დედამიწის მოსახლეობამ 8 მილიარდს მიაღწია - რომელ რეგიონში ცხოვრობს ყველაზე მეტი ადამიანი? | Allnews.Ge

დედამიწის მოსახლეობამ 8 მილიარდს მიაღწია - რომელ რეგიონში ცხოვრობს ყველაზე მეტი ადამიანი?

გაეროს ცნობით, მსოფლიოს მოსახლეობამ 8 მილიარდს მიაღწია. გაეროს მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, 2030 წლისთვის მოსახლეობის რაოდენობა დაახლოებით 8.5 მილიარდი იქნება, 2050 წელს პლანეტაზე 9.7 მილიარდი ადამიანი იცხოვრებს, ხოლო 2010 წელს - 10.4 მილიარდი. 2050 წლისთვის პროგნოზირებული ზრდის ნახევარზე მეტი კონცენტრირებული იქნება რვა ქვეყანაში: კონგოში, ეგვიპტეში, ეთიოპიაში, ინდოეთში, ნიგერიაში, პაკისტანში, ფილიპინებსა და ტანზანიაში. გაეროსავე ცნობით, დედამიწის მოსახლეობის 7-დან 8 მილიარდამდე ზრდას 12 წელი დასჭირდა, 9 მილიარდამდე ზრდას კი სავარაუდოდ 15 წელი დასჭირდება.

ზრდის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აზიასა და აფრიკაშია, ევროპის "წვლილი" კი არადამაკმაყოფილებელია. როგორც წესი, ქვეყნები შობადობის ყველაზე მაღალი დონით, არიან ყველაზე ღარიბი ქვეყნები ამავდროულად, სადაც ერთ სულ მოსახლეზე ყველაზე დაბალია შემოსავალი. ამიტომაც, დროთა განმავლობაში მოსახლეობის გლობალური ზრდა სულ უფრო კონცენტრირდება მსოფლიოს ღარიბ ქვეყნებში, რომელთა უმრავლესობა მდებარეობს აფრიკაში, საჰარის სამხრეთით.

t67uzqeujvurjyxjt7rkrq5qqzfeafy6ztnhnxmzcxe-1668511398.png

მსოფლიო მოსახლეობის ზრის გლობალური ტენდენცია ნიღბავს დემოგრაფიული მოვლენების მნიშვნელოვან მრავალფეროვნებას, რომელიც არსებობს რეგიონებსა თუ ქვეყნებს შორის. ამის შესახებ ვრცლად ისაუბრა ფლორენს ბაუერმა, გაეროს მოსახლეობის ფონდის აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონული ოფისის დირექტორმა.

გლობალური მასშტაბით, მოსახლეობის ზრდა საგრძნობლად შენელდა და უკუსვლა იწყო ქვეყნების მზარდ რაოდენობაში, უმეტესწილად ცენტრალური და აღმოსავლეთი ევროპის ქვეყნებში, სადაც მოსახლეობის რაოდენობის კლება მიგრაციასა და დაბალ შობადობას უკავშირდება. ამ პრობლემის მოუგვარებლად დატოვება საფრთხეს უქმნის ეკონომიკის, სოციალური სისტემებისა და ინფრასტრუქტურის მომავალს.„მოსახლეობის კლებაზე რეაგირებისას, მთავრობები უმთავრესად აქცენტს შობადობის ზრდის ხელშეწყობისა და მეტი შვილის გაჩენის წახალისების მიზნით ფინანსური დახმარებების გაცემაზე აკეთებენ. მაგრამ ჩვენ დავრწმუნდით, რომ ეს მიდგომა არ მუშაობს. საჭიროა რიგი ღონისძიებების გატარება, რომლებიც ადამიანებს საშუალებას მისცემს, ერთი მხრივ, თავიანთი მომავლის საკუთარ ქვეყანაში შენებაზე იზრუნონ, იმის ნაცვლად, რომ სხვა ქვეყნებში ეძიონ შესაძლებლობები, და, მეორე მხრივ, იყოლიონ იმდენი შვილი, რამდენის სურვილიც აქვთ”, - განაცხადა ფლორენს ბაუერმა

აღნიშნული საჭიროებს იმ გზების გადახედვას, რა გზებითაც ქვეყნები დემოგრაფიულ ცვლილებებთან გამკლავებას ცდილობენ. ფლორენს ბაუერმა ამასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ რიცხვებსა და აღქმულ საფრთხეებზე გადაჭარბებულ კონცენტრირებას სჯობს ყურადღება დემოგრაფიულ ცვლილებაზე გადავიტანოთ, და აღვიქვათ იგი, როგორც უფრო ძლიერი და ინკლუზიური საზოგადოებების შენების შესაძლებლობა. განაგრძეთ კითხვა

myquiz