ვარსკვლავები, რომელთაც ბოსტანში მუშაობა უყვართ და საკუთარი ხელით მოყვანილ ბოსტნეულს მიირთმევენ | Allnews.Ge

ვარსკვლავები, რომელთაც ბოსტანში მუშაობა უყვართ და საკუთარი ხელით მოყვანილ ბოსტნეულს მიირთმევენ

ჰოლივუდის ვარსკვლავებსა და ზოგადად, მდიდარ და ცნობილ ადამიანებს კიტრისა და პომიდვრის საკუთარი ხელით მოყვანის საჭიროება რომ არ აქვთ, ეს ყველას კარგად გვესმის, თუმცა, აღმოჩნდა, რომ ზოგიერთი მათგანისთვის ეს ძალიან საყვარელი საქმიანობა ყოფლა. დიახ, დიახ, მებოსტნეობა ჰოლივუდში, შეიძლება ითქვას, მოდაშია. ნატურალური პროდუქტის მირთმევის მსურველი ადამიანების რიცხვი დღითიდღე მატულობს.

სინდი კორუფორდი

sindi-1668489131.jpg

ეს ქალბატონი საოცრად გამოიყურება და საკუთარ თავზე რომ ზრუნავს, ესეც ცხადია. ის კი ალბათ ბევრმა არ იცოდით, რომ საკუთარ ბაღ-ბოსტანს სულ საკუთარი ხელით უვლის და ამით ამაყობს კიდეც.

ჯენიფერ გარნერი

ჯენიფერ გარნერი კი საკუთარი ხელით გახარებული და მოყვანილი მზესუმზირებით იწონებს თავს.

ქეით მიდლტონი

midltoni-1668489158.jpg

ამ ქალბატონმა ყველა გააოცა საკუთარი შესაძლებლობებით, როდესაც სერიოზულად დაინტერესდა მებაღეობით.

ფინქი

1f110b42f25502dbb52fbc5f91c6feb6-1668489191.jpg

ფინქი საყვარელ ბოსტანს თავის ორ შვილთან ერთად უვლის. ამბობს, რომ ხუთი წელი ცდილობდა პომიდვრის მოყვანას და ხუთი წლის შემდეგ, როგორც იქნა, შეძლო ამის გაკეთება.

იხილეთ კითხვა

myquiz