როგორ ღებულობს ერდოღანი სარგებელს რუსეთ-უკრაინის ომით? | Allnews.Ge

როგორ ღებულობს ერდოღანი სარგებელს რუსეთ-უკრაინის ომით?

თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ ტაიპ ერდოღანი ფლობს უნარს, ყველაზე რთული სიტუაციიდანაც კი ნახოს სარგებელი. ავტორიტალური ლიდერი კარგ ურთიერთობას ინარჩუნებს მოსკოვთანაც და კიევთანაც, უკრაინაში ომის პირობებში კი, ის ცდილობს, საკუთარი ავტორიტეტი აიმაღლოს - წერს BBC-ის რუსული გამოცემა.

ერთი ხელით, თურქეთი თანამშრომლობს მოსკოვთან, უარს ამბობს სანქციების დაწესებაზე და არც ქვეყნებს შორის რეისებს ცვლის. მეორეთი კი, უკრაინას აწვდის უპილოტო დრონებს და მარცვლეულის შეთანხმებაში პუტინის უკან მოტოვებას ცდილობს.

ერდოღანის ზეგავლენა იზრდება, მაგრამ რამდენ ხანს გასტანს მისი ორმაგი თამაში და რამდენად არ აისახება ეს ყველაფერი თურქეთის შიდა პოლიტიკურ და ეკონომიკურ ამბებზე, უცნობია.

"ულვაშებიანი ტარაკანი"

2018 წლის მაისი. პრეზიდენტობის კანდიდატის გამოცხადებამდე 6 თვით ადრე, ზელენსკიმ, თურქეთში იუმორისტული სცენა დადგა. ოსმალეთის იმპერიის პერიოდის პოპულარულ თავსაბურავში, რომელიც ათათურქის დროს აკრძალული იყო, მომავალმა პრეზიდენტმა ერდოღანს „ულვაშებიანი ტარაკანი“ უწოდა.

63635acd4e3fe0292470ec17-1669104442.webp

ოთხი წლის შემდეგ სურათი შეიცვალა.ზელენსკი და ერდოღანი ოფიციალური პარტნიორები ხდებიან.

ამ ოთხმა წელმა შეცვალა თურქეთიც და უკრაინაც. იუმორისტული სცენები დავიწყებას მიეცა...

თურქეთი აღმოჩნდა ერთ-ერთი იმ რამდენიმე ქვეყანას შორის, რომელმაც 2014 წლის ყირიმის ანექსიისა და დონბასის ნაწილის ოკუპაციის შემდეგ, დათანხმადა მიეყიდა უკრაინისთვის თავისი უპილოტოები, რომლებიც დღეს უკვე უკრაინის ბრძოლის ერთ-ერთი სიმბოლო გახდა.

თურქეთის პრეზიდენტი ყოველთვის ცდილობდა, ქვეყანა რეგიონში გავლენიანი პოლიტიკური მოთამაშე ყოფილიყო.

ომის პროცესში თურქეთი აგრძელებს Bayraktars-ის მიწოდებას უკრაინაში, ხოლო თვითმფრინავების კომპანია Baykar-მა, ომის მიუხედავად, უკვე დაიწყო კიევში ქარხნის მშენებლობა.

თავად ზელენსკი თურქეთში წარმოებულ ჯავშანს ატარებს.

ssss-1669037551-1669104459.png

ომის დაწყებიდანვე თურქეთმა მოაწყო მოლაპარაკებები რუსეთსა და უკრაინას შორის, მონაწილეობა მიიღო პატიმრების გაცვლაში და დაეხმარა უკრაინული მარცვლეულის ექსპორტის შესახებ შეთანხმების დადებას.

მაგრამ რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება ომი, მით უფრო მეტი კითხვა უჩნდება უკრაინასა და დასავლეთის ქვეყნებს თურქეთის მიმართ. ერთის მხრივ, ერდოღანი ღიად გმობს რუსეთის ქმედებებს უკრაინაში და ამტკიცებს, რომ ოკუპირებული ტერიტორიები - მათ შორის ყირიმი - უკრაინის კონტროლის ქვეშ უნდა მოექცეს. მეორე მხრივ, თურქეთი გახდა ნატოს ერთადერთი ქვეყანა, რომელმაც მოსკოვს სანქციები არ დაუწესა.

ერდოღანი მოლაპარაკებებში

თურქეთი არ შეუერთდა ევროპას, რომელმაც დახურა საჰაერო სივრცე და რუსული თვითმფრინავები აგრძელებენ ფრენებს თურქეთის აეროპორტებში. ქვეყანაში მიღებულ იქნა “მირ-ის“ ბარათები და რუსებს უფლება მიეცათ, უპრობლემოდ გაეხსნათ ანგარიშები ადგილობრივ ბანკებში. რომ აღარაფერი ვთქვათ იმაზე, რომ ევროპამ უარი თქვა რუსულ გაზზე, ის კვლავ თურქეთისკენ მიედინება.

ევროპელმა და ამერიკელმა პოლიტიკოსებმა ნათლად აჩვენეს, თუ როგორ აღშფოთებულნი არიან ერდოღანის საქციელით, რომელიც არსებითად ეხმარება რუსეთს. ამ შიშებს იზიარებენ უკრაინაშიც, სადაც ერდოღანის კრიტიკა ზაფხულის დასაწყისიდან ისმის. უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ბოლო თვეებში უკვე ორჯერ დაიბარა თურქეთის ელჩი, რათა "შეშფოთება გამოეხატა" რიგ საკითხებზე. უკრაინის ელჩმა თურქეთში ღიად დაადანაშაულა ერდოღანი მარცვლეულის ყიდვაში, რომელიც რუსეთმა უკრაინიდან მოიპარა. განაგრძეთ კითხვა

myquiz