როგორ ცეკვავს გოჩა ჩერტკვოევი (ვიდეო) - ცნობილი მოცეკვავის წარმატების გზა და ოჯახური ფოტოები
გოჩა ჩერტკოევი და მისი მეუღლე შორენა 90-იანი წლებიდან ამერიკაში ცხოვორბენ. წლების მანძილზე მათ არაერთ პრესტიჟულ ტურნირში გაიმარჯვეს.
არც ისე დიდი ხნის წინ მათ დალასში გახსნეს თავიანთი სტუდია - Gocha & Shorena's Center of Dance, რომელიც დიდი პოპულარობით სარგებლობს.
ცენტრში ბავშვებიც დადიან და უფროსებიც, რომლებსაც ან პროფესიონალურად უნდათ ცეკვების შესწავლა, ან კიდევ საქორწილო ცეკვის დადგმა სურთ.
გოჩას და შორენას ცეკვის ვიდეო წლების წინ
რაც შეეხება სახლს, წყვილი ვაჟთან - ლევანთან ერთად ცხოვრობს და როგორც ამბობენ, ძალიან მეგობრობენ ამერიკაში მცხოვრებ ქართველ კალათბურთელ ზაზა ფაჩულიასთან. ზაზა ხშირად სტუმრობს მათ - მოცეკვავეების სახლი, როგორც ფოტოებიდან ჩანს, ეკლექტიკურია.
გოჩა ჩერტკოევის ვაჟი