ქალი რომის პაპის ტახტზე - შოკისმომგვრელი შემთხვევა, რომელმაც სიმართლეს ფარდა ახადა: ვინ იყო პაპი იოანა? | Allnews.Ge

ქალი რომის პაპის ტახტზე - შოკისმომგვრელი შემთხვევა, რომელმაც სიმართლეს ფარდა ახადა: ვინ იყო პაპი იოანა?

ის ფაქტი, რომ კათოლიკური ეკლესიის წინამძღვრებს უამრავი ცოდვა აქვთ ჩადენილი სიახლეს არავისთვის წარმოადგენს. თუმცა არის ერთი თემა, რომელზე საუბარსაც რომის კათოლიკური ეკლესია განსაკუთრებით გაურბის. ლეგენდის თანახმად, ის ეკლესიამ სიკვდილით დასაჯა, რის შემდეგაც მისი მოღვაწეობის დამამტკიცებელი ყველა დოკუმენტი გაანადგურა.

ასეთია რომის ერთადერთი ქალი პაპის იოანა მერვეს მოკლე ბიოგრაფია, თუმცა მისი ცხოვრება ვერც ამ სიტყვებში ჩაეტევა და არც იმით შემოიფარგლება, რაც ქვემოთ უნდა გიამბოთ.

საქმე ისაა, რომ არსებობს მითი, რომლის მიხედვით, აკრძალვების მიუხედავად, რომის პაპის ტახტზე მამაკაცის სამოსში გადაცმული ქალი, სახელად აგნესა ავიდა და იოანა მერვე იწოდა. ეს მოხდა 855 წელს პაპ ლევ IV-ის გარდაცვალების შემდეგ. ქალი ვატიკანს ორ წელზე მეტ ხანს მართავდა ისე, რომ მისი სქესი არავინ იცოდა.

papesse-jeanne-bnf-francais-599-fol-1669460078._88.jpg

ისტორია მაშინ დაიწყო, როცა 14 წლის ობოლმა გოგონამ თავის რჩენით მიზნით ბიჭის სამოსი მოირგო, იოანა დაირქვა და მონასტერს მიაშურა. მისი გონებამხვილობა და შრომისუნარიანობა უყურადღებოდ სასულიერო პირებს არ დარჩენიათ, „ძმა“ იოანა ლანგლუი თავისად მალევე მიიღეს და ბერადაც აღკვეცეს, თუმცა გოგონამ შეცდომა მაშინ დაუშვა, როცა ერთ მონაზონს დაუმეგობრდა და თავისი დიდი საიდუმლოც გაუმხილა.

filme-papisa-joana-1669460218.jpg

იმ დღის შემდეგ ისინი დროს სულ ერთად ატარებდნენ და მონასტერშიც ჭორები მათი სასიყვარულო ურთიერთობის შესახებ სწრაფად გავრცელდა. აგნესას საიდუმლო რომ არ გამჟავნებულიყო, გოგონები იძულებულნი გახდნენ მონასტერი დაეტოვებინათ. ისინი ჯერ ათენში წავიდნენ, შემდეგ იოანამ ( იგივე აგნესამ) ვატიკანში წასვლა და სასულიერო მოღვაწეობის იქ გაგრძელება გადაწყვიტა. მან ჯერ რომის პაპის კარზე მდივნის როლი მოირგო, შემდეგ კი მაშინდელი პაპის ლევ IV-ის ნდობით აღჭურვილი პირი და მისი რჩეული გახდა. პაპმა სიკვდილის წინ მემკვიდრეობაც სწორედ მას დაუტოვა.

ლეგენდის თანახმად, ასე მოხვდა ქალი პაპის ტახტზე და მის სქესს ეჭვის თვალით არავინ უყურებდა, თუმცა აგნესა დაფეხმძიმდა და მისი ბედის ბორბალიც უკუღმა დატრიალდა. პირველ თვეებში ქალი ამას მარტივად მალავდა, მაგრამ როცა მუცელი გაეზარდა, საჯარო გამოსვლები შეწყვიტა და ავადმყოფობა მოიმიზეზა.

საუბედუროდ, სწორედ ამ პერიოდში ქვეყანა ეპიდემიამ მოიცვა და ხალხს ერთადერთ მხსნელად სწორედ ის ეგულებოდა. იოანა ვეღარ ახერხებდა დრო მშობიარობამდე გაეწელა და იძულებული გახდა, რომში მსვლელობა მოეწყო. ამბობენ, ზეცა შავმა ბურუსმა დაფარაო, ამინდის გაუარესებას, მისი ცუდად გახდომაც მოჰყვა თან და აგნესას მშობიარობა შუა ქუჩაში, უამრავი ადამიანის თვალწინ დაეწყო. ხალხი უყურებდა, როგორ ყვიროდა ძირს გართხმული სისხლში გახვეული მათი პაპი, რომელმაც იმ წამებში გარდაცვლილი ბავშვი დაბადა.

11-1669460180.png

ioana3-1669460228.jpg

სრულიად ეკლესიას ელდა ეცა, ის ჯერ საკუთარ ცხენზე გამობმული ქუჩებში ათრიეს შემდეგ კი ჩაქოლეს. ასეთია ლეგენდარული იოანა VIII-ს ისტორია, თუმცა დანამდვილებით არავინ იცის, არსბობდა თუ არა სინამდვილეში ეს ქალბატონი. განაგრძეთ კითხვა

-

იმის გამო, რომ მსგავსი ისტორია აღარასოდეს განმეორებულიყო პაპის არჩევის დროს ვატიკანში ერთი უცნაური ჩვეულება დაწესდა, რომლის შესრულებაც სავალდებულო გახდა. ფოტოზე ხედავთ რიტუალს, რომლის დროსაც სასქესო ორგანოს უმოწმებენ მომავალ პაპს.

58a474af4edeb882bcd6a993b7295aac-1669460207.jpg

რიტუალი აუცილებლად სრულდებოდა პაპის კურთხევამდე რამდენიმე დღით ადრე. მომავალი პაპი ჯდება სავარძელზე, რომლის ქვეშაც დამალულ სივრცეში ექცევა მისი სასქესო ორგანოები. ამის შემდეგ სავარძლის ქვეშ ხელს ჰყოფს დიაკონი ან რომელიმე კარდინალი და უმოწმებს მამაკაცურ ღირსებას. იმის შემდეგ რაც ხელით მოსინჯავს და დარწმუნდება რომ ყველაფერი რიგზეა, ის ორჯერ დაიყვირებს "ovum - კვერცხი".

myquiz