"80 წელია ამ აქ არაფერი აშენებულა" - კაცი, რომელმაც მამა-პაპისეული ადგილის გასაცოცხლებლად შეუძლებელი შეძლო | Allnews.Ge

"80 წელია ამ აქ არაფერი აშენებულა" - კაცი, რომელმაც მამა-პაპისეული ადგილის გასაცოცხლებლად შეუძლებელი შეძლო

ხე­ლოვ­ნე­ბათმცოდ­ნემ, სკრიპ­ტოგ­რაფ­მა, ექ­ვთი­მე თა­ყა­იშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის სა­ქარ­თვე­ლოს სა­ის­ტო­რიო სა­ზო­გა­დო­ე­ბის წევ­რმა გი­ორ­გი გი­გა­ურ­მა ხევ­სუ­რეთ­ში სახ­ლი მამა-პა­პი­სე­ულ ად­გი­ლას აა­შე­ნა ... რო­გორც თა­ვად ამ­ბობს, თით­ქმის გამ­ქრა­ლი ულა­მა­ზე­სი სოფ­ლის­გან, შე­იძ­ლე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში კი­დევ ერთი კარ­გი ეთ­ნოგ­რა­ფი­უ­ლი კუ­თხე გაჩ­ნდეს. უკვე არ­სე­ბობს სოფ­ლის აღ­დგე­ნის პრო­ექ­ტიც.

გი­ორ­გი გი­გა­უ­რი:

- ქალ­ქვის­თავ­ში, რო­მე­ლიც ოფი­ცი­ა­ლუ­რად სო­ფელ ბლოს ტე­რი­ტო­რი­აა, 80 წე­ლია აღა­რა­ფე­რი აშე­ნე­ბუ­ლა. კლდის ფორ­მის სახ­ლი, რო­მე­ლიც სამი სარ­თუ­ლი გა­მო­ვი­და, სა­კუ­თა­რი ძა­ლით ავა­გე უგზო სო­ფელ­ში, იქ, სა­დაც ჩემი მამ-პა­პი­სე­უ­ლი ად­გი­ლია... სახ­ლს კი­დევ ბევ­რი შიდა მა­სა­ლე­ბი სჭირ­დე­ბა, ნა­წი­ლი მაქვს, მსურს აივ­ნე­ბიც გა­ვუ­კე­თო. კლდის ფორ­მას­თან მი­ვა­სა­და­გე, რად­გან "ქა­ლი­ოქ­როს" კლდეა თავ­ზე... კლდის ფორ­მა კო­ტე­ჯი, ქვის ფაქ­ტუ­რი­ა­ნი სა­ხუ­რა­ვით... იქ­ვეა უძ­ვე­ლე­სი მზის სა­ა­თი ქვა­ზე""ქა­ლი­ოქ­როს" კლდე დღე­მე­ტო­ბის გა­მო­სათ­ვლე­ლი. ამ ფო­ტო­ზე, მზის სა­ა­თი ქვა­ზე 2 სა­ა­თია. 2022 წლის 15 აგ­ვის­ტო.

315873186-799059647863621-5520302936819593793-n-36929-1669278139.jpg

მა­ნა­ნა ნა­რი­მა­ნი­ძე, და­ვით ნო­ზა­ძე და მა­მუ­კა ლი­ქო­კე­ლი მო­მეხ­მარ­ნენ. მათი დახ­მა­რე­ბით გა­და­ვი­ტა­ნე მა­სა­ლა. ორ­ჯერ ჩემი გუ­ლის­თვის გა­და­ვი­და შვე­ულმფრე­ნი... კო­ტე­ჯის დად­გმა­ში ად­გილ­ზე აწყო­ბა­ში მო­მეხ­მარ­ნენ: ბე­სა­რი­ონ ბოგ­ვე­ლი, დათო გი­გა­უ­რი, გი­ორ­გი ბა­ლი­აშ­ვი­ლი ( მოს­წავ­ლე) , მირ­ზა ჭინ­ჭა­რა­უ­ლი... როშ­კის მა­ცხოვ­რებ­ლე­ბი ცხე­ნით მო­მეხ­მარ­ნენ - მინ­დია წიკ­ლა­უ­რი, შოთა წიკ­ლა­უ­რი, მად­ლო­ბა ყვე­ლას!

სა­მარ­ხი­ლე გზა იყო ძვე­ლად და იმის აღ­დგე­ნა მინ­და, ყვე­ლა­ზე უბ­რა­ლო თხოვ­ნა მაქვს მთავ­რო­ბას­თან. გზა რომ გა­კეთ­დე­ბა, მე­ზობ­ლე­ბიც მო­მივ­ლენ, სა­მეც­ნი­ე­რო შეხ­ვედ­რე­ბის ად­გი­ლიც გაჩ­ნდე­ბა. "ბუ­ნე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის უბა­ნი" - თა­ნა­მედ­რო­ვე და შე­სა­ფე­რი­სი ფორ­მე­ბია... ჩემ­თვის ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რია მამა-პა­პი­სე­უ­ლი ად­გი­ლის გა­ცო­ცხლე­ბა, სა­მეც­ნი­ე­რო შეხ­ვედ­რე­ბის­თვის ად­გი­ლის, გა­რე­მოს მო­წყო­ბა. ეს იქ­ნე­ბა ღია მუ­ზე­უ­მი ბუ­ნე­ბა­ში... აქე­დან პირ­და­პირ ვუ­ყუ­რებ წმი­და ცრო­ლის მთას.

315955603-806975293727156-4141251575505964548-n-1-36939-1669278151.jpg

- ანუ მამა-პა­პი­სე­უ­ლი ად­გი­ლის გა­სა­ცო­ცხლებ­ლად შე­უძ­ლე­ბე­ლი შე­ძე­ლით...

- დიახ... ემო­ცი­უ­რად დიდი რა­მაა მამა- პა­პის ნა­სახ­ლა­რის გა­ცო­ცხლე­ბა, მთე­ლი რი­ტუ­ა­ლია ჩა­სა­ტა­რე­ბე­ლი - იქ "სახ­ლის სა­ნათ­ლა­ვი". ჩემი დიდი პაპა - ახა­ლა სა­ლო­ცა­ვის ხუ­ცე­სი იყო და ხევ­სუ­რეთ­ში ცნო­ბი­ლი რჯუ­ლის კაცი. პა­პას სამჭდ­ლო ჰქონ­და, ხე­ლო­ბა კარ­გად იცო­და... ქალ­ქვის­თავ­ში სახ­ლის აგე­ბა ჩემი ბავ­შო­ბის ოც­ნე­ბა იყო, სა­ლო­ცავ­ში ბავ­შვო­ბი­დან დავ­დი­ო­დით. სა­ლო­ცავს მი­მა­ბა­რეს და მერე ოჯა­ხი ყო­ველ ათენ­გე­ნო­ბას დავ­დი­ო­დით. სამი სა­ლო­ცა­ვია, ბლოს დავ­დი­ვართ. ორი დარ­ბა­ზი აღად­გი­ნეს მამა-პა­პის თა­ო­ბამ... განაგრძეთ კითხვა

myquiz