ოჯახი, ფული, ღალატი - სიტყვები,რომლებიც ქართული გვგონია, თუმცა სინამდვილეში უცხოური წარმოშობისაა | Allnews.Ge

ოჯახი, ფული, ღალატი - სიტყვები,რომლებიც ქართული გვგონია, თუმცა სინამდვილეში უცხოური წარმოშობისაა

თანამედროვე ქართულ ენის ძირითადი ლექსიკური მარაგი დაახლოებით 113 000 სიტყვისგან შედგება(პროფ.არნოლდ ჩიქობავას ლექსიკონი), თუმცა აქედან 20 000 სიტყვაზე მეტი უცხო ენებიდან არის შემოსული.(ბერძნული, რომაული, თურქული, არაბული, ფრანგული, ინგლისური და ა.შ) არის სიტყვები, რომლებიც უკვე საუკუნეებია დამკვიდრდა ქართულ ენაში, თუმცა ვიცით რომ უცხო წარმოშობისაა. მაგ:ისტორია, მათემატიკა, მუსიკა, ფილოსოფია, რითმა, ტრაგედია, კალენდარი და ა.შ.

არის სიტყვები რომელიც სულ ახლახან დაიმკვიდრა ადგილი ქართულ ენაში: სელფი, დრონი, მაუსი, გაჯეტი, ტაბლოიდი და სხვა, თუმცა დროთა განმავლობაში შესაძლოა ბევრი მათგანი ამოვარდეს ხმარებიდან(მაგალითად როგორც მოძველდა ზოგიერთი უცხო სიტყვა, რომელიც თავის დროზე იხმარებოდა:სინემა, შლაგერი და მრავალი სხვა)

დამპყრობელთა ხანგრძლივმა ბატონობამ (არაბები, სპარსელები, თურქები) თავის დაღი დაასვა ქართულ ენას და მრავალი ნასესხები სიტყვა იმდენად შეუსისხლხორცდა ქართულ ენას, რომ მათი უცხო წარმოშობის არც გვჯერა.

მაშ ასე გთავაზობთ მხოლოდ მცირე ნაწილს, რომელიც უცხოურიდან არის შემოსული, მაგრამ ქართული გვგონია.

არაბულიდან

არაყი – არაბულად ოფლს ჰქვიან, ვინაიდგან იგიცა ქვაბისა ოფლი არს, ხოლო ქართულად არაყსა სახელად იყი ეწოდების ~;

ბარაქა – კურთხევა, წყალობა;

ფიქრი-ქართულად საგონებელი, განზრახვა გულის-თქმა.

ამაყი არაბ. احمق – ბრიყვი, ბოროტი, სულელი;

ბარათი – სხვათა ენაა, მცირე ნაწერსა ჰქვიან, ქართულად ავთრათი;

ვაზნა – თოფის წამლის ჭურჭელი. ქართულად მუხტი ჰქვიან.

ნალი-ქართულად საჭედარი და ლუმბა ჰქვიან;

ავზი – წყლის სადგური;

ბასრი – ფოლადი რკინა;

ღალატი – არაბ. ღალატ „შეცდომა, დანაშაული'

შუღლი – სიტყვით ბრძოლა;

ნამუსი – ქართულად პირის წყალი;

ხაბაზი – მეპურე;

(სულხან-საბას ლექსიკონის მიხედვით)

56-1668503153.jpg

სპარსულიდან(ძველი ირანულიდან)

განძი-საუნჯე;

მასპინძელი-სახლისა და ლხინის უფალი;

ეშმაკი-ბოროტი, გენია, ავი სული.

ახალი სპარსულიდან

ლექსი, აივანი, ბაღი, ბაღჩა, ვარჯიში, ზეიმი, თამბაქო, თასი, თუნგი, იასამანი, კაბა, ნაბადი, ნამი, ნიშანი,ნოხი, ნუსხა, ქალაქი, ქამარი, ქარხანა, ქაჯი, ქიშმიში, შარა, ჩანგალი, ჩირაღდანი, ჩირქი, ხაზინა, ხალი, ხალიჩა, ხურმა, ჯადო, ჯამი, ჯილდო, ჰავა და სხ.

თურქულიდან

ოჯახი, თახსირი, სუფრა, ფარდა, ყაიდა, წესი, ყოჩი, ყაბული, ოთახი, ქუჩა, ფული, კერა, ბათქაში, ბაიყუში, ბოღმა, ყოჩი, ფარა, იარაღი, იორღა, ლეში, ოთახი, ყაბალახი, ყაენი, ყავარი, ყაჩაღი, ჩოხა, ფარდა, ქუჩა, ფული, კერა, ბინა და სხვა.

წყარო

myquiz