ვინ არის მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ფერადკანიანი ადამიანი - ალიკო დანგოტეს გზა მილიარდებისკენ | Allnews.Ge

ვინ არის მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ფერადკანიანი ადამიანი - ალიკო დანგოტეს გზა მილიარდებისკენ

მაშინ, როცა სხვა კონტინენტებზე უმდიდრესი ადამიანის ვინაობა შესაძლოა, დროდადრო შეიცვალოს, აფრიკის უმდიდრეს ადამიანად 10 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ერთი და იგივე პირი, ალჰაჯი ალიკო დანგოტე რჩება.

რა არის ამის საიდუმლო და როგორ შეძლო ერთმა კაცმა ზედიზედ 10 წლის განმავლობაში ყველა აფრიკელზე ბევრი ფული გამოემუშავებინა.

ვინ არის ალიკო დანგოტე?

ის აფრიკის უმდიდრესი და მთელ მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ფერადკანიანი ადამიანია. დაიბადა ნიგერიის ქალაქ კანოში, 1957 წლის 10 აპრილს, მუჰამედ დანგოტესა და მარია სანუსი დანტატას ოჯახში. შეიძლება ითქვას, რომ ალიკო დანგოტე ფულში დაიბადა და გაიზარდა, რადგან ის დასავლეთ აფრიკაში ერთ დროს ყველაზე მდიდარი ადამიანის, ალჰაჯი ალჰასან დანტატას შვილთაშვილია, რომელიც მიწისა და კოლას თხილით ვაჭრობდა. ალიკო 8 წლის იყო, როცა მამა გარდაეცვალა. მას დედის მხრიდან ბაბუა ზრდიდა, რომელიც სამშენებლო მასალების ბიზნესში წარმატებული ტრეიდერი იყო.

ალიკო დანგოტემ საბაზისო, ანუ დაწყებითი და საშუალო განათლება ნიგერიაში მიიღო, სანამ ეგვიპტის ალ-აზჰარის უნივერსიტეტში გაემგზავრებოდა. იქ მან ბიზნესის ადმინისტრირებაში ბაკალავრის ხარისხი მიიღო. გასაკვირი არ არის, რომ წარმატებული მეწარმეების ოჯახში დაბადებული და გაზრდილი ალიკო დანგოტე გამჭრიახი ბიზნესმენი და მეწარმე გახდა, რომელიც აფრიკასა და მთელ მსოფლიოში უახლესი ინოვაციების ავანგარდში დღემდე რჩება.

alikodangote1-1667805250.avif

ის ორჯერ დაქორწინებული და განქორწინებულია. ჰყავს 3 შვილი.

დანგოტეს იმპერიის დაბადება

უნივერსიტეტის დამთავრებიდან მალევე ალიკო მშობლიურ ქალაქ კანოში დაბრუნდა, სადაც ბიძასთან კონსულტაცია გაიარა სესხზე, რომლითაც ცემენტით ვაჭრობას გეგმავდა. როგორც კი ბიძისგან სესხი მიიღო, ის ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთში მდებარე კომერციულ ცენტრ ლაგოსში გადავიდა, სადაც სახსრები ცემენტის იმპორტის ბიზნესის დასაწყებად გამოიყენა. იხილეთ სრულად

myquiz