მოგზაურობის მოყვარული ცნობილი ფსიქოლოგის უცნობი ცხოვრება: ინტერვიუ ზურა მხეიძესთან
30 წელზე მეტია ატარებს ლექციებსა და ტრენინგებს მართვისა და კომუნიკაციის მიმართულებით... აღმოსავლეთ უნივერსიტეტის ასოცირებულ პროფესორს აქვს 25 წლიანი კონსულტაციის გამოცდილება, 20-მდე საჯარო თუ კერძო კომპანიასთან მართვის და საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში... სხვადასხვა დროს კითხულობდა ლექციებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, საქართველოს უნივერსიტეტში, საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში, მონაწილეობდა 30-მდე კვლევასა და საკონსულტაციო პროექტებში...
ვინაიდან ზურა მხეიძის ვიდეოებს ყველაზე მეტი ნახვები აქვს, მისი პიროვნება უდიდესს ინტერესს იწვევს... ჩვენი დაჟინებული თხოვნით, ცნობილმა ფსიქოლოგმა თავისი ცხოვრების შესახებ ჩვენს შეკითხვებს უპასუხა...
- ბატონო ზურა, როგორ იხსენებთ დღეს თქვენს ბავშვობას?
- ბავშვობა ძალიან კარგად მახსენდება... საბურთალოზე, პეკინის ქუჩაზე ვიზრდებოდი, მერე მიემატა კორპუსები, მაგრამ მაშინაც კარგად დასახლებული უბანი იყო .
- ბევრი ცნობილი ადამიანი ემადლიერება "ქუჩის აკადემიას", რაც იქ ვისწავლეთ, სხვაგან ვერ ვისწავლიდითო...
- ასეთი არ ვიყავი... ქუჩაში პრობლემა არასოდეს შემქმნია არც ეგრეთწოდებულ "ქუჩის აკადემიის" წარმომადგენლებთან და არც არა წარმომადგენლებთან. ურთიერთობები ძირითად მეგობრული იყო.
- როდის და რატომ გადაწყვიტეთ ამ პროფესიას გაყოლოდით?
- ამ პროფესიას რომ გავყოლოდი, მერვე კლასში გადავწყვიტე... დეტექტივები ძალიან მიყვარდა, კარგი გამომძიებელი ვერ იქნები თუ ადამიანის ფსიქოლოგიაზე წარმოდგენა არ გაქვს... მაინტერესებდა და მიყვარდა ადამიანის ქცევის ანალიზი გარკვეულად ადამიანის ქცევის წინასწარ განსაზღვრა შემეძლო. ამ ინტერესის გამო ფსიქოლოგიას მივაგენი...რასაკვირველია ახლა რომ შესაძლებელია ინფორმაციის მიღება და ლიტერატურაზე წვდომა ასეთი ადვილი არ იყო, თუმცა რაც დეფიციტურია, უფრო ძვირფასია! ვიღაცისგან ნათხოვარი წიგნით, ან თხოვნით ჩამოტანილით ხდებოდა ხელმისაწვდომი. ხშირად სასურველი წიგნი რომ წაგეკითხა საჯარო ბიბლიოთეკაში უნდა წასულიყავი... საჯარო ბიბლიოთეკაში კარგი ატმოსფერო იყო, ძალიან სასიამოვნო იყო იქ ყოფნა.
- იმ დროს საჯარო ბიბლიოთეკას ცნობილი მწერლები, საზოგადო მოღვაწეები სტუმრობდნენ...
- იქ ჩემს პედაგოგებს შევხვედრილვარ... ბიბლიოთეკა მაშინ უფრო ბიბლიოთეკა იყო, ვიდრე შეხვედრის ადგილი. ისევე როგორც კინო ფილმის ნახვა და არა რიტუალი... ახლა მაგალითად, ისეთი ფილმებია, სანახავადაც არ ღირს, მაგრამ რიტუალია, რომ კინოში წახვიდე. მაშინ ფილმის სანახავად, კონკრეტული რეჟისორის ნამუშევრის გასაცნობად მიდიოდი.
- არ გახსენდებათ ბავშვობაში ისეთ ცნობილ პიროვნებასთან შეხვედრა, რომელმაც თქვენზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება დატოვა?
- არა, სხვათა შორის... აუცილებელი არაა ცნობილი, საზოგადო მოღვაწე იყოს, ადამიანი რომელმაც რაღაც თუნდაც ოდნავ კარგისკენ შეცვალა ადამიანი, ასეთი ... როგორც ამბობენ , სულ ცხოვრებაში მაქსიმუმ 17-18 ადამიანი ახდენს ადამიანზე გავლენას, ისე რომ პიროვნების ცხოვრებაში რაღაც შეცვალოს. ასეთი ადამიანი შეიძლება იყოს ვიღაც ავტორიტეტი, ან უბრალოდ ვინმე მგზავრი, რომელსაც ერთი საათით შეხვდი მატარებელში და მეტად არც გინახავს. შეიძლება ვიღაცასთან ერთწუთიანი შეხვედრა იყოს და ამან შეცვალოს რაღაცა ადამიანის ცხოვრებაში, მის პიროვნებაში. განაგრძეთ კითხვა