"პრინცესა" ჩრდილოეთ კორეიდან- დიქტატორი ბალისტიკური რაკეტის გაშვებისას ქალიშვილთან ერთად მივიდა და ის მსოფლიოს გააცნო | Allnews.Ge

"პრინცესა" ჩრდილოეთ კორეიდან- დიქტატორი ბალისტიკური რაკეტის გაშვებისას ქალიშვილთან ერთად მივიდა და ის მსოფლიოს გააცნო

ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ის ლი­დერ­მა, კიმ ჩენ ინმა მსოფ­ლი­ოს თა­ვი­სი ქა­ლიშ­ვი­ლი წა­რუდ­გინ­და. დიქ­ტა­ტო­რი პირ­ვე­ლად გა­მონ­და შვილ­თან ერ­თად და ამით და­ა­დას­ტუ­რა დიდი ხნის წინ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია გო­გო­ნას არ­სე­ბო­ბის შე­სა­ხებ.

არ­სე­ბუ­ლი ცნო­ბით, გო­გო­ნას კიმ ჩუ აე ჰქვია და ის და­ახ­ლო­ე­ბით, 12-13 წლის არის. კიმი ქა­ლიშ­ვილ­თან ერ­თად სა­კონ­ტი­ნენ­ტთა­შო­რი­სო ბა­ლის­ტი­კუ­რი რა­კე­ტის გაშ­ვე­ბის­თვის თვა­ლის მი­სა­დევ­ნებ­ლად მი­ვი­და. მას თან ახ­ლდა მე­უღ­ლე, რი სოლ ჯუ.

ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ის სა­ხელ­მწი­ფო სა­ინ­ფორ­მა­ციო სა­ა­გენ­ტომ რამ­დე­ნი­მე ფოტო გა­მო­აქ­ვეყ­ნა. ერთ-ერთ ფო­ტო­ზე აღ­ბეჭ­დი­ლია ხე­ლი­ხელ­ჩა­კი­დე­ბუ­ლი მამა-შვი­ლი, რომ­ლე­ბიც რა­კე­ტის გაშ­ვე­ბა­ზე და­საკ­ვირ­ვებ­ლად მი­ე­მარ­თე­ბი­ან.

kim2-40723-1668931804.webp

კიმ ჩენ ინის ქა­ლიშ­ვი­ლის გა­მო­ჩე­ნამ ამ ქვეყ­ნის სა­კი­თხზე მო­მუ­შა­ვე ანა­ლი­ტი­კო­სე­ბი ბა­ლის­ტი­კუ­რი რა­კე­ტის გაშ­ვე­ბა­ზე მე­ტად და­ა­ინ­ტე­რე­სა, რად­გან ეს შე­საძ­ლოა, ბევ­რს ამ­ბობ­დეს დიქ­ტა­ტო­რუ­ლი რე­ჟი­მის მო­მა­ვალ­ზე და ბირ­თვუ­ლი ია­რა­ღის პროგ­რა­მა­ზე. "ნიშ­ნავს თუ არა ეს იმას, რომ გო­გო­ნა აირ­ჩი­ეს კიმ ჩენ ინის მემ­კვიდ­რედ და ერთ მშვე­ნი­ერ დღეს შე­საძ­ლოა, სწო­რედ მან მარ­თოს ჩრდი­ლო­ეთ კო­რეა? სავ­სე­ბით შე­საძ­ლე­ბე­ლია.

kim3-40799-1668931837.webp

ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ას სა­ო­ჯა­ხო დი­ნას­ტია მარ­თავს და დიქ­ტა­ტო­რის გა­მო­ჩე­ნა შვილ­თან ერ­თად, ჩრდი­ლო­ეთ კო­ე­რე­ის­თვის უმ­ნიშ­ვნე­ლა­ვა­ნეს დღეს, შე­საძ­ლოა, მი­ა­ნიშ­ნებ­დეს, რომ კიმს სურს, მო­მა­ვალ­ში მარ­თვის სა­და­ვე­ე­ბი ხელ­ში მის­მა ქა­ლიშ­ვილ­მა აი­ღოს", - წერს BBC-ი. განაგრძეთ კითხვა

myquiz