გაიცანით 17 წლის ბიჭი, რომელიც საქართველოს მსოფლიოს აცნობს | Allnews.Ge

გაიცანით 17 წლის ბიჭი, რომელიც საქართველოს მსოფლიოს აცნობს

19:23 / 08-11-2022 17 წლის, დე­დით ქარ­თვე­ლი, მა­მით იტა­ლი­ე­ლი ნი­კო­ლო ვინ­ჩენ­ცო სა­ქარ­თვე­ლოს ფო­ტო­ნა­მუ­შევ­რე­ბით მსოფ­ლი­ოს აც­ნობს. ნა­ხე­ვა­რი ცხოვ­რე­ბა სწო­რედ სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­ა­ტა­რა და ამ­ბობს, რომ დე­დის სამ­შობ­ლო ძა­ლი­ან უყ­ვარს:

"მი­თხრეს რომ UNESCO-დან რე­კავ­დნენ. მა­შინ­ვე მივ­ხვდი, რომ ჩემი ერთ-ერთი უდი­დე­სი სურ­ვი­ლი წარ­მა­ტე­ბით გან­ვა­ხორ­ცი­ე­ლე, სა­პა­ტიო წო­დე­ბა მო­მე­ნი­ჭა... ჩემი ერთი ფოტო მსოფ­ლიო მას­შტა­ბით, მოძ­რა­ვი გა­მო­ფე­ნით იქ­ნე­ბა გა­მო­ფე­ნი­ლი. რა­მო­დე­ნი­მე დღის წინ ჩი­ნეთ­ში წარ­სდგა გახ­სნით. ფოტო, რო­მე­ლიც სულ მალე მსოფ­ლი­ოს მო­ივ­ლის და მსოფ­ლიო მა­ყუ­რე­ბელს ექ­ნე­ბა სა­შუ­ა­ლე­ბა გა­ეც­ნოს სა­ქარ­თვე­ლო­ში არ­სე­ბულ კულ­ტუ­რას, დიდ სი­ხა­რულს და სა­ა­მა­ყო შეგ­რძნე­ბას მგვრის" - ამ­ბობს ნი­კო­ლო ვინ­ჩენ­ცო:

308322043-1590758034676126-6441491313968519192-n-64367-1667975875.jpg

ახალ­გაზ­რდა ფო­ტოგ­რა­ფი სა­კუ­თარ გეგ­მებ­სა და მიზ­ნე­ბე თა­ვად გვი­ამ­ბობს:

- მე ნი­კო­ლო ვინ­ჩენ­ცო მალ­ვეს­ტუ­ტო ვარ, 17 წლის, მე­გობ­რე­ბი ნი­კო­ლოს მე­ძა­ხი­ან. დე­დით ქარ­თვე­ლი ვარ, ხოლო მა­მით იტა­ლი­ე­ლი. იტა­ლი­ა­ში და­ვი­ბა­დე და ჩემი ბავ­შვო­ბის ნა­წი­ლი სა­ქარ­თვე­ლო­ში და სა­ქარ­თვე­ლოს სიყ­ვა­რულ­ში გა­ვა­ტა­რე. თუმ­ცა ბავ­შვო­ბის სა­უ­კე­თე­სო მო­გო­ნე­ბე­ბიც ჩემს ორი­ვე სამ­შობ­ლოს თან ახ­ლავს. სკო­ლა­შიც, სა­ქარ­თვე­ლო­ში და­ვი­წყე სწავ­ლა და პირ­ვე­ლი მე­გობ­რე­ბიც აქ გა­ვი­ჩი­ნე. რო­გორც ორი, მშობ­ლი­უ­რი ენის მა­ტა­რე­ბელს ორი­ვე ქვეყ­ნის ის­ტო­რია და ფა­სე­უ­ლო­ბე­ბის შეგ­რძნე­ბაც ვის­წავ­ლე, თუმ­ცა ამ სტა­ტი­ა­ში მსურს ვრცლად ვი­სა­უბ­რო სა­ქარ­თვე­ლო­ზე, ტკბილ წარ­სულ­ზე, ჩემს გა­მოც­დი­ლე­ბებ­ზე და მო­ლო­დი­ნებ­ზე, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლოს და ჩემს პრო­ფე­სი­ულ კა­რი­ე­რას ეხე­ბა...

