"მამინაცვალი ვოვას სცემდა, დასცინოდა, აბუჩად იგდებდა" - რა ვიცით პუტინის საქართველოში გატარებულ წლებზე? | Allnews.Ge

"მამინაცვალი ვოვას სცემდა, დასცინოდა, აბუჩად იგდებდა" - რა ვიცით პუტინის საქართველოში გატარებულ წლებზე?

ვლადიმერ პუტინის დაბადების 70 წლისთავთან დაკავშირებით უცხოურ მასმედიაში რამდენიმე მასალა გამოქვეყნდა, რომლებშიც რუსეთის პრეზიდენტის ბიოგრაფიული მომენტების განხილვისას ისევ არის დამოწმებული სავარაუდო ინფორმაცია, რომ ჯერ კიდევ საუკუნის დასაწყისიდან ზოგიერთი ქართული მედიაგამოცემის მიერ გავრცელებული მოარული ხმებით, იგი, თურმე, 1950-იან წლებში საქართველოში იზრდებოდა, კერძოდ - კასპის რაიონში.

გთავაზობთ ერთ-ერთ მსგავს მასალას, რომელიც უკრაინულმა ინტერნეტგამოცემა "გორდონმა" (Гордон) გაავრცელა. მისი მთავარი რედაქტორი ოლესია ბაცმანი (პუტინის ცნობილი ოპონენტი ჟურნალისტის - დმიტრო გორდონის ცოლი) ესაუბრება ტელეწამყვან სავიკ შუსტერს (იგი 1952 წელს ვილნიუსშია დაბადებული, მაგრამ შემდეგ, 1971 წელს მშობლებთან ერთად კანადაში გაემგზავრა. ამჟამად აქვს კანადისა და იტალიის მოქალაქეობა).

putin-lol-1024x654-1646902687-1668844636.jpg

პუბლიკაცია გამოქვეყნებულია სათაურით "[2000 წელს] საპრეზიდენტო არჩევნებამდე ორი კვირით ადრე ჟურნალისტი არტემ ბოროვიკი კერძო თვითმფრინავით საქართველოში მიფრინავდა, რათა ვლადიმერ პუტინის ნამდვილ დედას შეხვედროდა. თვითმფრინავი აფეთქდა".

სავიკ შუსტერი: - ვლადიმერ პუტინი 7 ოქტომბერს დაიბადა, მაგრამ რომელ წელს - ეს ჯერ გაურკვეველია. პოლონელმა ჟურნალისტმა ქალმა ქრისტინა რედლიხმა 2016 წელს გამოსცა წიგნი სახელმწოდებით - "ვოვა, ვოლოდია, ვლადიმერი. პუტინის რუსეთის საიდუმლოებანი". ავტორი საიმედო ქალბატონია, მან 15 წელი იმუშავა ამ წიგნზე.

მასალებიდან გამომდინარე იგი ამტკიცებს, რომ [შეძლო უტყუარი ფაქტების მოკვლევა]. ქრისტინა რედლიხი ვლადიმერ პუტინის ნამდვილ დედას შეხვდა და ესაუბრა. ნამდვილს! ოფიციალურს კი არა, არამედ - ნამდვილს. როგორც წიგნშია ნათქვამი, პუტინის ოფიციალურ ბიოგრაფიაში დაფიქსირებული მშობლები მისი ნამდვილი მშობლები არ არიან.

პუტინის ნამდვილი დედა ვერა ნიკოლაევნაა, იგი სანქტ-პეტერბურგელი არ არის, ურალში, პერმის ოლქში მდებარე სოფელშია დაბადებული 1926 წელს. იმ სოფელში პუტინის გვარის მქონე ბევრი ადამიანი ცხოვრობს. ომის შემდეგ ახალგაზრდა გოგონას - ვერას სწავლის გაგრძელება სურდა. მან [ტექნიკუმის სტუდენტობის დროს] გაიცნო პლატონ პრივალოვი, რომელმაც მოატყუა და უთხრა, რომ ცოლი არ ჰყავდა, სინამდვილეში კი ის დაოჯახებული იყო. ვერამ უკანონო შვილი გააჩინა - ვლადიმერ პუტინი. ეს მოხდა 1950 წელს.

