"არ მაღელვებს სუფთაა თუ არა ჩემი თმა" - ვარსკვლავები, რომლებიც იშვიათად იბანენ და უარს ამბობენ სუნამოზე
ჰიგიენის წესების დაცვა უმნიშვნელოვანესია. თუმცა ზოგიერთი ადამიანი, სამწუხაროდ, ამ საკითხს დიდად არ აქცევს ყურადღებას და მათ შორის არიან ვარსკვლავებიც.
ბევრი მათგანი საჯაროდ ლაპარაკობს პირადი ჰიგიენის წესებზე და ეს მათი იმიჯივით მომხიბვლელი სულაც არაა.
ვნახოთ პოპულარული ადამიანები, რომლებიც ჰიგიენის უჩვეულო წესებზე ღიად საუბრობენ.
რობერტ პატინსონი
"ბინდის" ვარსკვლავს თავის დაბანა საჭიროდ არ მიაჩნია. მისი თქმით, ყოფილა შემთხვევა 6 კვირა ისე გასულა, რომ ერთხელაც არ დაუბანია თავი.
"არ მაღელვებს სუფთაა თუ არა ჩემი თმა", - ამბობს პატინსონი. მას სჯერა, რომ "თმა თავად ზრუნავს სისუფთავეზე" და რომ მას მხოლოდ 1 ფუნქცია აქვს - რობერტის თავზე დარჩეს და არ გასცვივდეს.
მეგან ფოქსი
მეგანმა გაამხილა, რომ ის არც თუ ისე მოწესრიგებული და სუფთა ადამიანია. მსახიობი, მისივე თქმით, გამოცვლის შემდეგ არასდროს ალაგებს ტანსაცმელს და მათ იატაკზე მიმოფანტულს ტოვებს. მეგანის მეორე "ცოდვა" კი ისაა, რომ უნიტაზის ჩარეცხვაც არ უყვარს იმის მიუხედავად, რომ მეგობრები ხშირად აძლევენ ამის გამო შენიშვნას.
ზაკ ეფრონი
High School Musical-ის ვარსკვლავი შხაპის გარეშე რამდენიმე დღეს ატარებს იმის მიუხედავად, რომ ფიტნესის მოყვარულია. მან აღიარა, რომ დაბანის ნაცვლად, სველი ხელსახოცების გამოყენებას ამჯობინებს. განაგრძეთ კითხვა