ვინ არის ქველმოქმედი, რომელიც შესაძლოა, YouTube-ის პირველი მილიარდერი ბლოგერი გახდეს | Allnews.Ge

ვინ არის ქველმოქმედი, რომელიც შესაძლოა, YouTube-ის პირველი მილიარდერი ბლოგერი გახდეს

ჯიმი დონალდსონი, უფრო კი ცნობილი, როგორ MrBeast მსოფლიოში ყველაზე მაღალანაზღაურებადი ბლოგერია. მისი ქონება ამჟამად 500 მილიონ დოლარს შეადგენს და შესაძლოა, სულ მალე ეს თანხა გაორმაგდეს. შესაბამისად, დონალდსონს აქვს შანსი, YouTube-ის პირველი მილიარდერი ბლოგერი გახდეს.

24 წლის ჯიმიმ გასულ ზამთარს შოკოლადის ბრენდი Fastballs-ი ჩაუშვა. მისი ვიდეოებიც სწორედ აღნიშნული ბრენდის პოპულარიზაციას მოიცავს.

გასულ წელს ბლოგერმა 54 მილიონი დოლარი გამოიმუშავა, აქედან 32 მილიონი იყო რეკლამიდან, 9 მლნ კი სპონსორების კონტენტიდან.

აღსანიშნავია, რომ ჯიმის ყველაზე მეტი გამომწერიც ჰყავს YouTube-ზე. მისი აუდიტორია 112 მლნ ადამიანს მოიცავს. 2022 წელს მისი შემოსავალი, რომელიც უკვე ყველაზე მაღალია ნებისმიერ სოციალურ ქსელში ბლოგერებს შორის, გაორმაგდება და 110 მილიონ დოლარამდე გაიზრდება.

9-15-1670237116-1670307863.jpg

ჯიმის ვიდეოებს ჩვეულებრივ აქვს ბიუჯეტი 1,5-3 მილიონი დოლარის ფარგლებში და მათში ის აკეთებს ყველანაირ სისულელეს (ითვლის 100 000-მდე ან 50 საათის განმავლობაში კუბოში ასვენია) და გასცემს დიდ თანხას (10 000-დან 1 მილიონ დოლარამდე) დავალებისთვის, როგორიცაა ლაზერით დაცული საწყობიდან ბრილიანტის მოპარვა ან მინდვრის შუაში მოხატულ წრეში ყოფნა. თუმცა, YouTube-ის, Facebook-ის და TikTok-ის წყალობით, ბლოგერი ბევრად მეტს გამოიმუშავებს.

„მართალი გითხრათ, ჩემი პირველი სარეკლამო კონტრაქტისთვის 10 000 დოლარი ავიღე და მაშინვე გავეცი, უსახლკაროებს მივეცი. არ მინდა ამით ვიტრაბახო, უბრალოდ ვიგრძენი, რომ ასე უკეთესი იქნებოდა. მე ვცხოვრობ სამყაროში, სადაც ხარჯავ 10-ს, სამაგიეროდ შეგიძლია გამოიმუშავო 20“, - ამბობს დონალდსონი.

ბლოგერი თავისი სტუდიის ერთადერთი მფლობელია, მაგრამ ბიზნესის მცირე ნაწილის გაყიდვას არ გამორიცხავს. თუ ამ ჩანაფიქრს ის სისრულეში მოიყვანს, 10%-ში 150 მლნ დოლარს აიღებს, ასეთი ძვირად ღირებული გარიგების შედეგად, სტუდიის ჯამური ღირებულება 1,5 მილიარდ დოლარს მიაღწევს, რაც ნიშნავს, რომ მისი დამფუძნებელი გახდება პირველი მილიარდერი YouTube-ზე. განაგრძეთ კითხვა