მოძალადე ქმარი, ღალატი და სენატორთან ნაპოვნი ბედნიერება: როგორ გამოიყურება და რას საქმიანობს დღეს "უბრალო მარია"? | Allnews.Ge

მოძალადე ქმარი, ღალატი და სენატორთან ნაპოვნი ბედნიერება: როგორ გამოიყურება და რას საქმიანობს დღეს "უბრალო მარია"?

ალ­ბათ უფ­როს თა­ო­ბას გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად ახ­სოვს სე­რი­ა­ლი "უბ­რა­ლო მა­რია", რო­მე­ლიც ბევ­რი ქა­ლის­თვის შთა­გო­ნე­ბის წყა­როდ იქცა. სო­ფელ­ში მცხოვ­რე­ბი მკე­რა­ვის მა­რია ლო­პე­სის თავ­გა­და­სა­ვა­ლი მსოფ­ლი­ო­ში პო­პუ­ლა­რუ­ლი გახ­და. მექ­სი­კუ­რი სე­რი­ა­ლი 1993-94 წლებ­ში გა­დი­ო­და და სა­ღა­მო­ო­ბით ოჯა­ხის წევ­რე­ბი ერ­თად იკ­რი­ბე­ბოდ­ნენ და ყო­ველ ახალ სე­რი­ას მო­უთ­მენ­ლად ელოდ­ნენ. ვიქ­ტო­რია რუ­ფოს მორ­ცხვ ღი­მილ­ზე კი უამ­რა­ვი მა­მა­კა­ცი იყო შეყ­ვა­რე­ბუ­ლი.

screenshot-1-56871-1667721869.jpg

ალ­ბათ იმ თა­ო­ბას ყვე­ლა­ზე მე­ტად აინ­ტე­რე­სებს, რო­გორ ცხოვ­რობს დღეს ქალი, რო­მე­ლიც მექ­სი­კა­ში ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლა­ნა­ზღა­უ­რე­ბა­დი მსა­ხი­ო­ბია და რამ­დე­ნი­მე თვის წინ 60 წელი შე­ურ­სულ­და. ვიქ­ტო­რია რუფო მშობ­ლი­ურ მექ­სი­კა­ში ნო­მერ პირ­ვე­ლი ვარ­სკვლა­ვია. ის აგ­რძე­ლებს სე­რი­ა­ლებ­ში გა­და­ღე­ბას, თუმ­ცა ბოლო წლებ­ში მისი მთა­ვა­რი სა­მუ­შაო მა­ინც რე­ი­ტინ­გუ­ლი სა­ტე­ლე­ვი­ზიო შოუ გახ­და.

რუფო პო­პუ­ლა­რუ­ლია არა მხო­ლოდ უფ­რო­სი თა­ო­ბის აუ­დი­ტო­რი­ა­ში, რო­მე­ლიც მას ძა­ლი­ან კარ­გად იც­ნობს ტე­ლე­ნო­ვე­ლე­ბი­დან, არა­მედ ახალ­გაზ­რდებ­შიც. ეს ყვე­ლა­ფე­რი იმ ვი­დე­ო­ე­ბის წყა­ლო­ბით, რომ­ლებ­საც ტე­ლე­ვარ­სკვლა­ვი TikTok-ის­თვის სპე­ცი­ა­ლუ­რად იღებს. მისი ვი­დე­ო­ე­ბი, სა­დაც კო­ლე­გებ­თან ერ­თად ცეკ­ვავს, ვირუ­სუ­ლად ვრცელ­დე­ბა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში.

ygqqlvodmzdptcyolex7df23ai-58136-1667721887.jpg

პან­დე­მი­ის დროს ვიქ­ტო­რი­ამ უარი თქვა თმის შე­ღებ­ვა­ზე და ასე წარ­სდგა თაყ­ვა­ნის­მცემ­ლე­ბის წი­ნა­შე. მის გამ­ბე­და­ო­ბას მიმ­დევ­რე­ბი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მად­ლი­ე­რე­ბით შეხ­ვდნენ, რად­გან მან და­ან­გრია სტე­რე­ო­ტი­პი, რომ ჭა­ღა­რა ქალი, აუ­ცი­ლებ­ლად მო­უვ­ლელ­სა და ხან­დაზ­მულს ნიშ­ნავს. იხილეთ სრულად

myquiz