როგორი სახლები აქვთ ცნობილ ფეხბურთელებს?- იხილეთ ვარკვლავების მილიონიანი აპარტამენტები
არავისთვის არის სიახლე, რომ თანამედროვე ფეხბურთში ასტრონომიული თანხები ტრიალებს, შესაბამისად, ფეხბურთელბსაც უხვად უხდიან. შესაბამისად, ვარსკვლავები ფუფუნებაში ცხოვრებას მოკლებულები ნამდვილად არ არიან. ნახეთ ფეშენებელური სახლები, რომლებშიც ფეხბურთელები ცხოვრობენ
1. ლიონელ მესი
ლიონელ მესი უდავოდ ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია. ფორვარდს 825 საკლუბო მატჩში 690-ზე მეტი გოლი აქვს გატანილი. მესი ამჟამად "პარი სენ-ჟერმენში“ თამაშობს, ამიტომ საფრანგეთის დედაქალაქში სკაუთარ სახლში ცხოვრობს. მაგრამ ის ასევე ფლობს უძრავ ქონებას სხვა ქვეყნებშიც.
მათგან ყველაზე შთამბეჭდავია მისი სასახლე ესპანეთში, სადაც მან თავისი სათამაშო კარიერის უმეტესი ნაწილი გაატარა.
ბარსელონას "ყველაზე ძვირადღირებულ გარეუბანში“ მდებარე სასახლეში საცხოვრებულ ზონასთან ერთად განთავსებულია სპა, საცურაო აუზი, კინოთეატრი და სპორტული დარბაზი.
2. კრიშტიანუ რონალდუ
მიუხედავად იმისა, რომ ბევრი გულშემატკივარი მესის მიიჩნევს ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელად, ასევე ძალიან ბევრი ფიქრობს, რომ ამ წოდებას მისი დიდი ხნის მეტოქე, პორტუგალიელი ვარსკვლავი კრიშტიანუ რონალდუ იმსახურებს. როგორც ამბობენ, ის კარიერის მიწურულსაც კი გოლის გაჩარხვის მანქანად რჩება. მისი უძრავი ქონებიდან გამორჩეულია მისი სახლი პორტუგალიაში, რომელიც განსაცვიფრებელი ტრანსფორმაციის შედეგია.
მან 2015 წელს იყიდა ძველი საწყობი მადეირაში და შენობა სასახლედ გადააქცია. ის შვიდსართულიანია და გადაყურებს ოკეანის შეუდარებელ ხედს. რაც შეეხება სხვა მაჩვენებლებს, ქონება მოიცავს ორ გიგანტურ საცურაო აუზს. იქ ფეხბურთის მოედანსაც ნახავთ.