ქალაქიდან სოფელში გადასახლებული ცნობილი ხელოვანის სავანე: როგორ გამოიყურება გუგა კოტეტიშვილის "გუგალეთი"? | Allnews.Ge

ქალაქიდან სოფელში გადასახლებული ცნობილი ხელოვანის სავანე: როგორ გამოიყურება გუგა კოტეტიშვილის "გუგალეთი"?

ქა­ლა­ქი­დან სოფ­ლად სა­ცხოვ­რებ­ლად გა­დას­ვლა ევ­რო­პის მო­სახ­ლე­ო­ბის­თვის უცხო თემა არ არის. ბუ­ნე­ბას­თან სი­ახ­ლო­ვე, ეკო­ლო­გი­უ­რად სუფ­თა გა­რე­მო­ში ყოფ­ნა, პრო­დუქ­ტის სა­კუ­თა­რი ხე­ლით მოყ­ვა­ნა ბევ­რის ცხოვ­რე­ბის სტი­ლია. სა­ქარ­თვე­ლო­შიც სულ უფრო მეტი ადა­მი­ა­ნი გა­და­დის სოფ­ლად, ზოგი წი­ნაპ­რე­ბის მა­მულს უბ­რუნ­დე­ბა, ზოგი რე­გი­ონ­ში მი­წას ყი­დუ­ლობს და სახ­ლდე­ბა.

ცნო­ბი­ლი ხე­ლო­ვა­ნი, მხატ­ვა­რი და ინ­ტე­რი­ე­რის დი­ზა­ი­ნე­რი გუგა კო­ტე­ტიშ­ვი­ლიც უკვე ერთი წე­ლია, წი­ნაპ­რე­ბის კუ­თხეს და­უბ­რუნ­და. ეს კუ­თხე კი შიდა ქარ­თლია, კას­პის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტი, კავ­თის­ხე­ვის თემი. სო­ფე­ლი გუ­და­ლე­თი ზღვის დო­ნი­დან 1000 მეტრზე მდე­ბა­რე­ობს, რო­მე­ლიც ის­ტო­რი­ულ წყა­რო­ებ­ში XIV სა­უ­კუ­ნის ბო­ლო­დან მო­იხ­სე­ნი­ე­ბა. რო­გორც გუგა კო­ტე­ტიშ­ვი­ლი გვე­უბ­ნე­ბა, კო­ტე­ტიშ­ვი­ლე­ბი კავ­თის­ხე­ვი­დან ყო­ფი­ლან. იქ დღე­საც ცხოვ­რობს ამ გვა­რის ხალ­ხი, მაგ­რამ მათი შტოს გა­ნა­ყა­რია.

314998789-878581310176404-157844100460769601-n-58808-1668239874.jpg

"მე და ჩემს ძმას მამა კავ­თის­ხევ­ში ყო­ველ­თვის გვა­ტა­რებ­და. ამი­ტომ, ჯერ კი­დევ სრუ­ლი­ად პა­ტა­რებ­მა ვი­ცო­დით, რომ ჩვე­ნი წარ­მო­შო­ბა ამ სოფ­ლი­დან იყო, - გვცოდ­ნო­და, სა­ი­დან მოვ­დი­ვართ. თუმ­ცა კავ­თის­ხევ­ში სახ­ლი არ გვქონ­და... მერე მა­მას 80-იან წლებ­ში კავ­თის­ხე­ვის სა­პა­ტიო მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა მი­ა­ნი­ჭეს და მი­წის ნაკ­ვე­თი­თაც და­ა­სა­ჩუქ­რეს. ეს ად­გი­ლი, სა­დაც ახლა მე ვარ, სწო­რედ ის მი­წაა, ოღონდ, არა კავ­თის­ხევ­ში, არა­მედ მის სი­ახ­ლო­ვეს, ოდ­ნავ მაღ­ლა, გუ­და­ლეთ­ში" - გვე­უბ­ნე­ბა გუგა კო­ტე­ტიშ­ვი­ლი.

