ამერიკელი მილიარდერები, რომლებსაც უმაღლესი განათლება არ მიუღიათ
უმაღლესი განათლება წარმატების საწინდარია - ასეა მიჩნეული სამყაროში. მაგრამ არსებობენ მილიარდერები, რომლებმაც სიმდიდრე საშუალო სკოლის განათლებით ან მის გარეშე მოაგროვეს. ამერიკულმა „ფორბსმა“ სწორედ ასეთი გზით გამდიდრებული ადამიანების რეიტინგი წარმოადგინა.
პირველ ადგილზე იმყოფება ჰაროლდ ჰემი, რომელმაც შეძლო და უმაღლესი განათლების გარეშე თავისი ქონება 21 მილიარდ დოლარამდე გაზარდა. 25 წლის ასაკში, როდესაც მისმა კომპანიამ მიიღო პირველი სესხი ჭაბურღილის გაბურღვისთვის, საფუძველი დაუდო მისი კარიერის აღმასვლასაც. „ფორბსის“ 400 უმდიდრეს ამერიკელთა სიაში ის 28-ე ადგილზე იმყოფება.
2022 წლის 11 ოქტომბრის მონაცემებით, უმდიდრესი ამერიკელების რეიტინგი უმაღლესი განათლების გარეშე ასე გამოიყურება.
1. ჰაროლდ ჰემი
ქონება : 21,1 მლრდ დოლარი
სიმდიდრის წყარო: ნავთობი და გაზი
მდებარეობა: ოკლაჰომა სიტი, ოკლაჰომა
2. დევიდ გრინი
ქონება : 13.2 მლრდ
როგორ გამდიდრდა : „Hobby Lobby“-ის მაღაზიათა ქსელი
მდებარეობა: ოკლაჰომა სიტი, ოკლაჰომა
3. დიანა ჰენდრიქსი
ქონება : 11,5 მლრდ
სიმდიდრის წყარო: სამშენებლო მასალები
ადგილმდებარეობა: აფტონი, ვისკონსინი
4. კრისტი უოლტონი
ქონება: 9,7 მილიარდი
როგორ გამდიდრდა : Walmart
ადგილმდებარეობა: ჯექსონი, ვაიომინგი
5. დონ ვულტაჯო
ქონება: 6.6 მილიარდი
როგორ გამდიდრდა : Arizona Beverages
ადგილმდებარეობა: პორტ ვაშინგტონი, ნიუ-იორკი