ყველაზე ხარჯიანი მსოფლიო ჩემპიონატი ისტორიაში - რამდენი დახარჯა და რა ააშენა კატარმა | Allnews.Ge

ყველაზე ხარჯიანი მსოფლიო ჩემპიონატი ისტორიაში - რამდენი დახარჯა და რა ააშენა კატარმა

2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატმა ფეხბურთში სტარტი კვირას. მასპინძელი კატარი ამისთვის 12 წლის განმავლობაში ემზადებოდა და აქამდე მოსასვლელად 300 მილიარდ დოლარამდე დახარჯა. ქვეყნის დედაქალაქი დოჰა სრულიად გარდაიქმნა - აშენდა ახალი სტადიონები და სასტუმროები, რომლებმაც მილიონობით ტურისტს უნდა უმასპინძლონ მომდევნო თვეში.

წლევანდელი ტურნირი მრავალმხრივაა გამორჩეული. გარდა იმისა, რომ ყველაზე ძვირად ღირებულია ისტორიაში, ეს იქნება პირველი მსოფლიო ჩემპიონატი, რომელიც შუა აღმოსავლეთში ჩატარდება.

ყველაზე მნიშვნელოვანი სპორტული ღონისძიების კატარში გამართვის გადაწყვეტილება თავიდანვე საკამათოდ მიიჩნეოდა. იყო ეჭვები ქვეყანაში ქალთა და LGBTQ ადამიანების უფლებების შეზღუდვასა და მიგრანტ მუშათა მოპყრობასთან დაკავშირებით. მთავრობა ვერც დაპირებული ნახშირბადის ნეიტრალიტეტის დაცვას ახერხებს. შეიცვალა ტრადიციული განრიგიც და ჩემპიონატი ზაფხულის ნაცვლად ზამთარში ტარდება. თუმცა ფანების უკმაყოფილებას ყველაზე მეტად მაინც ის იწვევს, რომ სტადიონებზე ალკოჰოლი აკრძალულია.

world-cup-2022-qatar-stadiums-dezeen-2364-hero-1669026520.webp

ამ ყველაფრის მიუხედავად, ორგანიზატორები ტურნირისგან რეკორდულ, 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატიდან მიღებულ შემოსავალზე, 5.4 მილიარდ დოლარზე მეტ შემოსავალს ელიან.

რაში დაიხარჯა 300 მილიარდი დოლარი?

წინა მსოფლიო ჩემპიონატებისგან განსხვავებით, როდესაც სტადიონები რამდენიმე ქალაქში იყო განთავსებული, წელს ყველა თამაში დოჰას პატარა მონაკვეთზე გაიმართება. ეს კი ნიშნავს იმას, რომ ერთ-თვიან პერიოდში ქვეყნის დედაქალაქს მილიონამდე ტურისტი ესტუმრება, რაც მთლიანი მოსახლეობის მესამედს შეადგენს. სწორედ ამიტომ, თანხის უდიდესი ნაწილი ინფრასტრუქტურას მოხმარდა.

თითქმის ყველა, 3 მილიონამდე ბილეთი ოქტომბრის შუა რიცხვებამდე გაიყიდა. FIFA-ს თანახმად, ადგილობრივებთან ერთად, ყველაზე მეტი ბილეთი საუდის არაბეთიდან და არაბეთის გაერთიანებული საამიროებიდან შეიძინეს.

მატჩები 8 სტადიონზე გაიმართება, რომელთაგან 7 ახალია, 1 კი განახლებული.

კატარის ტერიტორიულმა სიმცირემ დამატებითი გამოწვევა შეუქმნა ორგანიზატორებს, რომლებიც ფანების დასაბინავებლად იმგვარ არატრადიციულ ხერხებს მიმართავენ, როგორებიცაა საკრუიზო გემები თუ ბანაკები უდაბნოში. მიზანი 130,000 ადგილის შექმნა იყო, თუმცა სასტუმროთა ნაწილი ჯერ კიდევ არაა დამთავრებული. იხილეთ სრულად

myquiz