ჩვე­ნი რეს­პონ­დენ­ტმა უკვე ერთი წე­ლია, აქ­ტი­უ­რად გა­და­წყვი­ტა გუ­და­ლეთ­ში და­სახ­ლე­ბა და რა­ღაც­ნა­ი­რად აას­რუ­ლა მა­მის სურ­ვი­ლიც.

"ვა­ხუშ­ტი რომ ცო­ცხა­ლი იყოს, მო­მი­წო­ნებ­და და ძა­ლი­ან გა­უ­ხარ­დე­ბო­და. თვი­თო­ნაც მო­ი­სურ­ვებ­და ალ­ბათ აქეთ ყოფ­ნას. რაც თავი მახ­სოვს, სულ იჯდა და მუ­შა­ობ­და და წარ­მო­მიდ­გე­ნია, აქ ყოფ­ნით და მუ­შა­ო­ბით რო­გორ ისი­ა­მოვ­ნებ­და" - აღ­ნიშ­ნავს გუგა კო­ტე­ტიშ­ვი­ლი და ჩვენ­თან სა­უ­ბარს ასე აგ­რძე­ლებს:

307942059-796233471429089-2940540252515543258-n-58834-1668239890.jpg

- სო­ფელს გუ­და­ლე­თი ჰქვია, მაგ­რამ ჩემს ტე­რი­ტო­რი­ას, ანუ ჭიშ­კრის აქეთ ტე­რი­ტო­რი­ას "გუ­გა­ლე­თი" და­ვარ­ქვი. ვინც აქ მო­დის და ჭიშ­კარს გად­მო­ა­ბი­ჯებს, ვე­უბ­ნე­ბი, რომ ისი­ნი „გუ­გა­ლეთ­ში“ მოხ­ვდნენ... პა­ტა­რა ვი­ყა­ვი, რომ ვამ­ბობ­დი, მინ­და, მარ­ტომ მთა­ში ვი­ცხოვ­რო-მეთ­ქი და ჩემი ძმა მა­შა­ყი­რებ­და - შენ რა ბე­ბე­რი ფი­ლო­სო­ფო­სი­ვით ლა­პა­რა­კო­ბო... ახლა, როცა ქა­ლა­ქი ასე აუ­ტა­ნე­ლია, როცა ასე­თი სა­ცო­ბე­ბია, ამ­დე­ნი სტრე­სი და პრობ­ლე­მაა, სურ­ვი­ლი გიჩ­ნდე­ბა, ამ ყვე­ლაფ­რის­გან გა­იქ­ცე და აქა­უ­რო­ბა ამის­თვის მგო­ნი, იდე­ა­ლუ­რი ად­გი­ლია, თან, მი­ზე­ზიც, რომ „გუ­გა­ლეთ­ში“ ხან­გრძლი­ვად იყო. სო­ფელ­მა მო­მა­შო­რა იმ ზედ­მეტს, რაც მა­წუ­ხებ­და და ხელს მიშ­ლი­და. ქა­ლაქ­ში გინ­და, არ გინ­და, ყუ­რა­დღე­ბას რა­ღა­ცე­ბი იქ­ცევს, რა­საც ზოგ­ჯერ ენერ­გი­ას, დროს გარ­თმევს და ცუდი ემო­ცია მო­აქვს. ამ მძი­მე, ენერ­გე­ტი­კას, რო­მე­ლიც გარ­შე­მოა, სტრე­სე­ბის­გან და მძი­მე ცხოვ­რე­ბის­გან გა­დაღ­ლი­ლი ხალ­ხი ქმნის. ამი­ტომ, აქ არაფ­რის კე­თე­ბაც სა­ო­ცა­რი ნე­ტა­რე­ბა და სიმ­შვი­დეა.

განაგრძეთ კითხვა

myquiz