ჩემი მშობ­ლე­ბი, ყვე­ლა რე­სურსს და­უ­ზო­გა­ვად იყე­ნებ­დნენ, სა­ი­მი­სოდ, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში მეს­წავ­ლა და ორი­ვე ენა კარ­გად მცოდ­ნო­და. დღეს ეს ყვე­ლა­ფე­რი იმ შე­დე­გე­ბის ნა­წი­ლია, რომ ორი­ვე სამ­შობ­ლოს ერ­თმა­ნე­თის­გან ვერ გა­მო­ვარ­ჩევ, და­დე­ბი­თი და უარ­ყო­ფი­თი მხა­რე­ე­ბის მი­უ­ხე­და­ვად ორი­ვე ქვე­ყა­ნა ძა­ლი­ან მიყ­ვარს... 16 წელი აქ ვიზ­რდე­ბო­დი, არ­და­დე­გებ­ზე ჩემს მე­ო­რე სახ­ლში ოჯახ­თან ერ­თად, (იტა­ლი­ა­ში)ვა­ტა­რებ­დი დროს, ბე­ბი­ას­თან. 16-მა წე­ლი­წად­მა აქა­ურ გა­რე­მოს შე­მა­გუა, რად­გან უმე­ტეს­წი­ლად სხვადსხვა სფე­რო­ში, პირ­ვე­ლი ნა­ბი­ჯე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­დავ­დგი.

284074309-738810090608017-5369943245020320199-n-65684-1667975891.jpg

- ფო­ტო­ე­ბის გა­და­ღე­ბა რო­დის და­ი­წყეთ?

- 13 წლის ვი­ყა­ვი, რო­დე­საც ფო­ტო­ე­ბის გა­და­ღე­ბა და­ვი­წყე. ყვე­ლა­ზე მარ­ტი­ვი ფო­ტო­ე­ბის. პა­ტა­რა, ია­ფი­ა­ნი მო­ბი­ლუ­რით ვი­ღებ­დი, ძვე­ლი თბი­ლი­სის ქუ­ჩე­ბი­დან და­წყე­ბუ­ლი, ყვა­ვი­ლე­ბით დამ­თავ­რე­ბუ­ლი. ადა­მი­ა­ნე­ბის გა­და­ღე­ბას ყო­ველ­თვის ვე­რი­დე­ბო­დი. ვფიქ­რობ­დი, მათი რე­აქ­ცი­ე­ბი უარ­ყო­ფი­თი იქ­ნე­ბო­და. ეს კი უხერ­ხუ­ლო­ბას და დის­კომ­ფორ­ტს მიქ­მნი­და. 15 წლამ­დე ამ ჰო­ბით ვი­ყა­ვი და­კა­ვე­ბუ­ლი. ბავ­შვო­ბი­დან თა­რო­ებ­ზე არ­სე­ბულ ფი­რის კა­მე­რე­ბის კო­ლექ­ცი­ას სულ ვუ­ყუ­რებ­დი, მათი და­ნიშ­ნუ­ლე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ბაც არ ვი­ცო­დი, თუმ­ცა ვი­ცო­დი ის, რომ ახალ­გაზ­რდო­ბა­ში მამა ფო­ტო­ებს იღებ­და, იღებ­და იტა­ლი­ას, აღ­ბეჭ­დავ­და ქყ­ვეყ­ნის ეს­თე­ტი­კურ მხა­რე­ებს და მას­ში არ­სე­ბულ სა­ინ­ტე­რე­სო მოვ­ლე­ნებს, რო­გო­რიც გვახ­ლავს ქუ­ჩის ფო­ტოგ­რა­ფია.

განაგრძეთ კითხვა

myquiz