, ყვე­ლი და კვერ­ცხი კი აღარ გა­მოდ­გე­ბო­და. შე­დე­გად ფარ­შის სა­ხით მზის ფორ­მის კვე­რებ­ში გაჩ­ნდა ყვე­ლა­ზე ხელ­მი­საწ­ვდო­მი სა­მარ­ხო პრო­დუქ­ტი - ლო­ბიო.

სავარაუდოდ, ლობიოს შემოსვლამდე მისი გულსართი ოსპით, ცულისპირათი ან მუხუდოთი მზადდებოდა. ბარბარობის ლობიანებს კი ასე ამზადებენ: მოხარშულ ლობიოს შეუდგამენ გამდინარე წყალს, გადააცლიან ფერფლს და დაჭყლეტენ, შეანელებენ მარილითა და წიწაკით, ჩადებენ საფუვრიან ცომში და ხაჭაპურებივით აცხობენ.

50905754-289663541748931-5195439139868114944-n-1671264873.jpg

ტრადიციულად, ლობიანები თონეში ცხვება, მაგრამ ჩვეულებრივ ოჯახის პირობებში ტაფაზე და ღუმელშიც აცხობენ. არასამარხვო ლობიანების გულსართი ღორის ქონით ან ლორთან ერთად მოხარშული ლობიოთი კეთდება. სამარხვო ვარიანტში კი ცხოველურ ცხიმს ზეთი ცვლის. იხი­ლეთ სტა­ტია სრუ­ლად

myquiz