ყველაზე ძუნწი ადამიანი ისტორიაში - მილიონერი, რომელიც ნაგავსაყრელში იქექებოდა და საპონსაც კი არ ყიდულობდა | Allnews.Ge

ყველაზე ძუნწი ადამიანი ისტორიაში - მილიონერი, რომელიც ნაგავსაყრელში იქექებოდა და საპონსაც კი არ ყიდულობდა

ის 300 წელზე მეტი წლის წინ დაიბადა, მაგრამ დღევანდელ დღემდე სხვა ძუნწი სუპერმდიდრები მასთან შედარებით საოცრად უღიმღამოდ გამოიყურებიან.

დანიელ დენსერი ინგლისში1716 წელს მდიდარ სოფლის მეურნის ოჯახში დაიბადა. მამის გარდაცვალების შემდეგ მან იზრუნა 80 აკრ მინდორზე და სასოფლო-სამეურნეო მიწაზე. მისმა ქონებამ 10 000 ფუნტი სტერლინგი შეადგინა, რაც დღევანდელი კურსით 2, 2 მილიონ დოლარს შეადგენს.

ის იმდენად ძუნწი იყო, რომ ძვლების ნახარშით იკვებებოდა. ის ასევე ძალზე იშვიათად ბანაობდა და არასდროს იყენებდა საპონს, რადგან ხარჯის გაღება არ სურდა.

202211211551456227-1669117083.jpg

როგორც ცნობილია, დენსერი პალტოს არ ყიდულობდა, რადგან მიაჩნდა, რომ ის ძალიან ძვირი ღირდა. ამიტომ დანიელი ქუჩაში ნაპოვნი ძონძებით იკერავდა პალტოს.

ფეხსაცმელს ან ნაგავში პოულობდა, ან ფრანკეშტეინივით აგროვებდა ყველაფრისგან, რასაც იპოვიდა. დანიელი ტანსაცმლის ყველა ატრიბუტი თივისგან შედგებოდა. რა თქმა უნდა იგი თივას საკუთარ ყანაში აგროვებდა და არ ყიდულობდა.

ამბობენ, რომ როდესაც მისი და ძალიან ავად გახდა, უარი თქვა ექიმის გამოძახებაზე, რადგან ფულის გადახდა არ უნდოდა, რის შედეგადაც მისი და გარდაიცვალა 1766 წელს. დისგან მას დარჩა 1, 040 ფუნტი სტერლინგი, რაც დღევანდელი კურსით 258 000 ათასი დოლარია.

რა თქმა უნდა, დანიელ დენსერის უბადლო სიძუნწე იქცა არა მხოლოდ დაცინვის, არამედ მასზე ოხუნჯობის საბაბი. ერთი ასეთი შემთხვევა იყო. ერთ დღეს, ადგილობრივ მაღაზიის გამყიდველთან ნახმარი პერანგის გამო წაკამათდნენ; ის ღირდა 3 შილინგი და დანიელს არ სურდა ამაში 2 შილინგზე და 6 პენსზე მეტის გადახდა. ბოლოს გამყიდველმა ჯიუტ ძუნწს დაუთმო. დენიელმა გადაიხადა 3 შილინგი, მაგრამ გამყიდველმა ხურდის დაბრუნებაზე უარი უთხრა. მომხდარი უსამართლობის გამო აღშფოთებულმა მისტერ დენსერმა სასამართლოს მიმართა, რომელიც წააგო და რის გამოც იურიდიული ხარჯების- 5 შილინგის გადახდა დაეკისრა.

daniel-dancer-1669117095.jpg

ერთადერთი ადამიანი საკუთარი დის გარდა, იყო ლედი ტემპესტი, რომელიც ნახევარი საუკუნის განმავლობაში იყო მისი მეგობარი, იგი ყოველნაირად ცდილობდა გაეფერადებინა მისი უღიმღამო ცხოვრება, უჩიჩინებდა რომ ცოტა ფული დაეხარჯა საკუთარი თავზე და სახლის მოწესრიგებაზე. ლედი ტემპესტი უხვად დაჯილდოვდა სიკეთისთვის. როდესაც 1794 წლის შემოდგომაზე, 78 წლის დანიელ დენსერი გარდაიცვალა, მან მთელი თავისი დანაზოგი მას უანდერძა.

2500 ფუნტი ძროხების სადგომში, ნეხვის გროვაში იპოვეს, 600 ფუნტი ქვაბში, 200 საკვამურში, აღარ ვთვლით ბანკნოტების შეკვრას, რომლებიც დამალული იყო სასანთლეების და სკამების შალითების ქვეშ. ჯამში 10 ათასი ფუნტი. სამწუხაროდ, სამი თვის შემდეგ თავად სათნო ქალბატონიც მიიცვალა და უდიდესი ძუნწის მთელი სიმდიდრე ძმას დარჩა.

myquiz