როგორი ნაძვის ხეა ტრენდული მომავალი წლის დასახვედრად და როგორ მოვრთოთ ნაძვის ხე 2023 წლისთვის? | Allnews.Ge

როგორი ნაძვის ხეა ტრენდული მომავალი წლის დასახვედრად და როგორ მოვრთოთ ნაძვის ხე 2023 წლისთვის?

ჩინური კალენდრის მიხედვით, 2023 წელი შავი კურდღლის წელია. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ნაძვის ხის მორთვის დროს უნდა დომინირებდეს შავი ფერი. თუმცა ამ ფერის განეიტრალება სხვადასხვა დეტალით არის შესაძლებელი, მაგალითად, ცისფერი ან ვერცხლისფერი სათამაშოებით. ეს წყლის სტიქიის ფერებია, რომელიც ძალიან კარგად ერწყმის შავ ფერს.ნაძვის ხის მორთვას სახლში საახალწლო, საზეიმო განწყობის შემოსვლა მოჰყვება. ჩინური კალენდრის მიხედვით, ახალ წელს სათანადოდ უნდა დავხვდეთ, შესაბამისი აქსესუარებითა და კერძებით. 2023 წელი შავი კურდღლის წელი რომ არის, უკვე აღვნიშნეთ, ახლა ვნახოთ რამდენად მნიშვნელოვანია ამ წელს შავი ფერი.

რომელი ფერები გამოვიყენოთ ნაძვის ხის მოსართავად?

ამ შემთხვევაში ძალიან მნიშვნელოვანია ფერთა შეხამება, რომელიც საბოლოო ჯამში, უკვე მზა კომპოზიციაში, ჰარმონიულად უნდა გამოიყურებოდეს.

ch2-1668759059.jpg

ნაძვის ხის სათამაშოების ფერები ორი კომპონენტის გათვალისწინებით ირჩევა:

  • წლის ფერი
  • სტიქიისა და სიმბოლოს ფერი

ნაძვის ხის მორთვის დროს შავი და ლურჯი ფერი სხვა ფერებით რომ უნდა განეიტრალდეს, ამაზე ბევრი ვისაუბრეთ. რომელი ფერები უნდა შევუხამოთ ერთმანეთს?

ch5-1668759113.jpg

  • შავი ძალიან კარგად ერწყმის ვარდისფერს, ნარინჯისფერს, წითელს, კონტრასტულ თეთრსა და იისფერს.
  • ცისფერი მეგობრობს კრემისფერთან, ოქროსფერთან, ვერცხლისფერთან, ყვითელთან და ვარდისფერთან.
  • ლურჯი კი - სალათისფერთან, იასამნისფერთან, ოქროსფერთან, ყავისფერთან, ნაცრისფერთან და თეთრთან.

განაგრძეთ კითხვა

myquiz