რატომ უნდა მოერიდოთ რძიან და თეთრ შოკოლადს - ექიმის გაფრთხილება | Allnews.Ge

რატომ უნდა მოერიდოთ რძიან და თეთრ შოკოლადს - ექიმის გაფრთხილება

დერმატო-ვენეროლოგი ზაზა თელია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს შოკოლადის სარგებლობაზე და იმაზე, თუ რომელი შოკოლადი ჯობს:

რომელი შოკოლადი შეიძლება მივირთვათ?

შოკოლადი კარგია სისხლის მიმოქცევისათვის რაც ნიშნავს იმას რომ ის კარგია გულისთვის.მაგრამ ყველა შოკოლადი არ არის ერთნაირი და მისმა ჭარბმა მოხმარებამაც შესაძლებელია პრობლემები შექმნას.შოკოლადი არის "ფლავონოიდი" პარკოსანი კაკაოდან მიღებული რომელსაც გააჩნია ანტიოქსიდანტური ეფექტი - ეხმარება უჯრედულ რეგულაციურ აქტივობას, ებრძვის უჯრედის-დამაზიანებელი თავისუფალი რადიკალების წარმოქმნას, რომელიც თავისთავად იწვევს ორგანიზმზე ოქსიდაციურ სტრესს.ეს ფლავონოიდები ეხმარება გულს შემდეგნაირად:

  • ახდენს ქოლესტერინის კონტროლს
  • ამცირებს სისხლის წნევას
  • ამცირებს სისხლის თრომბის წარმოქმნას
  • აინჰიბირებს წებოვანი თრომბოციტების წარმოქმნას
  • აუმჯობესებენ სისხლის მიდინებას ვისცერალურ ორგანოებამდე

შავი შოკოლადი

შავი შოკოლადი არის საუკეთესო რადგან ის არის ყველაზე ნაკლებად დამუშავებული.ეს იმას ნიშნავს რომ ის ყველაზე მაღალი პროცენტულობით შეიცავს "ფლავონოიდით" სავსე პარკოსან კაკაოს.უფრო დეტალურად თუ რა შედის შიგნით:ცნობილი როგორც ნახევრად-ტკბილი შოკოლადი - შავი შოკოლადი შეიცავს სულ მცირე 35% კაკაოს.

დარჩენილი ნაწილი შედგება კაკაოს კარაქისგან (პარკოსანი კაკაოს ნატურალური ცხიმი), შაქრისგან, ემულგატორებისგან (ნივთიერებები რომლებიც ინგრედიენტების ერთად არსებობას უზრუნველყოფს) და ვანილისგან. შესაძლებელია ასევე დამატებული იყოს რძე სტრუქტურის დასარბილებლად. იხილეთ სრულად