ვინ იყო ქართველი, რომელიც ციმბირში, 6 წლის განმავლობაში ბავშვებს ინგლისურის ნაცვლად მეგრულს ასწავლიდა? - "აბა, ჩუქჩებში ვინ მიხვდებოდა, რომ მათ შვილებს მეგრულს ასწავლიდნენ" | Allnews.Ge

ვინ იყო ქართველი, რომელიც ციმბირში, 6 წლის განმავლობაში ბავშვებს ინგლისურის ნაცვლად მეგრულს ასწავლიდა? - "აბა, ჩუქჩებში ვინ მიხვდებოდა, რომ მათ შვილებს მეგრულს ასწავლიდნენ"

სა­ქარ­თვე­ლო­ში ბევ­რს სმე­ნია ალ­ბათ ადა­მი­ან­ზე, რო­მელ­მაც წლე­ბის წინ, შო­რე­ულ ციმ­ბირ­ში ექ­ვსი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ბავ­შვებს სკო­ლა­ში ინ­გლი­სუ­რის ნაც­ვლად მეგ­რულს ას­წავ­ლი­და. მის სა­სა­ხე­ლოდ შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ მას­წავ­ლე­ბელ­თა შო­რის სა­უ­კე­თე­სოს რე­პუ­ტა­ცია ჰქონ­და, ამას­თა­ნა­ვე, ბავ­შვებს უყ­ვარ­დათ და თა­ნაც თა­ვის ყვე­ლა მოს­წავ­ლეს შე­სა­ნიშ­ნა­ვად შე­ას­წავ­ლა მეგ­რუ­ლი.

ბო­ლოს ის ფოთ­ში ცხოვ­რობ­და, სა­დაც ხუთი წლის წინ გარ­და­იც­ვა­ლა. მე მისი ყო­ფი­ლი მე­ზო­ბე­ლი რო­ბერტ სეხ­ნი­აშ­ვი­ლი მოვ­ძებ­ნე, რო­მელ­მაც სი­ა­მოვ­ნე­ბით მი­ამ­ბო მსოფ­ლი­ო­ში ფუ­ლის კე­თე­ბის ყვე­ლა­ზე იოლ ქარ­თულ გზა­ზე.

507885-1668934341.jpg

- ბა­ტო­ნო რო­ბერტ, ვინ იყო თა­მაზ ნო­დია, ავან­ტი­უ­რის­ტი თუ გულ­მხურ­ვა­ლე პატ­რი­ო­ტი, რო­მელ­საც სურ­და მეგ­რუ­ლი ენა სა­ზღვრებს გა­რეთ გა­ე­ტა­ნა?

- ვინ იყო და, კარ­გი კაცი! მა­გა­რი ფო­თე­ლი! ოჯა­ხი აბა­ში­დან იყო წარ­მო­შო­ბით, მაგ­რამ ჩვე­ნი თა­მა­ზი ფოთ­ში გა­ი­ზარ­და და მთელ ჩვენს ქა­ლაქს უყ­ვარ­და. მერე რუ­სეთ­ში წა­ვი­და სა­მუ­შა­ოდ და სწო­რედ იქ შე­ემ­თხვა ეგ ამ­ბა­ვი, - ინ­გლი­უ­რის ნაც­ვლად მეგ­რულს ას­წავ­ლი­და 1974-დან 1979 წლამ­დე.

- თა­ვად არა­სო­დეს უთ­ქვამს, ეს ხალ­ხი წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში რა­ტომ ვერ ხვდე­ბო­და, რომ ატყუ­ებ­დნენ?

- თა­მა­ზი ჩუქჩებ­ში იყო, იმ ხალ­ხმა კი­დევ ინ­გლი­სუ­რი არ იცო­და. აბა, ვინ მიხ­ვდე­ბო­და, რომ მათ შვი­ლებს მეგ­რულს ას­წავ­ლიდ­ნენ?! ვინ იცის, მშობ­ლე­ბიც იზე­პი­რებ­დნენ მეგ­რულს...

თა­მა­ზი კარ­გი კაცი იყო, იქაც ყვე­ლას უყ­ვარ­და, მოს­წავ­ლე­საც და მშო­ბელ­საც. ეგ ამ­ბა­ვი ხუთი წლის შემ­დეგ "გას­კდა", რო­დე­საც თა­მა­ზის ერთ-ერ­თმა მოს­წავ­ლემ სკო­ლა და­ამ­თავ­რა და უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ჩა­სა­ბა­რებ­ლად წა­ვი­და. იქ ვე­რა­ვინ მიხ­ვდა, ბავ­შვი რა ენა­ზე ლა­პა­რა­კო­და. ცხრა პრო­ფე­სო­რი მი­უყ­ვა­ნეს, მაგ­რამ ვე­რა­ვინ ვე­რა­ფერს მიხ­ვდა. ბო­ლოს მისი მას­წავ­ლე­ბე­ლი მო­ი­კი­თხეს და თა­მაზ ნო­დია შერ­ჩათ ხელ­ში. და­ავ­ლეს ხელი და წა­იყ­ვა­ნეს ცი­ხე­ში. ჰოდა, კი ხეხა მისი კედ­ლე­ბი კაი ხანს. იხი­ლეთ ინტერვიუ სრუ­ლად.

siberian-wooden-houses-traditional-city-tyumen-siberia-russia-80271112-1668934362.jpg

--

ინტერნეტსივრცეში ასევე ვრცელდება წლების წინ ჩაწერილი ინტერვიუ, სადაც თავად თამაზ ნოდია იხსენებს საკუთარ თავგადასავალს:

"მე გაჭირვებული კაცი ვიყავი, ოჯახობა მყავდა ავად. იძულებული გავხდი წავსულიყავი და სამსახური მომენახა. მირჩიეს, რომ სამსახურის მოძებნა შეიძლებოდა მაგადანის მხარეს. იქ გავიცანი ყოფილი პირველი მდივანი. მან მითხა, ქართველები ძალიან მიყვარს პატივს ვცემ და ხვალ მოდი, დაგეხმარებიო. რა სამუშაოც შემომთავაზა მე უარი ვუთხარი. მერე მკითხა უცხო ენა თუ იციო. კი როგორ არა მეთქი. მომცა 5 000 მანეთი, დაბურინდი შენს ოჯახთან, მიხედე და შემდეგ ჩამოდი და დაიწყე სწავლებაო. დაბუნებისას გულში ვფიქრობდი,მოხიე და დაიკარგე საერთოდ მეთქი.

gettyimages-1125388544-1-1668934378.webp

შემდეგ ჩავედი მოკსოვში და ვიყიდე მასწავლებლის დიპლომი. ციმბირში ჩასვლიდან მე-6-7 დღეს ბავშვებს დავაწყებინე ქართული ანბანის შესწავლა. მერე კი მეგრული წარმოთქმა. გავიდა 5-6 თვე და ვხედავ, უკვე თავისუფლად ლაპარაკობენ მეგრულად. ასე გაგრძელდა 6 წელი.

ერთ-ერთმა მათგანმა მერე მოსკოვში ჩააბარა ლომონოსოვში. უნივერსიტეტში დაუწყეს იგლისურად ლაპარაკი, ამან ვერ გაიგო ვერაფერი. შეიყვანეს ფრანგი და ეს ისევ მეგრულად ელაპრაკება. კაციშვილმა ვერ გაიგო რა ენა იყო. მერე ატესტატი ნახეს და გაიგეს ვინც იყო მასწავლებელი. და დამიჭირეს და 8 წელი მომცეს მაგისთვის."- იხსენებს ის.

myquiz