თუ 2-4 წლის ასაკში ბავშვს ამ ქმედებების შესრულება არ შეუძლია, ეს უკვე საყურადღებოა
ფსიქოლოგი, ფსიქოთერაპევტი დარეჯან თოლორდავა 2-დან 4 წლამდე ბავშვების განვითარების პროცესში ყველაზე საყურადღებო დარღვევებზე მიუთითებს. რომელ ნიშნებს უნდა მივაქციოთ განსაკუთრებული ყურადღება ამა თუ იმ ასაკში.
"ბავშვის განვითარებაში 2-დან 3 წლამდე ყურადღება მისაქცევია თუ:
- ბავშვი ძალიან გაუგებრად მეტყველებს;
- არ შეუძლია მოკლე წინადადების გამოყენება;
- 3 წლის ასაკში უჭირს წრის დახატვა;
- ძალიან უჭირს მშობლებთან განშორება;
- ხშირად ეცემა, უჭირს კიბეზე ასვლა;
- ვერ იყენებს დამოუკიდებლად კოვზს და ჭიქას;
- უჭირს მარტივი ინსტრუქციების გაგება;
- სხვა ბავშვებით ნაკლებად ინტერესდება;
- არ შეუძლია 4 ან მეტი კუბურით კოშკის აგება;