169341354666239-1646902704-1668844625.jpg

ვერა პუტინა

შემდეგ ვერამ გაიგო, რომ პლატონს ოჯახი ჰყავდა ანუ ვერა ნიკოლაევნა მარტოხელა დედა აღმოჩნდა. მოგვიანებით მან ვაჟი მშობლებთან დატოვა და ტაშკენტში წავიდა, სწავლის გასაგრძელებლად. იქ მან ვიღაც ქართველი მამაკაცი გაიცნო, რომელიც ვერას ჯადოსნურ ამბებს მოუყვა და თავი უმდიდრეს და კეთილშობილ ადამიანად გააცნო. ახალგაზრდა ქალი გათხოვდა და ქმარს საქართველოში წაჰყვა, სოფელ მეტეხში - სხვათა შორის, ეს სოფელი გორიდან, სადაც იოსებ სტალინი დაიბადა, 30 კმ-ის მოშორებით მდებარეობს.

ვერა მეტეხში ცხოვრობდა, მაგრამ პერმის ოლქში დატოვებულ ვაჟზეც ფიქრობდა. საბოლოოდ, მან შვილი საქართველოში ჩაიყვანა, მაგრამ ცუდი ის იყო, რომ ქართველ მამინაცვალს გერი არ უყვარდა - სცემდა, დასცინოდა, აბუჩად იგდებდა. ამის გამო დედამ შვილი ისევ ბებიას და პაპას დაუბრუნა გასაზრდელად. რადგანაც იმ სოფელში ბევრი პუტინი ცხოვრობდა, ერთ-ერთი პუტინის გვარის მქონე ოჯახი ლენინგრადში გადავიდა საცხოვრებლად, ცოლ-ქმარი 41-წლისანი იყვნენ. 1952 წელს მათ თითქოსდა დაებადათ ვაჟი, რომელსაც სახელად ვლადიმერი დაარქვეს. მათ პირველ შვილს ვიქტორი ერქვა, რომელიც ლენინგრადის ბლოკადის დროს დაიღუპა. მათ ვერა პუტინას ვაჟი შვილად აიყვანეს...

2021081016055876410-1-1628676392-1668844663.jpg

პუტინის "ოფიფიცალური" მშობლები - მამა, ვლადიმერ სპირიდონის ძე პუტინი, დედა - მარია ივანეს ასული პუტინა (შელომოვა).

2021081016095476410-1-1628676524-1668844673.jpg

ოლესია ბაცმანი: - რამდენი წლის იყო ვლადიმერი, შვილად რომ აიყვანეს?

სავიკ შუსტერი: - ამის თქმა არ შემიძლია, არ მახსოვს, თუმცა ვიცი, რომ [ჭიდაობა] სამბოში ვარჯიში ვლადიმერმა ჯერ კიდევ საქართველოში ყოფნისას დაიწყო ანუ უკვე საკმაოდ მოზრდილი იყო. იგი ხშირად დადიოდა სათევზაოდ იმ მდინარეზე, სადაც თავის დროზე სტალინიც იჭერდა ხოლმე თევზს. ამაზე ქრისტინა რედლიხი წერს. ამრიგად, ვლადიმერ პუტინი 1950 წლის 7 ოქტომბერს დაიბადა და არა 1952 წელს, როგორც ახლა აცხადებენ. ესე იგი, რუსეთის პრეზიდენტი ამჟამად 70 წლის კი არა, არამედ 72-საა, პოლონელი ჟურნალისტის წიგნის მიხედვით. თავის დროზე ეს წიგნი არც ერთ უცხო ენაზე არ გადათარგმნილა, 2016 წელს პუტინის ბიოგრაფიის ისტორია სენსაციას არ წარმოადგენდა. საერთოდ, წიგნს არავითარი როლი არ შეუსრულება იმდროინდელ პოლიტიკაში - მერე რა, რომ უკანონო შვილია... თუმცა ვიმეორებ, რომ ვლადიმერ პუტინის ბიოგრაფიის სხვადასხვა ვერსიაზე ლაპარაკი ჯერ კიდევ 1999 წელს დაიწყეს... იხილეთ სრულად

myquiz