როგორ გამოიყურებოდა სახლი, სადაც პრინცესა დიანა ცხოვრობდა | Allnews.Ge

როგორ გამოიყურებოდა სახლი, სადაც პრინცესა დიანა ცხოვრობდა

უელსის პრინცესა საოცრად იცვამდა, არაჩვეულებრივი გემოვნება ჰქონდა, რაც აისახებოდა არა მხოლოდ მის ჩაცმულობაზე, არამედ მისი სახლის ინტერიერზეც.

ლონდონის დასავლეთ ნაწილში მდებარე კენსიგტონის სასახლე რამდენიმე ასწლიან ისტორიას ითვლის. ის 1605 წელ აშენდა, როგორც გრაფ ნოტინგემის სახლი. პრინცესა დიანას საკუთრებაში სასახლე 1981 წელს გადავიდა, როდესაც ის ჩარლზის მეუღლე გახდა. ეს ახალდაქორწინებულების მთავარი რეზიდენცია გახლდათ.

სასტუმრო ოთახი

di11-1669105331.jpg

ამ ოთახის მთავარი ღირსება ფლამანდიური გობელენია. ოთახი მწვანე-ყვითელ ფერებშია გადაწყვეტილი. აქ არის მოოქროვილი ნივთებიც, მაგალითად, გობელენის ჩარჩო, პატარა მაგიდა, დივანი და სავარძელი.ელეგანტური დივანი სხვადასხვა ფერის ბალიშებითაა დამშვენებული. ოთახში არის ასევე საუცხოო ხალიჩა.

კაბინეტი

di8-1669105357.jpg

ამ სამუშაო ადგილას უფრო ვარდისფერი გამა ჭარბობს. ოთახს ოჯახური ფოტოები ამშვენებს. კაბინეტში შეგხვდებათ მკაცრი ელემენტები, მაგალითად კარადა, სადაც პრინცესა წიგნებს ინახავდა. განაგრძეთ კითხვა

myquiz